სიახლეები

07 დეკემბერი 2023

"მედეა" - ახალი პროექტის დაწყება

სრულად...

მარიამ ალექსიძის საავტორო თანამედროვე ბალეტის, „მედეას“ მსოფლიო პრემიერა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მიერ 2024 წელს იგეგმება.

„მედეას“ ორიგინალური საბალეტო მუსიკის ავტორია სახელგანთქმული კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი.

მედეას პარტიას ჩვენი დასის სოლისტი მარიამ ქოიავა შეასრულებს.

პროექტს წინ წაუძღვება ჩვენი დასის დირექტორის, თსუ-ს ასოცირებული პროფესორის დავით მაზიაშვილის სალექციო ციკლი - „საუბრები „მედეას“ თემაზე“.

მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „მედეას“ მუსიკალურ ვერსიაში გაერთიანებულია იოსებ ბარდანაშვილის სიმფონიური და კამერული ნაწარმოებები და სპეციალურად „მედეასთვის“ შექმნილი მუსიკა მამაკაცთა ხმებისათვის.

მარიამ ალექსიძის ჩანაფიქრისთვის სპეციალურად შეიკრიბა ექვსი მუსიკოსი: გოგიტა ნატროშვილი, ომარ ბურდული, მიხეილ ჯავახიშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი, ლაშა მიროტაძე და გიორგი კანანაძე, რომელთაც კომპოზიტორ იოსებ ბარდანაშვილთან თანამშრომლობით ჩაწერეს ბალეტ „მედეასათვის“ შექმნილი ახალი ნაწარმოებები.

იოსებ ბარდანაშვილის ახალი მუსიკა ჩაიწერა აბრეშუმის ფაბრიკის ხმის სტუდიაში.

მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტისათვის „მედეა“ საავტორო, საბალეტო მუსიკის შექმნის ხელშემწყობია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

16 ნოემბერი 2023

ფოლია - თანამედროვე ბალეტი

სრულად...

თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან, „საქართველოს სინფონიეტასთან“ პარტნიორობით 2018 წელს საქართველოში პირველად დაიდგა ბაროკოს მუსიკის ავთენტური ცოცხალი შესრულებისა და თანამედროვე ბალეტის სინთეზური წარმოდგენა - თანამედროვე ბალეტი „ფოლია“. 16 ნოემბერს „ფოლია“ დასის მიერ კვლავ იყო წარმოდგენილი სამეფო უბნის თეატრში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის,  „საქართველოს სინფონიეტას“ ცოცხალ მუსიკალურ შესრულებასთან სინთეზში.

10 ნოემბერი 2023

მულტიმედიური ალბომი "ბეატრიჩე" - #გზავნილიმომავალში

სრულად...

პროფესორმა დავით მაზიაშვილმა მულტიმედიური ალბომი „ბეატრიჩე“ 10 ნოემბერს, პარიზში, სორბონას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცა.

08 ნოემბერი 2023

მულტიმედიური ალბომი "ბეატრიჩე" - #გზავნილიმომავალში

სრულად...

8 ნოემბერს, პარიზში პროფესორმა დავით მაზიაშვილმა მულტიმედიური ალბომი “ბეატრიჩე” საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა.

25 ოქტომბერი 2023

მულტიმედიური ალბომი "ბეატრიჩე" - #გზავნილიმომავალში

სრულად...

25 ოქტომბერს, რომში პროფესორმა დავით მაზიაშვილმა მულტიმედიური ალბომი „ბეატრიჩე“ დანტე ალიგიერის საზოგადოებას გადასცა. 

25 ოქტომბერი 2023

რომში დანტე ალიგიერის საზოგადოებამ თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს" დადგმისათვის დავით მაზიაშვილი, მარიამ ალექსიძე და დარიო მარიანელი დანტე ალიგიერის ოქროს მედლებითა და საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა!

სრულად...

25 ოქტომბერს, იტალიაში, რომში, ფლორენციის სასახლეში, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისში, დანტე ალიგიერის საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ პრეზენტაცია, რომლის იდეის, კონცეფციის ავტორი, შემდგენელი და რედაქტორია  თსუ-ს ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი.

რომში ღონისძიების დასასრულს, საქართველოში თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ დადგმისათვის, დანტე ალიგიერის საზოგადოებამ  შემოქმედებითი გუნდი - იდეისა და კონცეფციის ავტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი იტალიელი კომპოზიტორი დარიო მარიანელი დანტე ალიგიერის ოქროს მედლებითა და საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა!

25 ოქტომბერი 2023

"ბეატრიჩე" - მულტიმედიური ალბომის პრეზენტაცია რომში, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისში, ფლორენციის სასახლეში

სრულად...

25 ოქტომბერს, იტალიაში, რომში, ფლორენციის სასახლეში, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისში, დანტე ალიგიერის საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ პრეზენტაცია, რომლის იდეის, კონცეფციის ავტორი, შემდგენელი და რედაქტორია  თსუ-ს ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი.

23 ოქტომბერი 2023

"ბეატრიჩე" - მულტიმედიური ალბომის პრეზენტაცია რუსთაველის ეროვნულ თეატრში

სრულად...

მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ პრეზენტაცია გაიმართა 23 ოქტომბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში.

მულტიმედიური ალბომის, „ბეატრიჩეს“ პრეზენტაცია თბილისში, ვიდეო:

https://youtu.be/lGSCYW__U44?si=quLUXeMlN7JhtIOV

მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ გამოცემის იდეის ავტორის, თსუ-ს პროფესორ დავით მაზიაშვილის  ჩანაფიქრი, აერთიანებს საქართველოში 2021 წელს, დანტე 700-ის მსოფლიო აღნიშვნის ფარგლებში, დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ შთაგონებით ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ შექმნილი თანამედროვე ბალეტის, „ბეატრიჩეს“ დადგმის ყოველ მნიშვნელოვან ეტაპს იდეიდან პრემიერამდე.

„როგორც დანტეს ბეატრიჩე გახდა მარადიული, გვინდოდა, რომ მარიამ ალექსიძის სპექტაკლი „ბეატრიჩე“ არ გაუჩინარებულიყო და ვფიქრობ ამის საუკეთესო საშუალებაა წიგნი. მულტიმედიურ ალბომს „ბეატრიჩეს“ ჩვენ ვეძახით გზავნილს მომავალში.“ - პროფესორი დავით მაზიაშვილი 

„როდესაც წლების წინ დავით მაზიაშვილმა დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით „ბეატრიჩეს“ დადგმის იდეა გამიზიარა, ამ ჩანაფიქრში ყველაზე მეტად მომხიბლა მოძრაობამ ბნელიდან ნათელისკენ, მოძრაობამ წინ! ხოლო როდესაც მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ გამოცემის იდეა გამიზიარა და მითხრა, რომ ეს იქნებოდა ჩვენი გზავნილი მომავალში, ამ შემთხვევაშიც დავინახე - მოძრაობა წინ.“ - ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე

21 ოქტომბერი 2023

გამოიცა მულტიმედიური ალბომი "ბეატრიჩე"

სრულად...

მულტიმედიური ალბომი „ბეატრიჩე“, ვიდეორგოლი:

https://youtu.be/6kjSFb100IU?si=vQ20nFX2nMxv6yfu

გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდის მიერ 2023 წელს საქართველოში გამოიცა სამენოვანი: ქართული, იტალიური და ინგლისური, მულტიმედიური ალბომი - „ბეატრიჩე“.

მულტიმედიური ალბომი „ბეატრიჩე“ აერთიანებს საქართველოში 2021 წელს, დანტე 700-ის მსოფლიო აღნიშვნის ფარგლებში, დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ შთაგონებით ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისათვის“ შექმნილი თანამედროვე ბალეტის, „ბეატრიჩეს“ დადგმის  მნიშვნელოვან ეტაპებს იდეიდან პრემიერამდე.

ალბომის იდეის, კონცეფციის ავტორი, შემდგენელი და რედაქტორია  დასის დირექტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი. დიზაინი ეკუთვნის გიორგი დადიანს. ყდაზე გამოსახულია თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩედან“ კონსტანტინე მინდაძის ნამუშევარი პორტალების სერიიდან. დაიბეჭდა „სეზანში“ საქართველოში იტალიის საელჩოსა და „თიბისი“ ბანკის ხელშეწყობით.

ორიგინალური დიზაინისა და მაღალი ხარისხის, სამენოვან ალბომში სინთეზურად თავმოყრილია: ტექსტუალური ნაწილი თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ შესახებ; ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი იტალიელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის მიერ სპეციალურად თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩესათვის“ დაწერილი ორიგინალური საბალეტო მუსიკის პარტიტურა; დავით მაზიაშვილის მიერ სპეციალურად შექმნილი სამეცნიერო სტატია -  „დანტე 700 - ბეატრიჩე ქართულ სცენაზე“; სპექტაკლის ამსახველი ფოტო მასალა; თანდართული DVD - საქართველოს პირველი არხის მიერ გადაღებული სატელევიზიო ვერსია „ბეატრიჩე“.

ალბომის ექსკლუზიური გამოცემა განთავსდება ბიბლიოთეკებსა და სახელოვნებო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში საქართველოში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

15 ოქტომბერი 2023

საგასტროლო წარმოდგენა გორში

სრულად...

15 ოქტომბერს, გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იყო გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო.

30 სექტემბერი 2023 - 01 ოქტომბერი 2023

მერვე, 2023-2024 წლის თეატრალური სეზონის გახსნა

სრულად...

30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს, სამეფო უბნის თეატრში გაიხსნა დასის მერვე, 2023-2024 წლის თეატრალური სეზონი.

წარმოდგენილი იყო გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო.

საღამოზე შესრულდა:

  • გიორგი ალექსიძის მიერ ალბან ბერგის მუსიკაზე დადგმული თანამედროვე ბალეტი „ლირიკული სიუიტა“ .
  • გიორგი ალექსიძის საბალეტო მინიატურები მ.რაველის, ე.დენისოვის, დ.შოსტაკოვიჩის და გ.ყანჩელის მუსიკაზე.
  • გიორგი ალექსიძის მიერ გია ყანჩელის მუსიკაზე დადგმული თანამედროვე ბალეტი „ფსალმუნი“ .

05 სექტემბერი 2023

მარიამ ალექსიძის ახალი სოლო „ადას ოთახი“ - JERUSALEM INTERNATIONAL SOLO DANCE FESTIVAL 2023

სრულად...

5 სექტემბერს, The Jerusalem International Solo Dance Festival-ის გახსნაზე ნაჩვენები იყო მარიამ ალექსიძის ახალი სოლო - „ადას ოთახი“, დასის წამყვანი სოლისტის მარიამ დარჩიას შესრულებით.

  • იდეისა და კონცეფციის ავტორი - დავით მაზიაშვილი
  • ორიგინალური მუსიკის ავტორი - ნიკა მაჩაიძე

JISDF არის პრესტიჟული თანამედროვე ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც იერუსალიმის გამორჩეულ კულტურის ცენტრში - “Hansen House” წარმოადგენს მსოფლიოს წამყვანი ქორეოგრაფების შერჩეულ სოლო ცეკვის ნამუშევრებს.

 

 

 

27 აგვისტო 2023

მარიამ ალექსიძის შემოქმედებითი ლაბორატორია წაღვერში

სრულად...

27 აგვისტოს ჩატარდა მარიამ ალექსიძის შემოქმედებითი ლაბორატორია პოეტ მარიჯანის წაღვერის აგარაკზემზიანა“.

#mariamaleksidze #CreativeLab #mziana #marijan #marijansmziana

 

#GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet  #2023_2024season

16 ივლისი 2023

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მეშვიდე, 2022-2023 სეზონი დასრულდა გასტროლით თელავში

სრულად...
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მეშვიდე, 2022-2023 სეზონი დასრულდა გასტროლით თელავში, სადაც წარმოვადგინეთ - „დოვინ-დოვენ-დოვლი...“, მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე.
 
მადლობას ვუხდით თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს მასპინძლობისათვის!
 

13 ივლისი 2023

„დოვინ-დოვენ-დოვლი...“ - გასტროლები თელავის დრამატულ თეატრში

სრულად...
15 ივლისს, 19 სთ-ზე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ჩვენი დასი წარმოადგენს მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტს გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე - „დოვინ-დოვენ-დოვლი...“.
 

05 ივლისი 2023

დასრულდა 2022/2023 სეზონის საგანმანათლებლო პროგრამები

სრულად...
 
დასრულდა 2022/2023 სეზონის საგანმანათლებლო პროგრამები.
 
პედაგოგები: უილიამ პრატი და ოლგა ვიდიშევა
საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი - მარინა ალექსიძე.
 
საგანმანათლებლო პროგრამები: თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსი და თანამედროვე ცეკვის სამოყვარულო კლასები განახლდება სექტემბრიდან.

23 ივნისი 2023

მეცხრეკლასელი მოსწავლის, ბარბარე ტაბიძის ინგლისურენოვანი ჩანახატი - “Metamorphoses: From Shakespeare to Ovid”

სრულად...
 
მეცხრეკლასელი მოსწავლის, ბარბარე ტაბიძის ინგლისურენოვანი ჩანახატი - “Metamorphoses: From Shakespeare to Ovid”, რომელიც თანაკლასელებთან ერთად მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „მეტამორფოზებზე“ დასწრების შემდეგ დაწერა.
 

22 ივნისი 2023

მარინა ალექსიძეს ვულოცავთ დაბადების დღეს

სრულად...

#marinaaleksidze 

11 ივნისი 2023

დასის დირექტორი, პროფესორი დავით მაზიაშვილი გადაცემაში "შემდეგი გაჩერება"

სრულად...

https://youtu.be/JCYVBDfSXDQ 

12 ივნისი 2023

11 ივნისს, აბრეშუმის თეატრში შედგა პროექტი - "მარიამი ხვდება მირიამს"

სრულად...
11 ივნისი, აბრეშუმის თეატრი - „მარიამი ხვდება მირიამს“.
დასის დირექტორის, პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით ერთ საღამოზე წარმოდგენილი იყო ორი მონო-ქორეოგრაფიული წარმოდგენა:
„მარიჯან“ – მარიამ ალექსიძის მონო-ქორეოგრაფიული წარმოდგენა ქართველი პოეტი-ქალის, მარიჯანის დღიურების მიხედვით.
„ზაზელ“ –- ისრაელელი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის, მირიამ ენგელის ვირტუოზული ცეკვის თეატრი ცირკის პირველი აკრობატი ქალის შესახებ, რომელიც ზარბაზნიდან ჭურვივით გაისროლეს.
პროექტის პარტნიორი - ისრაელის საელჩო საქართველოში.

09 ივნისი 2023

9 ივნისს, ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასს სტუმრად ეწვია და მირიამ ენგელის უორკშოპის შემაჯამებელ-საჩვენებელ რეპეტიციას დაესწრო.

სრულად...
7-დან 9 ივნისის ჩათვლით, პროექტის „მარიამი ხვდება მირიამს“ ფარგლებში ქორეოგრაფმა და მოცეკვავემ, მირიამ ენგელმა (ისრაელი) გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მოცეკვავეებისათვის ჩაატარა ინტენსიური შემოქმედებითი უორკშოპი.
9 ივნისს, ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასს სტუმრად ეწვია და დასის შემოქმედებით გუნდთან ერთად, მირიამ ენგელის უორკშოპის შემაჯამებელ-საჩვენებელ რეპეტიციას დაესწრო.
პროექტის პარტნიორია ისრაელის საელჩო საქართველოში.

08 ივნისი 2023

კვირას, 11 ივნისს, 16:00 - დავით მაზიაშვილი გადაცემაში შემდეგი გაჩერება, იმედზე

სრულად...
კვირას, 11 ივნისს, 16:00 - ჩვენი დასის დირექტორი, თსუ-ს პროფესორი დავით მაზიაშვილი გადაცემაში

07 ივნისი 2023

მირიამ ენგელის უორკშოპი

სრულად...
7-დან 9 ივნისის ჩათვლით, პროექტის „მარიამი ხვდება მირიამს“ ფარგლებში ქორეოგრაფი და მოცეკვავე მირიამ ენგელი (ისრაელი) გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მოცეკვავეებისათვის ატარებს ინტენსიურ შემოქმედებით უორკშოპს.
პროექტის პარტნიორია ისრაელის საელჩო საქართველოში.
 

06 ივნისი 2023

„მარიამი ხვდება მირიამს“

სრულად...

 „მარიამი ხვდება მირიამს“

დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით ერთ საღამოზე წარმოდგენილი იქნება ორი ერთმანეთისგან განსხვავებული, ინდივიდუალური და გამორჩეული, თანამედროვე მონო-ქორეოგრაფიული წარმოდგენა.

პირველი განყოფილება

„მარიჯან“ – მარიამ ალექსიძის მონო-ქორეოგრაფიული წარმოდგენა ქართველი პოეტი- ქალის, მარიჯანის დღიურების მიხედვით.

იდეისა და კონცეფციის ავტორი - დავით მაზიაშვილი.

მარიჯანის ტექსტს კითხულობს - ეკა მოლოდინაშვილი (რუსთაველის ეროვნული თეატრი).

მარიჯანის 1925 წელს დაწერილი ტექსტი დატვირთულია მისი პირადი განცდებით და თუ ერთი მხრივ ძალიან ინტიმური ფიქრებია, მეორე მხრივ საზოგადოა და დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალურია.

მეორე განყოფილება

„ზაზელ“ – გასროლა  ზარბაზნიდან  

მირიამ ენგელის ვირტუოზული ცეკვის თეატრი (ისრაელი)

იგალ მირტენბაუმთან  კოლაბორაციით.

როზა  მარია რიხტერის,  მოხეტიალე ცირკის აკრობატის, სცენური ფსევდონიმით „ზაზელ“, ნამდვილი ამბავი, რომელსაც ყოველ საღამოს ზარბაზნიდან  გაისროდნენ ხოლმე.

პროექტის პარტნიორია ისრაელის საელჩო საქართველოში.

26 მაისი 2023

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

სრულად...

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო გალა-კონცერტში. დასმა წარმოადგინა მარიამ ალექსიძის მიერ სპეციალურად 26 მაისისათვის შექმნილი ქორეოგრაფიული მინიატურები, დიდი ქართველი კომპოზიტორის სულხან ცინცაძის მუსიკაზე.

#26მაისი 

14 მაისი 2023

ფილმ-ბალეტი „მზიანა“ - შერჩეულია დუბლინის BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2023-ის პროგრამაში

სრულად...

მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმ-ბალეტი „მზიანა“ - გალაკტიონ ტაბიძის პოეზია და ცეკვა, ჩვენი დასის მონაწილეობით, შერჩეულია დუბლინის BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2023-ის პროგრამაში, კატეგორიაში: International Poetry Shorts.

დიდი ირლანდიელი მწერლის ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებით შთაგონებული BLOOMSDAY  კინოფესტივალი კინოს, ლიტერატურისა და მხატვრული ინოვაციების აღსანიშნად დაარსდა. სწორედ ამ ფესტივალზე, გასულ წელს, მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმ-ბალეტმა - „ლუჩიას ოთახი“, დასის წამყვანი სოლისტის მარიამ დარჩიას მონაწილეობით, ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა მიიღო.  

მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის საავტორო პროექტი  „გალაკტიონ ტაბიძის პოეზია და ცეკვა“, 2022 წელს  განხორციელდა წაღვერში, პოეტ მარიჯანის ისტორიულ აგარაკზე „მზიანა“ და მარიჯანის ტყეში, ხოლო ფილმ-ბალეტს „მზიანა“ ეწოდა.

სპეციალურად ფილმის სუბტიტრებისთვის გალაკტიონის ლექსები აკადემიკოსმა ინესა მერაბიშვილმა თარგმნა.

დუბლინის წლევანდელ BLOOMSDAY კინოფესტივალზე ფილმ-ბალეტი „მზიანა“ ნაჩვენები იქნება  11-დან 16  ივნისამდე.

http://www.bloomsdayfestival.ie/bff-official-selection-2023 

#bloomsday2023

#GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet #2022_2023season

 

 

30 აპრილი 2023

მარიამ ალექსიძე გადაცემაში "შემდეგი გაჩერება"

სრულად...

https://youtu.be/ieEhlND5c74 

27 აპრილი 2023

კვირას, 16:00 - მარიამ ალექსიძე გადაცემაში შემდეგი გაჩერება

სრულად...
კვირას, 16:00 - მარიამ ალექსიძე გადაცემაში შემდეგი გაჩერება • Shemdegi Gachereba
Mariam Aleksidze in conversation with TV Programme “Shemdegi Gachereba” (Next Stop)
Sunday – 16:00 on TV Imedi
 

22 აპრილი 2023

მარინა ალექსიძე/MARINA ALEKSIDZE

სრულად...
მარინა ალექსიძე/MARINA ALEKSIDZE
 
 
პროექტი ,,თეატრალური საგანძური” ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
 

19 აპრილი 2023

მალე - მეტამორფოზები...

სრულად...

11,12,13 და 14 მიასს, 20:00-ზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“  აბრეშუმის ფაბრიკის პავილიონში წარმოადგენს  თანამედროვე ბალეტს -  „მეტამორფოზები“.

დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე

იდეისა და კონცეფციის ავტორი - დავით მაზიაშვილი

იოჰან სებასტიან ბახისა და ნიკა მაჩაიძის ორიგინალური მუსიკა

მხატვარი - ანა ნინუა

მონაწილეობს: გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“

18 აპრილი 2023

მარიამ ალექსიძე/Mariam Aleksidze

სრულად...
მარიამ ალექსიძე/Mariam Aleksidze
 
 
 

12 აპრილი 2023

11,12,13 და 14 მიასს, აბრეშუმის ფაბრიკის პავილიონში, თანამედროვე ბალეტი - „მეტამორფოზები“

სრულად...

11,12,13 და 14 მიასს, 20:00-ზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“  აბრეშუმის ფაბრიკის პავილიონში წარმოადგენს  თანამედროვე ბალეტს -  „მეტამორფოზები“.

თანამედროვე ბალეტში ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ მიხედვით მოცემულია სამყარო, რომელიც მუდმივ ცვალებადობაზეა აგებული.

დავით მაზიაშვილის კონცეფციით, იოჰან სებასტიან ბახისა და ნიკა მაჩაიძის ელექტრონული მუსიკის სინთეზით, ანა ნინუას მხატვრობით,  გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“  მოცეკვავეები ამ გარდასახვებს მარიამ ალექსიძის თანამედროვე ქორეოგრაფიის ენით წარმოგვიდგენენ.

10 აპრილი 2023

დავით მაზიაშვილმა, თსუ-ს ნორჩ ჰუმანიტართა სკოლაში ჩაატარა ლექცია „მსოფლიო კლასიკური ლიტერატურა და გიორგი ალექსიძის სახელობის - თბილისის თანამედროვე ბალეტი“. ლექციის მოსმენის შემდეგ მოსწავლეები დაესწრნენ თანამედროვე ბალეტს „დოვინ-დოვენ-დოვლი...“

სრულად...

https://tsu.media/norch-humanitarta-skola/?fbclid=IwAR0fzVNxW8rEP37T1gwmIMjPagWZvfe_eVxmCx_MB7NwS_s1ZrYF03dnWB0 

„...თუ როგორ შეიძლება სკოლამ მიიყვანოს ბავშვები თეატრში, თეატრმა ლიტერატურაში და ლიტერატურამ უნივერსიტეტში. სწორედ ეს მნიშვნელოვანი სამკუთხედი – განათლება, მეცნიერება და ხელოვნება იყო კონცენტრირებული ჩემს ლექციაში, ბოლოს კი ყველაფერი თავად ნახეს სცენაზე“ – ჩვენი დასის დირექტორმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა დავით მაზიაშვილმა, თსუ-ს ნორჩ ჰუმანიტართა სკოლაში ჩაატარა ლექცია „მსოფლიო კლასიკური ლიტერატურა და გიორგი ალექსიძის სახელობის - თბილისის თანამედროვე ბალეტი“. ლექციის მოსმენის შემდეგ მოსწავლეები დაესწრნენ თანამედროვე ბალეტს „დოვინ-დოვენ-დოვლი...“.

