გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ მეოთხე წელია, რაც მონაწილეობს „თბილისის ბაროკო ფესტივალში“. თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ თანამშრომლობით წლევანდელ ფესტივალზე წარმოვადგინეთ „გიორგი ალექსიძის ნეობაროკო“ - გიორგი ალექსიძისეული ნეოკლასიკური დადგმები, რომელიც გიორგი ალექსიძეს ბაროკოს კომპოზიტორების მუსიკაზე აქვს დადგმული და ცეკვის ამ სტილს, მიმდინარეობას ნეობაროკოს უწოდებდა.
გიორგი ალექსიძე გახლავთ შემოქმედი-ნოვატორი, რომელმაც თავისი თავისუფალი აზროვნებით, ქორეოგრაფიული არსის განსხვავებული იდეა შემოიტანა. იგი თითოეულ მუსიკალურ სტილს, მიმდინარეობას ადეკვატურ ქორეოგრაფიულ ენას უხამებდა. ამ იდეურ, თუ სტილისტურ მრავალფეროვნებას ხელს უწყობდა მისი არჩევანი კომპოზიტორებისა შუასაუკუნეებიდან დაწყებული, მის თანამედროვე კომპოზიტორებამდე. გიორგი ალექსიძის ნეობაროკო და ნეოროკოკო გამორჩეულია. ალექსიძისეული ნეობაროკოს სტილში დადგმები უფრო კამერული, რაფინირებული და დეტალიზირებულია. მინიმალისტური წვრილ-წვრილი მოძრაობების ლექსიკა ახლოს არის უფრო ადრეულ ფრანგულ სკოლასთან, ან ისტორიულ-ყოფით ცეკვებთან, რომელთა ელემენტები მოიცავს გრაციოზულობას, არისტოკრატულობას, დახვეწილობას, ერწყმის მუსიკალურ ქსოვილს და ქმნის იმ ეპოქის არომატით გაჟღენთილ, მაგრამ თანამედროვე, ახალ და განსხვავებულ სამყაროს.
ჩვენი დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა მარიამ ალექსიძემ, დასის მმართველმა-მთავარმა ბალეტმაისტერმა მარინა ალექსიძემ და პედაგოგ-რეპეტიტორმა ქეთევან მუხაშავრიამ სპეციალურად ამ საღამოსთვის აღადგინეს გიორგი ალექსიძის ნეობაროკოს დადგმები.
13 ნოემბერს, „თბილისის ბაროკო ფესტივალზე“, სამეფო უბნის თეატრში, „გიორგი ალექსიძის ნეობაროკოს“ საღამოში მონაწილეობა მიიღეს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ და ბალეტის მოწვეულ მსახიობებმა - სერგეი პოპოვმა და ვინჩენცო კაპეცუტომ, თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა - „საქართველოს სინფონიეტა“, სოლისტებმა: ვინჩენცო კაპეცუტო (ალტი), ნატალი პერესი (მეცოსოპრანო), ანნა ქურდოვანიძე (კლავესინი, ორგანი), გიორგი კუზანაშვილი (თეორბო, ბაროკოს გიტარა). სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი.
Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Ballet has been cooperating with Tbilisi Baroque Festival for four years now. In partnership with The Georgian Sinfonietta at this year’s festival we presented Giorgi Aleksidze’s neoclassical performances, which Giorgi Aleksidze staged to the music by Baroque composers, calling this style of dancing, this approach neo-baroque.
Giorgi Aleksidze was a choreographer-innovator, who introduced a different idea of the essence of choreography thanks to his free thinking. He matched each musical style, each approach with a corresponding choreographic language, and this conceptual or stylistic diversity was facilitated by his choice of composers, from the medieval ones to his contemporaries. Giorgi Aleksidze’s neo-baroque and neo-rococo are special. Aleksidze’s neo-baroque ballets are more chamber-style, exquisite and detailed. The language of minimalist, slight movements is closer to the early French school, or historical popular dances. The elements of these dances are gracious, aristocratic, exquisite, they merge with the fabric of the music and create a universe that is saturated with the aroma of that era but, at the same time, is contemporary, new and different.
Our company’s Artistic Director Mariam Aleksidze together with company’s manager and ballet master Marina Aleksidze and teacher-répétiteur Ketevan Mukhashavria, restored these performances staged by Giorgi Aleksidze.
On November 13th at the Royal District Theatre, within the framework of the Tbilisi Baroque Festival 2021, evening of Giorgi Aleksidze’s Neo-Baroque choreography was presented with participation of Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Ballet and Guest Artists: Sergei Popov and Vincenzo Capezzuto; Tbilisi State Chamber Orchestra – “Georgian Sinfonietta” and Soloists:Vincenzo Capezzuto (alto), Natalie Perez (mezzo-soprano), Anna Kurdovanidze (harpsichord, organ), Giorgi Kuzanashvili (theorbo, baroque guitar). Artistic Director - Giorgi Kerelashvili.
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2021
Tbilisi Baroque Festival 2021
13 ნოემბერი
სამეფო უბნის თეატრი
პრემიერა
„გიორგი ალექსიძის ნეობაროკო“
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია
ი.ს. ბახის, ჰ. პერსელის, ა. ვივალდის, ა. კორელის, ჟ.ბ. ლულის, ა. მარჩელოს მუსიკაზე
მონაწილეობენ:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“
და ბალეტის მოწვეული მსახიობები - ვინჩენცო კაპეცუტო, სერგეი პოპოვი
სამხატვრო ხელმძღვანელი - მარიამ ალექსიძე
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“
სოლისტები:
ვინჩენცო კაპეცუტო (ალტი)
ნატალი პერესი (მეცოსოპრანო)
ანნა ქურდოვანიძე (კლავესინი, ორგანი)
გიორგი კუზანაშვილი (თეორბო, ბაროკოს გიტარა)
სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი