თანამედროვე ჯაზ-ბალეტი PENSATIVA წარმოდგენელი იქნა
2016 წლის 26 დეკემბერს საახალწლო ქალაქში (დედაენის ბაღში).
თანამედროვე ჯაზ-ბალეტი PENSATIVA გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ კამერული დასისა და თბილისის მერიის ბიგ-ბენდის პირველი ერთობლივი პროექტია.
დადგმის იდეის ავტორი - დავით მაზიაშვილი
დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
წარმოდგენის მუსიკალური ხელმძღვანელი - გივი გაჩეჩილაძე
წარმოდგენაში მონაწილეობენ:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი და თბილისის მერიის ბიგ-ბენდი.
წარმოდგენა დაიდგა სხვადასხვა ინსტრუმენტალურ ნაწარმოებებზე თბილისის ბიგ ბენდის რეპერტუარიდან. მუსიკალური შესრულება უწყვეტია და ქორეოგრაფიის განვითარების შესაბამისადაა აგებული. წარმოდგენის იდეური მხარე ცოცხალი ჯაზ ბენდის ინსტრუმენტების ჟღერადობისა და თანამედროვე ბალეტის მოცეკვავეების სხეულის პლასტიკის ერთგვარი გადაძახილია.
თანამედროვე ჯაზ-ბალეტი საახალწლო ქალაქში
PENSATIVA - თანამედროვე ჯაზ-ბალეტი, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ და თბილისის მერიის ბიგ ბენდის ერთობლივი პროექტი.
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და თბილისის მერიის ბიგ-ბენდი /Pensativa /თანამედროვე ჯაზ-ბალეტი საახალწლო ქალაქში