#2022_2023season #DovinDovenDovli

#MariamAleksidze #GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet

20 მარტი 2023

გადაცემა „ავტოგრაფი“ / 20.03.23

სრულად...
 
გადაცემა „ავტოგრაფი“ / 20.03.23
 

19 მარტი 2023

7 აპრილს - დოვინ-დოვენ-დოვლი...

სრულად...
7 აპრილი/20:00
რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენა
„დოვინ-დოვენ-დოვლი...“
მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე
მონაწილეობს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“

18 მარტი 2023

ორშაბათს, 23:00-ზე, გადაცემა „ავტოგრაფი“ ჩვენი დასის შესახებ!

სრულად...
 
ორშაბათს, 23:00-ზე, გადაცემა „ავტოგრაფი“ ჩვენი დასის შესახებ!
 

17 მარტი 2023

MARIAM ALEKSIDZE AND TBILISI CONTEMPORARY BALLET

სრულად...

https://atinati.com/news/6413464f0e402f0038ef156f 

ინგლისურენოვანი სტატია მარიამ ალექსიძისა და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ შესახებ მედია პლატფორმაზე

სტატიის ავტორი - ილია თავბერიძე

#GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet 

10 მარტი 2023

10 მარტი - ბეატრიჩე - რუსთაველის ეროვნული თეატრი

სრულად...

08 მარტი 2023

დავით მაზიაშვილის ლექცია - „დანტე 700 - ბეატრიჩე ქართულ სცენაზე“

სრულად...
7 მარტს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენი დასის დირექტორმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა დავით მაზიაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია „დანტე 700 - ბეატრიჩე ქართულ სცენაზე“.
 

05 მარტი 2023

ჩვენი დასის დირექტორის, პროფესორ დავით მაზიაშვილის საჯარო ლექცია ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში!

სრულად...
7 მარტს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ჩვენი დასის დირექტორის, თსუ-ს ასოცირებული პროფესორის დავით მაზიაშვილის საჯარო ლექცია - „დანტე 700 - ბეატრიჩე ქართულ სცენაზე“.
 

03 მარტი 2023

8 მარტს "ბეატრიჩე" წარმოდგენილი იქნება ქუთაისში!

სრულად...
8 მარტს მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“, ქ.ქუთაისის მერიის მიწვევით, წარმოდგენილი იქნება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
 

25 თებერვალი 2023

SOLD OUT!

სრულად...
ყველა ბილეთი გაყიდულია!
10 მარტი - რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდი სცენა
„ბეატრიჩე“
მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით

09 თებერვალი 2023

თანამედროვე ბალეტი ბეატრიჩე

სრულად...

10 მარტს, 20 - სთ-ზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ წარმოადგენს

ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტს  „ბეატრიჩე“ 

დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით.

ვიდეორგოლები:

BEATRICE - Video by Atinati 

https://www.youtube.com/watch?v=yfCWS4ajJvU 

TRAILER – BEATRICE

https://youtu.be/9shGRv8HfC8 

04 იანვარი 2023

საქართველოს პატრიარქისადმი მიძღნილი საიუბილეო გალაკონცერტი

სრულად...

https://youtu.be/h0O8jQviopU

4 იანვარს ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს პატრიარქისადმი მიძღვნილი საიუბილეო გალაკონცერტი გაიმართა, რომელშიც პიანისტმა დუდანა მაზმანიშვილმა და გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტმა” შეასრულეს ფრაგმენტი ი.ს. ბახის “გოლდბერგის ვარიაციებიდან”, მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიით.
 
 

31 იანვარი 2023

2022 წლის შემაჯამებელი ვიდეო!

სრულად...

https://youtu.be/honAQB3YncU 

15 დეკემბერი 2022

თანამედროვე ცეკვის მკვლევრის ხათუნა მზარელუას ახალი წიგნი „კაფე მიულერში“ (წერილები ცეკვაზე)

სრულად...
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტს“ სტუმრად ეწვია თანამედროვე ცეკვის მკვლევარი ხათუნა მზარელუა, რომელმაც დასს წარუდგინა და საჩუქრად გადასცა თავისი ახალი წიგნი „კაფე მიულერში“ (წერილები ცეკვაზე).
 
ხათუნა მზარელუას წიგნში თავმოყრილია თანამედროვე ცეკვის დადგმებიდან ისტორიული მნიშვნელობის მქონე და მუდამ აქტუალურ ნამუშევრებზე შექმნილი ტექსტები მნიშვნელოვანი ქორეოგრაფების ნამუშევრების შესახებ.
 
აღსანიშნავია, რომ წიგნში ასევე განხილულია ჩვენი დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტები „გურჯი-ხათუნი“ და „ბეატრიჩე“.

09 დეკემბერი 2022

ჩვენი დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე და დირექტორი დავით მაზიაშვილი მიწვეული იყვნენ იერუსალიმის საერთაშორისო ცეკვის კვირეულზე, რომელიც ორგანიზებული იყო იერუსალიმის Machol Shalem Dance House მიერ

სრულად...

4-დან 8 დეკემბრის ჩათვლით იერუსალიმის საერთაშორისო ცეკვის კვირეულმა უმასპინძლა მთელი მსოფლიოდან მიწვეულ სპეციალისტებს, ხელოვანებსა და თანამედროვე ცეკვის სფეროში წამყვანი ინსტიტუციების, დასების, ფესტივალების, ცენტრების, კონკურსების, პლატფორმებისა და საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელებს. ცეკვის კვირეული მოიცავდა ისრაელელი ქორეოგრაფების თანამედროვე ცეკვის ნამუშევრების ჩვენებებს, VR შოუს, ქორეოგრაფიის საერთაშორისო კონკურსს, ადგილობრივ ხელოვანთა ინიციატივების პრეზენტაციებს, გაცნობით შეხვედრებს და ასევე სამუშაო შეკრებების პლატფორმას მიწვეულ საერთაშორისო ექსპერტთა და ხელოვანთა შორის კავშირების დამყარება-გაღრმავების მიზნით.

 

#jerusaleminternationaldanceweek #macholshalemdancehouse

#2022_2023season #GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet

16 ნოემბერი 2022

გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამოს შემდეგ

სრულად...

15 ნოემბერი 2022

გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო

სრულად...

10 ნოემბერი 2022

დავით მაზიაშვილმა მონაწილეობა მიიღო დუბლინის ჯეიმზ ჯოისის კულტურის ცენტრისა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ვებინარში - “Ulysses at 100 – A Shared Celebration of James Joyce”

სრულად...
10 ნოემბერს, დუბლინში, ჯეიმზ ჯოისის კულტურის ცენტრში, ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და ჯეიმზ ჯოისის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება - “Ulysses at 100 – A Shared Celebration of James Joyce”, სადაც საქართველოდან მიწვეულ სტუმართა შორის იყო ჩვენი დასის დირექტორი, თსუ-ს პროფესორი დავით მაზიაშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ზუმ-ვებინარში, მოხსენებით გამოვიდა და ისაუბრა ფილმ-ბალეტ „ლუჩიას ოთახის“ შესახებ. ღონისძიებაზე დამსწრე საპატიო სტუმრებისათვის ასევე ნაჩვენები იყო „ლუჩიას ოთახის“ მოკლე ვერსია.
 
 
 

08 ნოემბერი 2022

ჩვენი დასის დირექტორის, თსუ-ს პროფესორ დავით მაზიაშვილის სტატია „არილში“

სრულად...

ჩვენი დასის დირექტორის, თსუ-ს პროფესორ დავით მაზიაშვილის სტატია „ალექსიძის მეტამორფოზა“ ჟურნალ „არილში“.

„ალექსიძის „არტისტული რიტუალი“ ოვიდიუსის პოეზიის საფუძველზე თამაშდება, რომელშიც პლასტიკურადაა წარმოჩენილი თანამედროვეობაში სილამაზის, სიყვარულის, სექსის, ხელოვნების, პოლიტიკის, ღალატის, შურის, ბოროტების, ძალაუფლების გარდასახვები.“

http://arilimag.ge/ 

#davidmaziashvili 

#2022_2023season #GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet

03 ნოემბერი 2022

ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის სტუმრობა

სრულად...

დღეს ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასს სტუმრად ეწვია და დაესწრო რეპეტიციას.

 

#2022_2023season #GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet

27 ოქტომბერი 2022

გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო

სრულად...

15 და 16 ნოემბერი/20:00 - სამეფო უბნის თეატრი

გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო

 

მონაწილეობს: გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“

ბილეთები:

https://biletebi.ge/tbilisis-tanamedrove-baleti/giorgi-aleqsidzis-qoreografiis-saghamo-premiera-evening-of-giorgi-aleksidze-choreography-premiere?

 

პოსტერზე - მარიამ ქოიავა

ფოტო - თინა ყაზახიშვილი

დიზაინი - ბესიკ დანელია

 

#giorgialeksidze

#2022_2023season #GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet

 

18 ოქტომბერი 2022

სულხან ნასიძის საიუბილეო საღამო

სრულად...

სულხან ნასიძის საიუბილეო საღამო - სადადგმო რეპეტიცია.

21 ოქტომბერს, 19.00 სთ.-ზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგება დიდი ქართველი კომპოზიტორის, სულხან ნასიძის 95 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მარიამ ალექსიძის მიერ სპეციალურად ამ საღამოსთვის სულხან ნასიძის მუსიკაზე დადგმული ქორეოგრაფიული კომპოზიციის პრემიერა.

მონაწილეობენ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მსახიობები: ნინო გოგუა, მარიამ დარჩია, მარიამ ქოიავა და ნატალია კუკულაძე

16 ოქტომბერი 2022

ექსკურსია - ატენის სიონი

სრულად...

16 ოქტომბერი 2022

„დოვინ-დოვენ-დოვლი...“- გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი

სრულად...

დღეს, 16 ოქტომბერს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში  წარმოადგენს მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტს გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე - „დოვინ-დოვენ-დოვლი...“.

#GalaktionTabidze #MariamAleksidze #DovinDovenDovli #EristaviTheatre 

#2022_2023season #GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet

30 სექტემბერი 2022

სტატია გიორგი ალექსიძის შესახებ მედია პლატფორმაზე ATINATI

სრულად...

27 სექტემბერი 2022

მეშვიდე სეზონის გახსნა

სრულად...

17 სექტემბერი 2022

Adventure 2022

სრულად...

ჩვენმა დასმა მონაწილეობა მიიღო ჭიათურის სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალში - Adventure 2022.

17 სექტემბერს, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მიწვევით, მარიამ ალექსიძის თანამედროვე ქორეოგრაფია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე  წარმოდგენილი იყო კოტიას მღვიმესთან.

 

#Adventure2022 #Chiatura

#2022_2023season #DovinDovenDovli

#MariamAleksidze #GalaktionTabidze #Poetry&Dance

#GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet

11 სექტემბერი 2022

2022-2023 სეზონის გახსნა!

სრულად...

27 სექტემბერს, 20:00, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე წარმოდგენილი იქნება მარიამ ალექსიძის საავტორო თანამედროვე ბალეტი „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე, რითაც გაიხსნება გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მეშვიდე სეზონი.

07 სექტემბერი 2022

Jerusalem International Solo Dance Festival 2022

სრულად...

