ვირტუალური წარმოდგენების ციკლი - „მარიჯანის ოთახი“/“Marijan’s Room”
პანდემიის შედეგად გამოწვეულ ახალ რეალობაში დასმა დაიწყო თანამედროვე ქორეოგრაფიის ვირტუალური წარმოდგენების ციკლი.
მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშილის პროექტის მთავარი იდეა, სიახლე და თანამედროვე გადაწყვეტა არის სიტყვის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის საშუალებით ჩანაფიქრის გაზიარება პირადი სივრციდან - სახლიდან, ბინიდან, ოთახიდან ვირტუალურ სამყაროში.
პროექტის ფარგლებში 31 მაისს შედგა პირველი ონლაინ პრემიერა, მარიამ ალექსიძის საავტორო ქორეოგრაფიული წარმოდგენა „მარიჯანის ოთახი“.
ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი ქალი პოეტის, მარიჯანის, მარიამ ტყემალაძე-ალექსიძის დღიურები მარიამ ალექსიძემ მარიჯანის ისტორიულ ბინაში აამოძრავა და მონო-ქორეოგრაფიული წარმოდგენა მაყურებელს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ფეისბუქ გვერდზე შესთავაზა.
სრული წარმოდგენა იხილეთ ბმულზე:
პოეტ მარიჯანის, მარიამ ტყემალაძე-ალექსიძის დღიურები მარიამ ალექსიძემ მარიჯანის ბინაში აამოძრავა და მონო-ქორეოგრაფიული წარმოდგენა მაყურებელს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ფეისბუქ გვერდზე ლაივ-ფორმატით შესთავაზა.
სპექტაკლი „მარიჯანის ოთახი“ პანდემიის, კარანტინის პერიოდში მომზადდა დისტანციურად. კონცეფციის, მხატვრული ჩანაფიქრებისა და ტექსტის ირგვლივ მარიამ ალექსიძემ დავით მაზიაშვილთან ერთად იმუშავა.
სპექტაკლის მუსიკალური ვერსიისთვის მარიჯანის ტექსტი იზოლაციაში, თავიანთი ბინის პირობებში ჩაწერეს მსახიობებმა ეკა მოლოდინაშვილმა, ლელა ახალაიამ და ნატალია ჯუღელმა.
ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი ქალი პოეტის, მარიჯანის 1925 წელს დაწერილი ტექსტი დატვირთულია მისი პირადი განცდებით და თუ ერთი მხრივ ძალიან ინტიმური ფიქრებია, მეორე მხრივ საზოგადოა და დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალურია.
სრული წარმოდგენა იხილეთ ბმულზე: