6 და 7 ოქტომბერს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასმა მონაწილეობა მიიღო 2018 წლის “თბილისობის“ დღესასწაულში, რომელიც ლეღვთახევში გაიმართა. წარმოდგენილი იყო მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტის "მეტრონომი" პრემიერა ნატალია ბერიძისა და ნიკა მაჩაიძის მუსიკაზე.
მეტრონომი
თანამედროვე ბალეტი
მუსიკა ნატალია ბერიძისა და ნიკა მაჩაიძის
იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
მონაწილეობს გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტის" დასი,
ნატალია ბერიძე და ნიკა მაჩაიძე