6-8 სექტემბერს თანამედროვე ცეკვის საერთაშორისო ფესტივალმა იერუსალიმში გააერთიანა ქორეოგრაფების ორიგინალური სოლო ნამუშევრები ისრაელიდან და მთელი მსოფლიოდან. The Jerusalem International Solo Dance Festival-ზე, იერუსალიმის ისტორიულ კულტურის ცენტრში "The Hansen House" წარმოდგენილი იყო დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ალექსიძის მონო-ქორეოგრაფიული კომპოზიცია „ქუჩა“ - ქალის პორტრეტი, დასის სოლისტის მარიამ ქოიავას შესრულებით, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა.

01 სექტემბერი 2022

მეშვიდე, 2022-2023 წლების სეზონს მნიშვნელოვანი ამბით ვიწყებთ!

სრულად...

https://jisdf.co.il/show/the-street/?lang=en 

დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ალექსიძის მონო-ქორეოგრაფიული კომპოზიცია „ქუჩა“ - ქალის პორტრეტი, დასის სოლისტის მარიამ ქოიავას შესრულებით წარმოდგენილი იქნება The Jerusalem International Solo Dance Festival-ზე.

The Jerusalem International Solo Dance Festival-ი გაიმართება 6-დან 8 სექტემბრის ჩათვლით იერუსალიმის ისტორიული და გამორჩეული კულტურის ცენტრის ‘The Hansen House” თეატრალურ სცენაზე, ღია ცის ქვეშ. თანამედროვე ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი იერუსალიმში წარმოადგენს ქორეოგრაფების ორიგინალურ სოლო ნამუშევრებს ისრაელიდან და მთელი მსოფლიოდან.

 

ფესტივალში მონაწილეობა ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.

მხარდამჭერი: საქართველოს საელჩო ისრაელში.

 

#2022_2023season

#MariamAleksidze #GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet

#jisdf2022 #jisdf #fjisdfsolojerusalem #angeladanceco

 

 

31 აგვისტო 2022

იწყება გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მეშვიდე, 2022-23 სეზონი!

სრულად...

https://www.facebook.com/photo/?fbid=748868026545449&set=pb.100042667758863.-2207520000..

დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე გვიზიარებს მეშვიდე 2022-23 სეზონის გეგმებს.

გთხოვთ, გაეცნოთ მის სიტყვას დასის ფეისბუქის გევრდზე.

#2022_2023season #newseason #announcement 

#GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet

07 აგვისტო 2022

"მზიანა" - მარიამ ალექსიძის ფილმ-ბალეტი

სრულად...

https://youtu.be/6UqPB8bNU7M

მარიამ ალექსიძის პროექტი „მზიანა“.
გალაკტიონ ტაბიძის პოეზია და ცეკვა.
 
ვიდეო წარმოდგენა პოეტ მარიჯანის წაღვერის აგარაკიდან „მზიანა“.
 
მონაწილეობს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“.

 

31 ივლისი 2022

დავით მაზიაშვილის „შექსპირის პოსტმოდერნიზმი“ ლიტერატურული პრემია - „საბას” ფინალში!

სრულად...
ჩვენი დასის დირექტორის, თსუ-ს პროფესორ დავით მაზიაშვილის მონოგრაფიული ნაშრომი „შექსპირის პოსტმოდერნიზმი“ ლიტერატურული პრემია „საბას“ 2022 წლის ფინალშია ნომინაციაში - „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“.
 

27 ივლისი 2022

2022 წლის პრაქტიკანტები

სრულად...
2021-2022 სეზონს სამმა მოცეკვავემ, თამარ ლაცაბიძემ, სესილი დავითაძემ და ანასტასია ლორთქიფანიძემ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასში გაიარა საშემსრულებლო პრაქტიკა, მონაწილეობა მიიღო დასის საგანმანათლებლო პროგრამებში და მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტებში „ბეატრიჩე“, „მეტამორფოზები“, „12 პაემანი“, “THE BACH PROJECT 1”, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში.
 
თამარი, სესილი და ანასტასია მომავალ სეზონშიც აქტიურად ჩაერთვებიან დასის შემოქმედებით და საგანმანათლებლო პროცესში.

25 ივლისი 2022

თანამედროვე ცეკვის კლასები - CONTEMPORARY DANCE CLASSES

სრულად...
თანამედროვე ცეკვის კლასები - CONTEMPORARY DANCE CLASSES
 
დასის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსი გაიარეს და სერტიფიკატები მიიღეს.
 
კლასებს უძღვებოდა დასის თანამედროვე ცეკვის პედაგოგი უილიამ პრატი.
საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი - მარინა ალექსიძე.

19 ივლისი 2022

მარიამ ალექსიძის პროექტი „მზიანა“

სრულად...
 
 
მარიამ ალექსიძის პროექტი „მზიანა“
ანა აბაკელიას სიუჟეტი
გადაცემა „დღის კოდი“

15 ივლისი 2022

მალე მარიამ ალექსიძის პროექტი „მზიანა“. გალაკტიონ ტაბიძის პოეზია და ცეკვა.

სრულად...
მალე
მარიამ ალექსიძის პროექტი „მზიანა“.
გალაკტიონ ტაბიძის პოეზია და ცეკვა.
 
ვიდეო წარმოდგენა პოეტ მარიჯანის წაღვერის აგარაკიდან „მზიანა“.
 
მონაწილეობს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“.

01 ივლისი 2022

„მარიამ ალექსიძე - ქორეოგრაფიული ესკიზები“ - ჟურნალი „მუდმივი“

სრულად...
„მარიამ ალექსიძე - ქორეოგრაფიული ესკიზები“ - ჟურნალი „მუდმივი“
ნანა კობაიძის სტატია მარიამ ალექსიძის შესახებ
 

16 ივნისი 2022

BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2022-ზე, დუბლინში, ფილმ-ბალეტმა „ლუჩიას ოთახი“ Best International Joycean კატეგორიაში ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურა.

სრულად...

16 ივნისი 2022

“პიკის საათი” - დავით მაზიაშვილის სატელეფონო ჩართვა დუბლინიდან.

სრულად...

https://1tv.ge/audio/pikis-saati-luchias-otakhis-warmateba-bloomsday-film-festival-2022-ze/?fs=e&s=cl&fbclid=IwAR0rRJRE1bhj6wVYgUtToURal8jsEVJluWB3doh5Pqcqoqxv_IjTJ1rvZr0

„ჯეიმზ ჯოისმა ერთ დროს ჩვეულებრივი ქალაქი კოსმოპოლიტურ ქალაქად აქცია. ეს ქალაქი ყველას ქალაქი გახდა“ – დავით მაზიაშვილი.

16 ივნისს დუბლინში ტრადიციულად აღინიშნება ბლუმის დღე. წელს მთელი მსოფლიო დუბლინელებთან ერთად აღნიშნავს „ულისეს“ საუკუნოვან ისტორიას. საყურადღებოა, რომ  ამ  დღეს წინ უსწრებდა ფილმ-ბალეტის„ლუჩიას ოთახი“ წარმატება   BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2022-ზე ჯეიმზ ჯოისის ცენტრში. ფესტივალზე მიიწვიეს ფილმის ავტორები მარიამ ალექსიძე და დავით მაზიაშვილი და ლუჩიას როლის შემსრულებლი, გამორჩეული მოცეკვავე მარიამ დარჩია.

სატელეფონო ჩართვა დუბლინიდან: დავით მაზიაშვილი –  ფილოლოგიის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, ლიტერატურათმცოდნე

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

15 ივნისი 2022

15 ივნისს დუბლინში, ისტორიულ ჯეიმზ ჯოისის ცენტრში, BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2022-ის პროგრამის ფარგლებში, გაიმართება მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმ-ბალეტის, „ლუჩიას ოთახის“ პრემიერა მაყურებლის დასწრებით. ფილმის ჩვენებაზე მიწვეული არიან ავტორები მარიამ ალექსიძე, დავით მაზიაშვილი და ლუჩიას როლის შემსრულებლი მარიამ დარჩია. პრემიერის შემდეგ შედგება შემოქმედებითი ჯგუფის შეხვედრა მაყურებელთან.

სრულად...
 
15 ივნისს დუბლინში, ისტორიულ ჯეიმზ ჯოისის ცენტრში, BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2022-ის პროგრამის ფარგლებში, გაიმართება მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმ-ბალეტის, „ლუჩიას ოთახის“ პრემიერა მაყურებლის დასწრებით.
ფილმის ჩვენებაზე მიწვეული არიან ავტორები მარიამ ალექსიძე, დავით მაზიაშვილი და ლუჩიას როლის შემსრულებლი მარიამ დარჩია. პრემიერის შემდეგ შედგება შემოქმედებითი ჯგუფის შეხვედრა მაყურებელთან.
 
2022 წელს BLOOMSDAY FILM FESTIVAL განსაკუთრებულია, რადგან დიდი ირლანდიელი მწერლის, ჯეიმზ ჯოისის „ულისეს“ გამოცემიდან 100 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება.
 
„ლუჩიას ოთახი“ მარიამ ალექსიძემ და დავით მაზიაშვილმა 2020 წელს პანდემიის, კარანტინის პერიოდში შექმნეს, როდესაც მთელ მსოფლიოში სახელოვნებო პროცესები შეჩერებული იყო. 2020 წელს, მარიამ ალექსიძის მონო ვიდეო წარმოდგენა „მარიჯანის ოთახი“ ერთ-ერთი პირველი რეაგირება იყო პანდემიის შედეგად გამოწვეულ ახალ რეალობაზე. მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშილის პროექტის მთავარი იდეა, სიახლე და თანამედროვე გადაწყვეტა არის სიტყვის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის საშუალებით ჩანაფიქრის გაზიარება პირადი სივრციდან - სახლიდან, ბინიდან, ოთახიდან ვირტუალურ სამყაროში, რომლის შედეგად დასმა თანამედროვე ქორეოგრაფიის ვირტუალური წარმოდგენების ციკლს ჩაუყარა საფუძველი.
ციკლის ფარგლებში მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის მეორე თანამშრომლობა, ფილ-ბალეტი ჰალუცინაცია „ლუჩიას ოთახი“, ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებით იყო შთაგონებული. XX საუკუნის უდიდესი მწერლის ჯეიმზ ჯოისის ქალიშვილმა ლუჩია ჯოისმა, ტალანტით დაჯილდოებულმა მოდერნ ბალეტის მოცეკვავემ, რომელმაც მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრება საზოგადოებისგან ზურგშექცეულმა იზოლაციაში გაატარა, თავისი მისტიკური პიროვნებითა და დრამატული ამბით განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვა მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ახალი ფორმატის ჩანაფიქრისათვის.
 
ჯეიმზ ჯოისის ტექსტებზე დაყრდნობით ფილმის საუნდტრეკი შექმნა ხელოვანმა ანამარია ბურდულმა. ლუჩია ჯოისის გამორჩეული სახე დასის წამყვანმა სოლისტმა მარიამ დარჩიამ შეასრულა.

14 ივნისი 2022

„მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში, მოძრაობის თეატრში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა” წარმოადგინა თანამედროვე მულტიმედიური ბალეტი „12 პაემანი“.

სრულად...
14 ივნისი
„მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში, მოძრაობის თეატრში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა” წარმოადგინა თანამედროვე მულტიმედიური ბალეტი „12 პაემანი“.
„12 პაემანი“ მარიამ ალექსიძის თანამედროვე მულტიმედიური ბალეტია, რომელიც დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და რეჟისურით, ელექტრონული მუსიკის, ქორეოგრაფიის, ხმებისა და ვიდეო გამოსახულების სინთეზით შეიქმნა.
 
თანამედროვე ბალეტის საავტორო საუნდ დიზაინი და ვიდეო შექმნა ნიკა მაჩაიძემ, ხოლო საავტორო მუსიკა ნატალია ბერიძემ.
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მსახიობებთან ერთად წარმოდგენაში მონაწილეობენ წარსულში ბალეტის წამყვანი მოცეკვავეები - მარინა ალექსიძე, მაკა მახარაძე და ქეთევან მუხაშავრია.
 
