გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო გალა-კონცერტში.
დასმა წარმოადგინა მარიამ ალექსიძის მიერ სპეციალურად 26 მაისისათვის შექმნილი ქორეოგრაფიული მინიატურები, დიდი ქართველი კომპოზიტორის სულხან ცინცაძის მუსიკაზე.