ქეთევან მუხაშავრია

პედაგოგ - რეპეტიტორი

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი.

1981-1982 წლებში სტაჟირება გაიარა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1983 წლიდან ჩაირიცხა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; წლების განმავლობაში იყო ბალეტის წამყვანი მოცეკვავე, მონაწილეობდა საბალეტო რეპერტუარის ყველა კლასიკურ და ნეოკლასიკურ დადგმაში. მუშაობდა ისეთ ქორეოგრაფებთან, როგორებიც იყვნენ: გიორგი ალექსიძე, მიხეილ ლავროვსკი, ნიკიტა დოლგუშინი, იური გრიგოროვიჩი, ჟან გიზერიქსი, ფილიპ კოენი და სხვ. ქეთევან მუხაშავრია გიორგი ალექსიძის საავტორო სპექტაკლების გამორჩეულ და უბადლო შემსრულებლად არის აღიარებული. თეატრის საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალსა და საგასტროლო ტურნეში.

2004 წლიდან მუშაობდა პედაგოგ-სპეციალისტად ვ. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სკოლაში.

1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

2016 წლიდან ქეთევან მუხაშავრია გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პედაგოგ-რეპეტიტორია.

უკან დაბრუნება