წარმოდგენის ფაბულაა 12 სხვადასხვა ასაკის ქალის პაემანი საკუთარ წარმოსახვით პატიმართან. პატიმრებთან შეხვედრების წარმოსახვით სივრცეში ერთად მოხვედრილი 12 ქალის შინაგან ქორეოგრაფიულ მონოლოგებს ენაცვლება პლასტიკური დიალოგები პროექცირებულ გამოსახულებასთან, რომელიც რენტგენივით წარმოაჩენს ყოფილი საპატიმროს ცარიელ, შიდა სივრცეს, სადაც იმყოფებოდნენ პატიმრები.
 
პრემიერა გაიმართა 2021 წელს ალტერნატიულ სახელოვნებო სივრცე #12-ის (ყოფილი საპატიმრო) შიდა ეზოში და განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით.

11 ივნისი 2022

„მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი“ - 14 ივნისს, მოძრაობის თეატრში დასი წარმოადგენს მარიამ ალექსიძის თანამედროვე მულტიმედიურ ბალეტს „12 პაემანი“

სრულად...

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ მონაწილეობს „მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალში“. ფესტივალის ფარგლებში 14 ივნისს 21:00, მოძრაობის თეატრში დასი წარმოადგენს მარიამ ალექსიძის თანამედროვე მულტიმედიურ ბალეტს „12 პაემანი“.

26 მაისი 2022

26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო გალა-კონცერტი

სრულად...
 
26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო გალა-კონცერტი
 
მარიამ ალექსიძის მიერ სპეციალურად 26 მაისისთვის შექმნილი ქორეოგრაფიული სურათი დიდი ქართველი კომპოზიტორის სულხან ნასიძის მუსიკაზე.

24 მაისი 2022

Bloomsday Film Festival to mark James Joyce anniversary with programme featuring Tbilisi Contemporary Ballet production

სრულად...

23 მაისი 2022

მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმ-ბალეტი „ლუჩიას ოთახი“, შერჩეულია დუბლინის BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2022 -ის პროგრამაში, კატეგორია - Joycean Shorts.

სრულად...
მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმ-ბალეტი „ლუჩიას ოთახი“, შერჩეულია დუბლინის BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2022 -ის პროგრამაში, კატეგორია - Joycean Shorts.
 
2022 წელს BLOOMSDAY FILM FESTIVAL განსაკუთრებულია, რადგან დიდი ირლანდიელი მწერლის, ჯეიმზ ჯოისის „ულისეს“ გამოცემიდან 100 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება.
 
იხილეთ 2022 წელს შერჩეული ფილმების ჩამონათვალი:

19 მაისი 2022 - 22 მაისი 2022

მეტამორფოზები

სრულად...
 
„მეტამორფოზები“ – METAMORPHOSES
 
აბრეშუმის ფაბრიკის პავილიონი
„მეტამორფოზები“
თანამედროვე ბალეტი ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ მიხედვით
 
დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი - დავით მაზიაშვილი
იოჰან სებასტიან ბახისა და ნიკა მაჩაიძის ორიგინალური მუსიკა
მხატვარი - ანა ნინუა
 
მონაწილეობს:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“

29 აპრილი 2022

დასის დირექტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი მონაწილეობს დიდი ირლანდიელი მწერლის ჯეიმზ ჯოისის „ულისეს“ გამოცემიდან 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც რომის უნივერსიტეტში იმართება.

სრულად...
ჩვენი დასის დირექტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი მონაწილეობს დიდი ირლანდიელი მწერლის ჯეიმზ ჯოისის „ულისეს“ გამოცემიდან 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც რომის უნივერსიტეტში იმართება.
 
კონფერენციაზე დავით მაზიაშვილი წარსდგა მოხსენებით - „ლუჩია ჯოისი ალექსიძის ოთახიდან“.
კონფერენცია აერთიანებს ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მაღალი რანგის მეცნიერებსა და პროფესორებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჯოისის შემოქმედებით და მისი გავლენით მსოფლიო სალიტერატურო, სახელოვნებო და კულტურულ პროცესებზე.
 
დავით მაზიაშვილის მოხსენების შემდეგ ნაჩვენები იყო ფილმ-ბალეტი „ლუჩიას ოთახი“.
 
ფილმ ბალეტი-ჰალუცინაცია „ლუჩიას ოთახი“, თანამედროვე ქორეოგრაფიის ვირტუალური წარმოდგენების ციკლის ფარგლებში 2020 წელს შეიქმნა. მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის თანამშრომლობა ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებით იყო შთაგონებული. ლუჩია ჯოისი - XX საუკუნის უდიდესი მწერლის ჯეიმზ ჯოისის ქალიშვილი, ტალანტით დაჯილდოებული მოდერნის მოცეკვავე, რომელმაც მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრება საზოგადოებისგან იზოლაციაში გაატარა, თავისი მისტიკური პიროვნებითა და დრამატული ამბით განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მარიამ ალექსიძის საავტორო პროექტის, პირადი სივრციდან, ბინიდან, ჩანაფიქრის ვირტუალურ სამყაროში გაზიარების ფორმატისათვის.
ჯეიმზ ჯოისის ტექსტების მიხედვით ფილმ-ბალეტის ორიგინალური საუნდტრეკი შექმნა ანამარია ბურდულმა, ხოლო ჩვენი დასის წამყვანმა სოლისტმა მარიამ დარჩიამ ლუჩია ჯოისის გამორჩეული სახე შექმნა.

28 აპრილი 2022

მეტამორფოზები

სრულად...
19,20,21,22 მაისი/20:00
აბრეშუმის ფაბრიკის პავილიონი
 
„მეტამორფოზები“
თანამედროვე ბალეტი ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ მიხედვით
 
დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი - დავით მაზიაშვილი
იოჰან სებასტიან ბახისა და ნიკა მაჩაიძის ორიგინალური მუსიკა
მხატვარი - ანა ნინუა
 
მონაწილეობს:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“
 
 

18 აპრილი 2022

თანამედროვე ბალეტი "ბეატრიჩე"

სრულად...
 
18 აპრილი
თანამედროვე ბალეტი-ხილვა „ბეატრიჩე“
დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით.
 
დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი - დავით მაზიაშვილი
ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის ორიგინალური მუსიკა.
 
კოსტიუმების დიზაინერი - თამუნა ინგოროყვა
ვიზუალური ინსტალაცია - კონსტანტინე მინდაძე, ირაკლი ღარიბაშვილი
 
მონაწილეობენ:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი
ბეატრიჩე - მარიამ დარჩია
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“
სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი
 
დადგმა განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.
პროექტის პარტნიორია იტალიის საელჩო საქართველოში.
პროექტის პარტნიორია საზოგადოებრივი მაუწყებელი.

08 აპრილი 2022

უკრაინელი მოცეკვავე ოლგა ვიდიშევა ჩვენს დასთან ერთად მონაწილეობს მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტში „ბეატრიჩე“.

სრულად...

უკრაინელი მოცეკვავე ოლგა ვიდიშევა 18 აპრილს რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე ჩვენს დასთან ერთად მონაწილეობს მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტში „ბეატრიჩე“.

დასის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ოლგა ვიდიშევა მარტის თვიდან  შეუერთდა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტს“. „ბეატრიჩე“  პირველი წარმოდგენა იქნება, რომელშიც ოლგა მიიღებს მონაწილეობას.

03 აპრილი 2022

თანამედროვე ბალეტ "ბეატრიჩეს" მოსამზადებელი რეპეტიციები

სრულად...

ფოტოალბომი "ბეატრიჩე" - რეპეტიცია

https://www.facebook.com/media/set/?vanity=100042667758863&set=a.637191344379785

 

01 აპრილი 2022

მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“

სრულად...

TRAILER: https://youtu.be/9shGRv8HfC8 

18 აპრილს, 20:00-ზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე წარმოადგენს ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტს  „ბეატრიჩე“  დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით.

 

იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი დავით მაზიაშვილი.

ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის სპეციალურად დაწერილი მუსიკა.

 

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი.           

ბეატრიჩე - მარიამ დარჩია.

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.

სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი

 

კოსტიუმების დიზაინერი თამუნა ინგოროყვა.

ვიზუალური ინსტალაცია - კონსტანტინე მინდაძე, ირაკლი ღარიბაშვილი.

28 მარტი 2022

18 აპრილი/20:00 რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდი სცენა მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა „ბეატრიჩე“

სრულად...

18 აპრილს, 20:00-ზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე წარმოადგენს ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტს  „ბეატრიჩე“  დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით.

იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი დავით მაზიაშვილი.

ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის სპეციალურად დაწერილი მუსიკა.

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი            

ბეატრიჩე - მარიამ დარჩია.

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“. სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი

კოსტიუმების დიზაინერი თამუნა ინგოროყვა.

ვიზუალური ინსტალაცია - კონსტანტინე მინდაძე, ირაკლი ღარიბაშვილი.

01 მარტი 2022

მოცეკვავე ოლგა ვიდიშევას უკრაინიდან, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ხელშეწყობა ექნება

სრულად...

უკრაინიდან, ზაპაროჟიედან,  მოცეკვავე ოლგა ვიდიშევა საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისა და ოლგას თანადგომის მიზნით გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ოლგას ექნება ხელშეწყობა, სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობამდე შეინარჩუნოს პროფესია, დასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენებში და საგანმანათლებლო მიმართულებით დაეუფლოს თანამედროვე ცეკვის ტექნიკას.

#StandWithUkraine

18 თებერვალი 2022

THE BACH PROJECT 1 - პრემიერა

სრულად...

https://youtu.be/2kCvcXHgyb0 

16 თებერვალი 2022

THE BACH PROJECT 1 - სიუჟეტი მოამბეში

სრულად...

https://youtu.be/FapnbAtLvqk 

15 თებერვალი 2022

პირველი რეპეტიცია მატია ზაპასთან

სრულად...

ვიდეო: https://youtu.be/vBFoVHb9fuE 

#thebachproject1

#GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet #2021_2022season

31 იანვარი 2022

მარიამ ალექსიძე გადაცემაში "დღის კოდი"

სრულად...

გადაცემა: https://youtu.be/bn8d986hP94 

 

The Bach Project 1 – 18,19 და 20 თებერვალს 20 სთ-ზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პრემიერა სამეფო უბნის თეატრში!

მარიამ ალექსიძის საავტორო პროექტი - თანამედროვე ბალეტების ციკლი ი.ს.ბახის მუსიკაზე, მუსიკოსებთან  და თანამედროვე კომპოზიტორებთან თანამშრომლობით.

ციკლიდან პირველი დადგმა აერთიანებს ბახის ჩელოს სიუიტებს და ნიკა მაჩაიძის ელექტრონულ მუსიკას.

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მოცეკვავეებს შეუერთდება  მოწვეული ჩელისტი მატია ზაპა და ბახის ჩელოს სიუიტებს  სცენაზე ცოცხლად შეასრულებს.

29 იანვარი 2022

THE BACH PROJECT

სრულად...

The Bach Project 1 – 18,19 და 20 თებერვალს 20 სთ-ზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პრემიერა სამეფო უბნის თეატრში!

მარიამ ალექსიძის საავტორო პროექტი - თანამედროვე ბალეტების ციკლი ი.ს.ბახის მუსიკაზე, მუსიკოსებთან  და თანამედროვე კომპოზიტორებთან თანამშრომლობით.

ციკლიდან პირველი დადგმა აერთიანებს ბახის ჩელოს სიუიტებს და ნიკა მაჩაიძის ელექტრონულ მუსიკას.

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მოცეკვავეებს შეუერთდება  მოწვეული ჩელისტი მატია ზაპა და ბახის ჩელოს სიუიტებს  სცენაზე ცოცხლად შეასრულებს.

