„მარიჯანის ოთახი წაღვერში“ - მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმი
მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის თანამედროვე ქორეოგრაფიის ვიდეო-წარმოდგენების პროექტების ახლებური ფორმა, სიახლე და თანამედროვე გადაწყვეტა არის სიტყვის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის საშუალებით ჩანაფიქრის გაზიარება პირადი სივრციდან - სახლიდან, ბინიდან, ოთახიდან ვირტუალურ სამყაროში, რომლის შედეგად თანამედროვე ქორეოგრაფიის ვირტუალური დადგმების სერიებს ჩაეყარა საფუძველი.
მონო ქორეოგრაფიული ვიდეო-წარმოდგენა „მარიჯანის ოთახი წაღვერში“ ეფუძნება საქართველოში ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი ქალი პოეტის, მარიჯანის, მარიამ ტყემალაძე-ალექსიძის დღიურებს. ვიდეო-წარმოდგენა დაიდგა სპეციალურად კამერებისთვის წაღვერში, მარიჯანის ისტორიულ აგარაკზე „მზიანა“. ონლაინ პრემიერა შედგა 31 აგვისტოს „გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის“ Facebook - სა და YouTube -ზე.