„დოვინ-დოვენ-დოვლი...“ არის ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის საავტორო თანამედროვე საბალეტო სპექტაკლი და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პირველი სარეპერტუარო სპექტაკლი, რომელიც განსაკუთრებული და ორიგინალურია იმით, რომ ქორეოგრაფია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზეა დადგმული. სპექტაკლის დრამატურგიული ხაზი ლექსის ენით ვითარდება, სიტყვა მოძრაობის იმპულსს იძლევა, სხეული მიჰყვება ლექსის რიტმს, ხასიათსა და ბუნებას. თითოეული მოცეკვავე გამოყოფილია და მათი ინდივიდუალობა გუნდშიც თვალსაჩინოა. გულიდან წამოძახილ სიტყვებს - „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ გალაკტიონის ლექსიდან „მოვა... მაგრამ როდის?“ - კონკრეტული ახსნა არა აქვს, ყველა თავისებურად აღიქვამს, ისევე როგორც მთლიანად სპექტაკლს. ფინალური ეპიზოდი „მთაწმინდის მთვარეა“, რომელიც გალაკტიონის ავტორისეულ ჩანაწერზე სრულდება.
თანამედროვე ბალეტი
გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე
„დოვინ-დოვენ-დოვლი...“ სპექტაკლის ტრეილერი
„დოვინ-დოვენ-დოვლი...“ დადგმის პროცესი/გადაცემა „არტარეაზე“
პირველი არხი, გადაცემა C სტუდია /თანამედროვე ბალეტის პირველი დასი საქართველოში
სტუმრები: მარიამ ალექსიძე - გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელი; ნინო გოგუა - წამყვანი სოლისტი
„დოვინ-დოვენ-დოვლი...“ - პრემიერის სამზადისი/სიუჟეტი რუსთავი 2 -ზე