30 ნოემბერი 2021

ვიდეო პრემიერა - 12 პაემანი

სრულად...
„12 პაემანი“
მარიამ ალექსიძის თანამედროვე მულტიმედიური ბალეტი
იდეის, კონცეფციის ავტორი და რეჟისორი - დავით მაზიაშვილი
ორიგინალური მუსიკა - ნატალია ბერიძე
საუნდ დიზაინი და ვიდეო ინსტალაცია - ნიკა მაჩაიძე
ოპერატორი - კახა ბუხრაშვილი
მონაწილეობენ:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, დასის საგანმანათლებლო მიმართულების სტუდენტები და ბალეტის მოწვეული მსახიობები: მარინა ალექსიძე, მაკა მახარაძე და ქეთევან მუხაშავრია
პრემიერა გაიმართა 13 და 14 ოქტომბერს ალტერნატიულ სახელოვნებო სივრცე #12-ის შიდა ეზოში
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით
 

19 ნოემბერი 2021

მარინა ალექსიძე გადაცემაში "დღის კოდი"

სრულად...
ბალეტი, როგორც კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი
სტუმარი - მარინა ალექსიძე (ბალეტის პედაგოგ-რეპეტიტორი, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მმართველი, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის პედაგოგ-რეპეტიტორი).
ავტორი - ნატალია ქუთათელაძე, დავით ალადაშვილი
 

16 ნოემბერი 2021

კულტურის დეფინიცია - დავით მაზიაშვილის მოსაზრება

სრულად...
კულტურის დეფინიცია - დავით მაზიაშვილის მოსაზრება (ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის” დირექტორი)
ელენე ჩიტალაძის სიუჟეტი
 

13 ნოემბერი 2021

„თბილისის ბაროკო ფესტივალი 2021“ „გიორგი ალექსიძის ნეობაროკო“- პრემიერა

სრულად...

12 ნოემბერი 2021

გიორგი ალექსიძის ნეობაროკოს საღამოში მონაწილეობას მიიღებს მოწვეული მოცეკვავე სერგეი პოპოვი

სრულად...
3 ნოემბერს, თბილისის ბაროკო ფესტივალზე, „გიორგი ალექსიძის ნეობაროკოს“ ქორეოგრაფიის საღამოში მონაწილეობას მიიღებს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მიერ მოწვეული ფინეთის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის თეატრის პრემიერი სერგეი პოპოვი.
სერგეი პოპოვი შეასრულებს გიორგი ალექსიძის მინიატურას ჟ.ბ. ლულის მუსიკაზე, რომელიც 2007 წელს გიორგი ალექსიძის მიერ სპეციალურად მისთვის შეიქმნა.
სერგეი პოპოვი ჩვენი დასის წამყვან სოლისტთან ნინო გოგუასთან პარტნიორობით შეასრულებს აგრეთვე გიორგი ალექსიძისეულ ბახის „სარაბანდას“, რომელსაც თავდაპირველად ბალეტის ვარსკვლავები, ირინა კოლპაკოვა და ნიკიტა დოლგუშინი ცეკვავდნენ.

12 ნოემბერი 2021

„გიორგი ალექსიძის ნეობაროკოს“ ქორეოგრაფიის საღამოს პირველი ერთობლივი რეპეტიცია

სრულად...

„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“, სოლისტებისა და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მიერ ჩატარდა „გიორგი ალექსიძის ნეობაროკოს“ ქორეოგრაფიის საღამოს პირველი ერთობლივი რეპეტიცია.

11 ნოემბერი 2021

მარიამ ალექსიძე ვინჩენცო კაპეცუტოსთვის მინიატურას დგამს!

სრულად...

13 ნოემბერს, თბილისის ბაროკო ფესტივალზე, „გიორგი ალექსიძის ნეობაროკოს“ ქორეოგრაფიის საღამოზე, ფესტივალის მიერ მოწვეული მოცეკვავე ვინჩენცო კაპეცუტო შეასრულებს მარიამ ალექსიძის ახალ მინიატურას ა.მარჩელოს მუსიკაზე, რომელიც მარიამ ალექსიძემ სპეციალურად ვინჩენცო კაპეცუტოსთვის გიორგი ალექსიძის ნეობაროკოს სტილში დადგა.

10 ნოემბერი 2021

ვინჩენცო კაპეცუტოს მასტერკლასი

სრულად...

„თბილისის ბაროკო ფესტივალი 2021 წლის“ ფარგლებში მოწვეულმა მოცეკვავემ და მომღერალმა (ალტი), ვინჩენცო კაპეცუტომ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსის სტუდენტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა.

09 ნოემბერი 2021

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2021 - „გიორგი ალექსიძის ნეობაროკო“

სრულად...
„თბილისის ბაროკო ფესტივალი 2021“
Tbilisi Baroque Festival 2021
13 ნოემბერი/19:00
სამეფო უბნის თეატრი
პრემიერა
„გიორგი ალექსიძის ნეობაროკო“
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია
ი.ს. ბახის, ჰ. პერსელის, ა. ვივალდის, ა. კორელის,
ჟ.ბ. ლულის, ა. მარჩელოს მუსიკაზე
მონაწილეობენ:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და ბალეტის მოწვეული მსახიობები - ვინჩენცო კაპეცუტო, სერგეი პოპოვი
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“
სოლისტები:
ვინჩენცო კაპეცუტო (ალტი)
ნატალი პერესი (მეცოსოპრანო)
ანნა ქურდოვანიძე (კლავესინი, ორგანი)
გიორგი კუზანაშვილი (თეორბო, ბაროკოს გიტარა)

06 ნოემბერი 2021

მარიამ ალექსიძის სიტყვა კომპოზიტორ დარიო მარიანელის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ

სრულად...
მარიამ ალექსიძე:
„ჩვენთვის დიდი პატივი იყო გასულ კვირას საქართველოში გვემასპინძლა კომპოზიტორ დარიო მარიანელისათვის, რომელიც ჩვენი მოწვევით სპეციალურად, პანდემიის მიუხედავად, ჩამოვიდა, რათა დასწრებოდა თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სამზადისს და პრემიერებს თბილისსა და ბათუმში.
მინდა გამოვხატო მადლიერება დავით მაზიაშვილის მიმართ, იმ იდეისთვის, რომ სწორედ დარიო მარიანელის შეექმნა დანტეს „ღვათაებრივი კომედიის“ მიხედვით ბალეტ „ბეატრიჩეს“ საავტორო მუსიკა. მადლობა მას შესაძლებლობისათვის მეთანამშრომლა ასეთი რანგის კომპოზიტორთან და დავმეგობრებოდი საოცარ პიროვნებას. ზოგადად, დიდი მადლობა დავითს გამორჩეული აზრებისა და ძლიერი ენერგიისათვის, ენთუზიაზმისთვის, ყველა იმ საქმისათვის, რასაც იგი ეხება ასეთი ღრმა ცოდნითა და ფართო ხედვით.
დავითის ჩანაფიქრი ისიც იყო, რომ თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ ცოცხლად შეესრულებინა ბალეტ „ბეატრიჩეს“ მუსიკა. მადლობა „საქართველოს სინფონიეტას“ ჩვენთან თანამშრომლობისათვის, მათ იმუშავეს კომპოზიტორთან ერთად პარტიტურის სრულყოფაზე და სული შთაბერეს დარიო მარიანელის ახალ საბალეტო მუსიკას.
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მოცეკვავეებს მიეცათ განსაკუთრებული შესაძლებლობა ემუშავათ ასეთ ტანდემში, შეხებოდნენ ასეთ თემებს, მუსიკას, მადლობა მათ, რომ აამეტყველეს „ბეატრიჩეს“ მუსიკალურ-პლასტიკური სახეები.
მადლობა თბილისის მერიას ჩვენი საქმიანობის მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.
პარტნიორობისთვის განსაკუთრებული მადლობა იტალიის საელჩოს საქართველოში და პირადად იტალიის ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს.
რუსთაველის ეროვნულ თეატრში პრემიერის შემდეგ, დარიო მარიანელი დაესწრო „ბეატრიჩეს“ პრემიერას ბათუმის დრამატულ თეატრში, რაც ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა.
ბათუმში საგასტროლო წარმოდგენის ხელშეწყობისათვის მადლობა კულტურის სამინისტროს.
მადლობა „სილქ ჰოსფითალითის“ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პარტნიორობისა და დარიო მარიანელის მასპინძლობისათვის თბილისში, ბათუმსა და წინანდალში.
საავტორო მუსიკა ფუფუნებაა ნებისმიერი ქვეყნის, ნემისმიერი თეატრის, ორკესტრისა თუ ცეკვის კომპანიისთვის, ასეთ კომპოზიტორთან თანამშრომლობა კი იღბალია, ბედნიერებაა და ვფიქრობ, ჩვენი მუშაობის შედეგიც არის.
დარიო მარიანელის საბალეტო მუსიკა „ბეატრიჩე“ კი ნამდვილად გაუძლებს დროს!“

30 ოქტომბერი 2021

29 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნაჩვენები იყო მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა „ბეატრიჩე“.

სრულად...

29 ოქტომბერი 2021

ბათუმში "ბეატრიჩეს" წარმოდგენას მაესტრო დარიო მარიანელი დაესწრო!

სრულად...
29 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნაჩვენები იყო მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა „ბეატრიჩე“.
საგასტროლო წარმოდგენის მასპინძლობისთვის მადლობას ვუხდით ბათუმის დრამატულ თეატრს და მის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ანდრო ენუქიძეს.
დასწრება მოსაწვევებით.
2021 წელს მთელი მსოფლიო აღნიშნავს უდიდესი იტალიელი პოეტის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წელს. გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და გიორგი ალექსიძის ფონდი უერთდება ამ ღირშესანიშნავი თარიღის მსოფლიო აღნიშვნას.
პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და ხელმძღვანელობით დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისათვის“ დაიდგა საავტორო თანამედროვე ბალეტი - „ბეატრიჩე“.
დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრით ბალეტისათვის საავტორო მუსიკა შექმნა ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელმა თანამედროვე იტალიელმა კომპოზიტორმა დარიო მარიანელიმ.
დარიო მარიანელის მიერ სპეციალურად ბალეტ „ბეატრიჩესათვის“ შექმნილი მუსიკა გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ სცენაზე ცოცხლად სრულდება.
ბეატრიჩეს სახეს დასის წამყვანი სოლისტი მარიამ დარჩია ასრულებს.
თანამედროვე ბალეტის კოსტიუმების დიზაინერია თამუნა ინგოროყვა.
მარიამ ალექსიძის კონცეფციით სცენის მხატვრული გადაწყვეტაა კონსტანტინე მინდაძის ნახატების ვიზუალური ინსტალაცია. გრაფიკული დიზაინი - ირაკლი ღარიბაშვილი.
საგასტროლო წარმოდგენა ბათუმში კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა.
პროექტი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.
პროექტის პარტნიორია იტალიის საელჩო საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია ვითიბი ბანკი.
პროექტის მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი.
პროექტის პარტნიორია „სილქ ჰოსფითალითი“.

26 ოქტომბერი 2021

მალე "ბეატრიჩე" ბათუმში!

