ნიალა გოძიაშვილი

მუსიკალური ხელმძღვანელი

1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგები - მარია ბულიგინა, მარგარიტა გრიშკევიჩი და სერაფიმა ვეკუა, ბოლო კურსის ხელმძღვანელი - ვახტანგ ჭაბუკიანი). სასწავლებლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში. მონაწილეობდა ყველა საბალეტო სპექტაკლსა და თეატრის ყველა საგასტროლო ტურნეში. შეასრულა საინტერესო პარტიები და როლები ვახტანგ ჭაბუკიანის დადგმულ სპექტაკლებში: „დონ კიხოტი“, „ლაურენსია“, „გორდა“, „სინათლე“, ასევე ტრადიციულ კლასიკურ დადგმებში.

1973 წლიდან, გიორგი ალექსიძის ხელმძღვანელობის პერიოდში, მონაწილეობდა ყველა მის საავტორო სპექტაკლში.

1988 წლიდან, გიორგ იალექსიძის შეთავაზებით, მუშაობა განაგრძო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობი სოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო სპექტაკლების წამყვანი რეჟისორის სტატუსით.

2016 წლიდან ნიალა გოძიაშვილი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ კამერული დასის მუსიკალური ხელმძღვანელი და სპექტაკლების წამყვანი რეჟისორია.

უკან დაბრუნება