გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ შეუერთდა 2016 წლის თბილისობის დღესასწაულს. 16 ოქტომბერს, აღმაშენებლის გამზირზე, ღია ციას ქვეშ, დასმა წარმოადგინა მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული წარმოდგენა „...à la Duduki “, დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკაზე.
წარმოდგენაში გია ყანჩელის შთამბეჭდავი , ექსპრესიული, გულშიჩამწვდომი ჰანგები, გადაძახილი დუდუკის საამო, ტკბილ, ნაზ,სევდიან ადამიანის სულის ხმასთან, თბილისის უძველეს კედლებთან, ყარაჩოღელთა ანდერძის სურნელში სხეულის მოძრაობის გამომსახველობით გაჟღერდა.
ქორეოგრაფიული წარმოდგენა ღია ცის ქვეშ
„თბილისობა“ 2016/“...à la Duduki”/გია ყანჩელი - მარიამ ალექსიძე/„მოამბის“სიუჟეტი