სრულად...
გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდმა გაიმარჯვა კულტურის სამინისტროს კონკურსში „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“.
29 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნაჩვენები იქნება მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა „ბეატრიჩე“.
საგასტროლო წარმოდგენის მასპინძლობისთვის მადლობას ვუხდით ბათუმის დრამატულ თეატრს და მის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ანდრო ენუქიძეს.
დასწრება მოსაწვევებით.
2021 წელს მთელი მსოფლიო აღნიშნავს უდიდესი იტალიელი პოეტის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წელს. გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და გიორგი ალექსიძის ფონდი უერთდება ამ ღირშესანიშნავი თარიღის მსოფლიო აღნიშვნას.
პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და ხელმძღვანელობით დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისათვის“ დაიდგა საავტორო თანამედროვე ბალეტი - „ბეატრიჩე“.
დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრით ბალეტისათვის საავტორო მუსიკა შექმნა ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელმა თანამედროვე იტალიელმა კომპოზიტორმა დარიო მარიანელიმ.
დარიო მარიანელის მიერ სპეციალურად ბალეტ „ბეატრიჩესათვის“ შექმნილი მუსიკა გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ სცენაზე ცოცხლად სრულდება.
ბეატრიჩეს სახეს დასის წამყვანი სოლისტი მარიამ დარჩია ასრულებს.
თანამედროვე ბალეტის კოსტიუმების დიზაინერია თამუნა ინგოროყვა.
მარიამ ალექსიძის კონცეფციით სცენის მხატვრული გადაწყვეტაა კონსტანტინე მინდაძის ნახატების ვიზუალური ინსტალაცია. გრაფიკული დიზაინი - ირაკლი ღარიბაშვილი.
საგასტროლო წარმოდგენა ბათუმში კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.
პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.
პროექტის პარტნიორია იტალიის საელჩო საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია ვითიბი ბანკი.
პროექტის მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი.
პროექტის პარტნიორია „სილქ ჰოსფითალითი“.

25 ოქტომბერი 2021

ბეატრიჩეს პრემიერა მაესტრო დარიო მარიანელის დასწრებით!

სრულად...

25 ოქტომბერი 2021

პრემიერა!

სრულად...
პრემიერა!
25 ოქტომბერი - რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენა
მსოფლიო პრემიერა - მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა „ბეატრიჩე“
2021 წელს მთელი მსოფლიო აღნიშნავს უდიდესი იტალიელი პოეტის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წელს. გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და გიორგი ალექსიძის ფონდი უერთდება ამ ღირშესანიშნავი თარიღის მსოფლიო აღნიშვნას.
პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და ხელმძღვანელობით დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისათვის“ დაიდგა საავტორო თანამედროვე ბალეტი - „ბეატრიჩე“.
დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრით ბალეტისათვის საავტორო მუსიკა შექმნა ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელმა თანამედროვე იტალიელმა კომპოზიტორმა დარიო მარიანელიმ.
დარიო მარიანელის მიერ სპეციალურად ბალეტ „ბეატრიჩესათვის“ შექმნილი მუსიკა გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ სცენაზე ცოცხლად სრულდება.
ბეატრიჩეს სახეს დასის წამყვანი სოლისტი მარიამ დარჩია ასრულებს.
თანამედროვე ბალეტის კოსტიუმების დიზაინერია თამუნა ინგოროყვა.
მარიამ ალექსიძის კონცეფციით სცენის მხატვრული გადაწყვეტაა კონსტანტინე მინდაძის ნახატების ვიზუალური ინსტალაცია. გრაფიკული დიზაინი - ირაკლი ღარიბაშვილი.
პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.
პროექტის პარტნიორია იტალიის საელჩო საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია ვითიბი ბანკი.
პროექტის მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი.
პროექტის პარტნიორია „სილქ ჰოსფითალითი“.

25 ოქტომბერი 2021

მალე პრემიერაა!

სრულად...
მალე პრემიერაა!
25 ოქტომბერი/19:00 - რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენა
მსოფლიო პრემიერა - მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა „ბეატრიჩე“
2021 წელს მთელი მსოფლიო აღნიშნავს უდიდესი იტალიელი პოეტის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წელს. გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და გიორგი ალექსიძის ფონდი უერთდება ამ ღირშესანიშნავი თარიღის მსოფლიო აღნიშვნას.
პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და ხელმძღვანელობით დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისათვის“ დაიდგა საავტორო თანამედროვე ბალეტი - „ბეატრიჩე“.
დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრით ბალეტისათვის საავტორო მუსიკა შექმნა ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელმა თანამედროვე იტალიელმა კომპოზიტორმა დარიო მარიანელიმ.
დარიო მარიანელის მიერ სპეციალურად ბალეტ „ბეატრიჩესათვის“ შექმნილი მუსიკა გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ სცენაზე ცოცხლად სრულდება.
ბეატრიჩეს სახეს დასის წამყვანი სოლისტი მარიამ დარჩია ასრულებს.
თანამედროვე ბალეტის კოსტიუმების დიზაინერია თამუნა ინგოროყვა.
მარიამ ალექსიძის კონცეფციით სცენის მხატვრული გადაწყვეტაა კონსტანტინე მინდაძის ნახატების ვიზუალური ინსტალაცია. გრაფიკული დიზაინი - ირაკლი ღარიბაშვილი.
პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.
პროექტის პარტნიორია იტალიის საელჩო საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია ვითიბი ბანკი.
პროექტის მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი.
პროექტის პარტნიორია „სილქ ჰოსფითალითი“.

24 ოქტომბერი 2021

ჩვენი დასი დაესწრო კომპოზიტორ დარიო მარიანელის რეპეტიციას თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან - „საქართველოს სინფონიეტა“.

სრულად...
ჩვენი დასი დაესწრო კომპოზიტორ დარიო მარიანელის რეპეტიციას თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან - „საქართველოს სინფონიეტა“.
მარიამ ალექსიძის ბალეტ „ბეატრიჩეს“ იდეისა და კონცეფციის ავტორის, პროფესორ დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრით ბალეტისათვის საავტორო მუსიკა შექმნა ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელმა თანამედროვე იტალიელმა კომპოზიტორმა დარიო მარიანელიმ.
დარიო მარიანელის მიერ სპეციალურად ბალეტ „ბეატრიჩესათვის“ შექმნილი მუსიკა გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ სცენაზე ცოცხლად სრულდება.
პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.
პროექტის პარტნიორია იტალიის საელჩო საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია ვითიბი ბანკი.
პროექტის მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი.
პროექტის პარტნიორია „სილქ ჰოსფითალითი“.

24 ოქტომბერი 2021

კომპოზიტორი დარიო მარიანელი თბილისშია!

სრულად...
კომპოზიტორ დარიო მარიანელის რეპეტიცია თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“.
მარიამ ალექსიძის ბალეტ „ბეატრიჩეს“ იდეისა და კონცეფციის ავტორის, პროფესორ დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრით ბალეტისათვის საავტორო მუსიკა შექმნა ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელმა თანამედროვე იტალიელმა კომპოზიტორმა დარიო მარიანელიმ.
დარიო მარიანელის მიერ სპეციალურად ბალეტ „ბეატრიჩესათვის“ შექმნილი მუსიკა გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ სცენაზე ცოცხლად სრულდება.
პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.
პროექტის პარტნიორია იტალიის საელჩო საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია ვითიბი ბანკი.
პროექტის მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი.
პროექტის პარტნიორია „სილქ ჰოსფითალითი“.

21 ოქტომბერი 2021

Georgia Today რეცენზია მარიამ ალექსიძის თანამედროვე მულტიმედიურ ბალეტზე „12 პაემანი“

სრულად...

18 ოქტომბერი 2021

ყველა ბილეთი გაყიდულია!

სრულად...

ყველა ბილეთი გაყიდულია!

25 ოქტომბერი
მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი “ბეატრიჩე”

12 პაემანი - სიუჟეტი #დღისკოდი

სრულად...
სიუჟეტის ავტორი - ანა აბაკელია
„12 პაემანი“ - პრემიერა გაიმართა 13 და 14 ოქტომბერს
მარიამ ალექსიძის თანამედროვე მულტიმედიური ბალეტი
იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი - დავით მაზიაშვილი
ორიგინალური მუსიკა - ნატალია ბერიძე
საუნდ დიზაინი და ვიდეო ინსტალაცია - ნიკა მაჩაიძე
ოპერატორი - კახა ბუხრაშვილი
მონაწილეობენ:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, დასის საგანმანათლებლო მიმართულების სტუდენტები და ბალეტის მოწვეული მსახიობები: მარინა ალექსიძე, მაკა მახარაძე და ქეთევან მუხაშავრია
ალტერნატიული სახელოვნებო სივრცე #12-ის შიდა ეზო
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით
 
https://youtu.be/xdgC2VaQoh8

21 ოქტომბერი 2021

რეცენზია მარიამ ალექსიძის თანამედროვე მულტიმედიურ ბალეტზე „12 პაემანი“

სრულად...
Tbilisi Contemporary Ballet Brings Sisterhood in the Center of a Soviet Prison with the Immersive Performance “12 Visits” by Lorraine Vaney
 
რეცენზია მარიამ ალექსიძის თანამედროვე მულტიმედიურ ბალეტზე „12 პაემანი“
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
 
The project was implemented with the support from the Ministry of Culture, Sport and Youth Affairs of Georgia.
 
 

15 ოქტომბერი 2021

„12 პაემანი“ - პრემიერა გაიმართა 13 და 14 ოქტომბერს

სრულად...
„12 პაემანი“ - პრემიერა გაიმართა 13 და 14 ოქტომბერს
მარიამ ალექსიძის თანამედროვე მულტიმედიური ბალეტი
იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი - დავით მაზიაშვილი
ორიგინალური მუსიკა - ნატალია ბერიძე
საუნდ დიზაინი და ვიდეო ინსტალაცია - ნიკა მაჩაიძე
ოპერატორი - კახა ბუხრაშვილი
მონაწილეობენ:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, დასის საგანმანათლებლო მიმართულების სტუდენტები და ბალეტის მოწვეული მსახიობები: მარინა ალექსიძე, მაკა მახარაძე და ქეთევან მუხაშავრია
ალტერნატიული სახელოვნებო სივრცე #12-ის შიდა ეზო
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით
 
https://www.facebook.com/media/set?vanity=100042667758863&set=a.518359359596318

14 ოქტომბერი 2021

პრემიერა 12 პაემანი - 12 Visits

სრულად...
პრემიერა
12 პაემანი - 12 Visits
მარიამ ალექსიძის თანამედროვე მულტიმედიური ბალეტი
Contemporary Multimedia Ballet By Mariam Aleksidze
 
ალტერნატიული სახელოვნებო სივრცე #12-ის შიდა ეზო
Courtyard of Alternative Art Space No 12
 
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით
The project was implemented with the support from the Ministry of Culture, Sport and Youth Affairs of Georgia
 

12 ოქტომბერი 2021

13, 14 ოქტომბერი/19:30 - პრემიერა 12 პაემანი

სრულად...
13, 14 ოქტომბერი/19:30 - პრემიერა
12 პაემანი
მარიამ ალექსიძის თანამედროვე მულტიმედიური ბალეტი
ალტერნატიული სახელოვნებო სივრცე #12-ის შიდა ეზო
მისამართი: ვახტანგ გორგასლის 10, II შესახვევი
დასწრება თავისუფალია
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით

09 ოქტომბერი 2021

12 პაემანი - 12 Visits - Backstage

სრულად...
12 პაემანი - 12 Visits
მარიამ ალექსიძის თანამედროვე მულტიმედიური ბალეტი
Contemporary Multimedia Ballet By Mariam Aleksidze
ალტერნატიული სახელოვნებო სივრცე #12-ის შიდა ეზო
Courtyard of Alternative Art Space No 12
 
The project is implemented with the support from the Ministry of Culture, Sport and Youth Affairs of Georgia
 
 
 

08 ოქტომბერი 2021

მალე „12 პაემანი“ - მულტიმედიური ბალეტი ყოფილ ციხეში!

