ქორეოგრაფიული წარმოდგენის პრემიერა „თბილისობის” დღესასწაულზე
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის ორიგინალური იდეით სპეციალურად „თბილისობისთვის“დაიდგა ერთობლივი წარმოდგენა გერმანიაშე მოღვაწე ქართველ კომპოზიტორთან, მუსიკოსთან, და მომღერალთან რუსუდან მეიფარიანთან.
პრემიერა 7 და 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ახალ ტიფლისში, ღია ცის ქვეშ გაიმართება.
კომპოზიტორის, მუსიკოსისა და მომღერლის რუსუდან მეიფარიანის (ფორტეპიანო, ვოკალი) შემოქმედება კლასიკური და თანამედროვე მუსიკის, კავკასიური ფოლკლორისა და ექსპერიმენტული ვოკალის ერთობლიობის სინთეზს წარმოადგენს. რუსუდან მეიფარიანი ამჟამად გერმანიაში მოღვაწეობს და მრავალი მუსიკალური ფესტივალის მონაწილეა.
რუსუდან მეიფარიანის სოლო პროგრამა ვოკალური ექსპერიმენტისა და ფორტეპიანოს სინთეზით გამაოგნებელ არქაულ პოლიფონიურ ჟღერადობას ქმნის. მარიამ ალექსიძის თანამედროვე ქორეოგრაფია კი ფოლკლორისა და თვითმყოფადი ცეკვის ელემენტებით არის გაჯერებული.
სპეციალურად თბილისობისთვის დადგმულ ქორეოგრაფიულ წარმოდგენაში, სახელწოდებით „ხმა დაირისა...”თანამედროვე ბალეტისა და მუსიკის საშუალებით არქაული ცეკვისა და სიმღერის, მინიმალიზმისა და თავისუფალი იმპროვიზაციის გადაძახილს გამოვხატავთ.
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ აღმაშენებელზე
თბილისობა 2017- დღიურები/ „ხმა დაირისა...“/მარიამ ალექსიძე/რუსუდან მეიფარიანი/გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“/
თბილისობა 2017/ „ხმა დაირისა...“/მარიამ ალექსიძე/რუსუდან მეიფარიანი/გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“/ტელეკომპანია „კავკასია“/