სრულად...
მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის პროექტმა თანამედროვე მულტიმედიური ბალეტის „12 პაემანი“ დადგმა ალტერნატიული სახელოვნებო სივრცის #12 შიდა ეზოში, გაიმარჯვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსში „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“.
„მალე ჩემს მიერ აქამდე დადგმული წარმოდგენებისგან სრულიად განსხვავებულ ჩანაფიქრს შემოგთავაზებთ, „12 პაემანი“ - მულტიმედიური ბალეტი ყოფილ ციხეში!
დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და მისივე ხელმძღვანელობით ქორეოგრაფიის, ელექტრონული მუსიკის, საუნდ დიზაინის, ვიდეო პროექციისა და განათების სინთეზით ალტერნატიულ სახელოვნებო სივრცე #12 -ის შიდა ეზოში მულტიმედიური სანახაობა დაიდგმება.
წარმოდგენის ფაბულაა 12 სხვადასხვა ასაკის ქალის პაემანი საკუთარ წარმოსახვით პატიმართან. ციხის შიდა ეზო, როგორც 12 ქალის სცენა გამოეხმაურება მტკივნეულ და ფაქიზ საზოგადოებრივ თემებს. მაყურებელი, როგორც ერთგვარი მონაწილე, გარშემო განთავსდება. პატიმრებთან შეხვედრების წარმოსახვით სივრცეში ერთად მოხვედრილი 12 ქალის შინაგან ქორეოგრაფიულ მონოლოგებს ჩაენაცვლება პლასტიკური დიალოგები ყოფილი ციხის შენობის ფასადზე ასახულ პროექცირებულ გამოსახულებასთან, შენობის შიგთავსის რენტგენთან.
საავტორო მუსიკის და საუნდ დიზაინის ავტორები არიან ნატალია ბერიძე და ნიკა მაჩაიძე. ნიკა მაჩაიძე ასევე ვიდეოს ავტორია, ხოლო ოპერატორი კახა ბუხრაშვილია.
ჩანაფიქრის ერთ-ერთი გამოკვეთილი მხარე იქნება წარმოდგენაში ბალეტისა და თანამედროვე ცეკვის 12 სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა თაობის ქალი მოცეკვავის მონაწილეობა - გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მსახიობებთან და საგანმანათლებლო მიმართულების სტუდენტებთან ერთად იცეკვებენ წარსულში ბალეტის წამყვანი მოცეკვავეები - მარინა ალექსიძე, მაკა მახარაძე, ნიალა გოძიაშვილი და ქეთევან მუხაშავრია.
ჩვენმა ჩანაფიქრმა გაიმარჯვა საბალეტო წარმოდგენების დადგმის ხელშეწყობის კულტურის სამინისტროს კონკურსში და სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.“ - მარიამ ალექსიძე
 

06 ოქტომბერი 2021

თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“ - მსოფლიო პრემიერა!

სრულად...
თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“ - მსოფლიო პრემიერა!
25 ოქტომბერს, 19:00-ზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა - „ბეატრიჩე“ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით.
2021 წელს მსოფლიო დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წელს აღნიშნავს.
იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი დავით მაზიაშვილი.
ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის ორიგინალური მუსიკა.
კოსტიუმების დიზაინერი თამუნა ინგოროყვა.
ვიზუალური ინსტალაცია - კონსტანტინე მინდაძე, ირაკლი ღარიბაშვილი.
მონაწილეობენ:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი.
ბეატრიჩე - მარიამ დარჩია.
 
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.
სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი.
 
დადგმა განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.
პროექტის პარტნიორი იტალიის საელჩო საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერი ვითიბი ბანკი.
პროექტის პარტნიორი საზოგადოებრივი მაუწყებელი.

01 ოქტომბერი 2021

პიკის საათი - „ბეატრიჩეს“ სატელევიზიო პრემიერა პირველ არხზე

სრულად...
პიკის საათი - „ბეატრიჩეს“ სატელევიზიო პრემიერა პირველ არხზე
სტუმრები: მარიამ ალექსიძე და დავით მაზიაშვილი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
 
 

28 სექტემბერი 2021

30 სექტემბერს, 23:30-ზე, საქართველოს პირველი არხზე, მსოფლიო სატელევიზიო პრემიერა - მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა „ბეატრიჩე“ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით.

სრულად...
30 სექტემბერს, 23:30-ზე, საქართველოს პირველი არხი, გიორგი ალექსიძის ფონდი და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ წარმოგიდგენთ მსოფლიო სატელევიზიო პრემიერას - მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა „ბეატრიჩე“ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით.
იდეის, კონცეფციის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი დავით მაზიაშვილი
ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი კომპოზიტორის დარიო მარიანელის ორიგინალური მუსიკა
თამუნა ინგოროყვას კოსტიუმები
კონსტანტინე მინდაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ვიზუალური ინსტალაცია
მონაწილეობენ:
ბეატრიჩე - მარიამ დარჩია
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.
სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი
სატელევიზიო რეჟისორი და მონტაჟის რეჟისორი - ნესტან სინჯიკაშვილი
ხმის რეჟისორი - პაატა გოძიაშვილი
პროდიუსერები - ელისო შენგელია, ნათია უზნაძე
საქართველოს პირველი არხის სატელევიზიო შემოქმედებითი ჯგუფი
 
https://youtu.be/HOBIr7I41JY
 

28 სექტემბერი 2021

"ძველებური ცეკვები" - რადისონ ქოლექშენ წინანდლის ამფითეატრში

სრულად...
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ მონაწილეობა მიიღო პროექტში - „მალტის კულტურის დღეები საქართველოში“, რომელიც თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა - „საქართველოს სინფონიეტა“ ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრის (MCC) მხარდაჭერით ჩაატარა.
27 სექტემბერს, რადისონ ქოლექშენ წინანდლის ამფითეატრში გაიმართა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა, „ძველებური ცეკვები“, რომელიც ბაროკოს მუსიკასა და თანამედროვე ქორეოგრაფიას მოიცავს.
მონაწილეობდნენ: „საქართველოს სინფონიეტა“, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე, დირიჟორი - ალექსეი გალეა კავალაცი, სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი, კოსტიუმების მხატვარი - უტა ბექაია.

27 სექტემბერი 2021

ბეატრიჩე - მსოფლიო სატელევიზიო პრემიერა!

სრულად...

30 სექტემბერს, 23:30-ზე, საქართველოს პირველი არხი და გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტი” წარმოგიდგენთ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ “ბეატრიჩეს” მსოფლიო სატელევიზიო პრემიერას!

https://youtu.be/HOBIr7I41JY

26 სექტემბერი 2021

"ძველებური ცეკვები" - გადაღება

სრულად...
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ მონაწილეობს პროექტში - „მალტის კულტურის დღეები საქართველოში“, რომელსაც თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“ 21-დან 27 სექტემბრამდე ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრის (MCC) მხარდაჭერით ატარებს.
26 სექტემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენის, „ძველებური ცეკვების“ ჩაწერა და გადაღება მოხდება, რომელიც შემდგომ განთავსდება ინტერნეტსივრცეში და აგრეთვე გადაიცემა მალტის ტელევიზიით.
მონაწილეობენ: „საქართველოს სინფონიეტა“, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე, დირიჟორი - ალექსეი გალეა კავალაცი, სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი, კოსტიუმების მხატვარი - უტა ბექაია.

22 სექტემბერი 2021

მალტის კულტურის დღეები საქართველოში

სრულად...
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ მონაწილეობს პროექტში - „მალტის კულტურის დღეები საქართველოში“, რომელსაც თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“ 21-დან 27 სექტემბრამდე ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრის (MCC) მხარდაჭერით ატარებს.
27 სექტემბერს, 16:00, რადისონ ქოლექშენ წინანდლის ამფითეატრში გაიმართება მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენის, „ძველებური ცეკვების“ განახლებული ვერსია, რომელიც ბაროკოს მუსიკასა და თანამედროვე ქორეოგრაფიას მოიცავს.
მონაწილეობენ: „საქართველოს სინფონიეტა“, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე, დირიჟორი - ალექსეი გალეა კავალაცი, სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი, კოსტიუმების მხატვარი - უტა ბექაია.
26 სექტემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენის, „ძველებური ცეკვების“ ჩაწერა და გადაღება მოხდება, რომელიც შემდგომ განთავსდება ინტერნეტსივრცეში და აგრეთვე გადაიცემა მალტის ტელევიზიით.
ღონისძიებები ჩატარდება კოვიდ 19-ის რეგულაციების სრული დაცვით.
Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Ballet takes part in the project “Maltese Days in Georgia” organized by Tbilisi Chamber Orchestra – “Georgian Sinfonietta” with the support of The Mediterranean Conference Centre (MCC).
On September 27th, 16:00, at the Radisson Collection Tsinandali Amphitheatre, will be held a renewed version of the musical-choreographic performance “Early Dances”. The performance is a mix of baroque music and contemporary ballet.
Cast: “Georgian Sinfonietta”, theorbo – Pablo Zapico, Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Ballet, Choreographer – Mariam Aleksidze, Costume designer – Uta Bekaia, Artistic director – Giorgi Kerelashvili.
On September 26th, at The Rustaveli National Theatre Small Stage, a musical-choreographic performance, "Early Dances" will be recorded and filmed, which will then be posted on the Internet and also broadcasted on Malta television.
The Events will be held under all compliance with covid 19 regulations.

19 სექტემბერი 2021

თინათინ ბარამიძე 2021-22 სეზონიდან დასის მსახიობი გახდა!

სრულად...

თინათინ ბარამიძე 2021-22 სეზონიდან დასის მსახიობი გახდა!

2016 წლიდან თინათინი დასის საგანმანათლებლო მიმართულების სტუდენტი და პრაქტიკანტი იყო. მცირე ასაკიდან საბალეტო ხელოვნებას მაკა მახარაძის ბავშვთა საბალეტო სკოლაში ეუფლებოდა, მონაწილეობდა სტუდიის საბავშვო სპექტაკლებში, კლასიკურ ბალეტსა და თანამედროვე ცეკვის ტექნიკას პროფესიონალურად გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასში დაეუფლა; 2016 წლიდან მონაწილეობდა დასის სარეპერტუარო სპექტაკლებში, სხვადასხვა პროექტებსა და გასტროლებში.

ამ დროისთვის დასის საგანმანათლებლო მიმართულების ათამდე სტუდენტმა გაიარა პრაქტიკა და მონაწილეობა მიიღო დასის სხვადასხვა პროექტში, თინათინის სახით კი ხუთი წლის დასს უკვე თავისი აღზრდილი კადრი ყავს, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა.

ვულოცავთ თინათინ ბარამიძეს და წარმატებას ვუსურვებთ!

#2021_2022season #GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet

15 სექტემბერი 2021

განახლდა საგანმანათლებლო პროგრამები

სრულად...

სექტემბრიდან განახლდა დასის საგანმანათლებლო პროგრამები:

• თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსი მოცეკვავეებისათვის
• თანამედროვე ცეკვის სამოყვარულო კლასები

პროგრამების აღწერა და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დასის ვებვერდზე:

http://www.tbilisiballet.ge/geo/education-projects/

ამავე ბმულიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სარეგისტრაციო ფორმა.

მსურველებმა გთხოვთ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა  გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე tbilisiballet@gmail.com

13 სექტემბერი 2021

A U D I T I O N

სრულად...

ვიწვევთ პროფესიონალ მოცეკვავეებს, 18-დან 25 წლამდე გოგონებს - საბალეტო გამოცდილებით და ვაჟებს - პროფესიონალ მოცეკვავეებს ცეკვის ნებისმიერ ჟანრში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ 2021/2022 სეზონის პროექტებისათვის შესარჩევ გასინჯვაში მონაწილეობის მისაღებად.

დაზუსტებული ინფორმაცია იხილეთ:

https://www.facebook.com/photo.php?fbid=495088425256745&set=pb.100042667758863.-2207520000..&type=3

10 სექტემბერი 2021

ვიწყებთ მეექვსე 2021-2022 სეზონს!

სრულად...

დასის სამხატვრო ხელმძღვანელის მარიამ ალექსიძის მიმართვა მაყურებელს ახალი სეზონის შესახებ

იხილეთ სრულად:

https://www.facebook.com/photo.php?fbid=493248545440733&set=pb.100042667758863.-2207520000..&type=3

09 სექტემბერი 2021

2021-2022 ახალი სეზონი!

სრულად...

31 აგვისტო 2021

მარიჯანის ოთახი წაღვერში/MARIJAN'S ROOM IN TSAGHVERI

სრულად...

https://youtu.be/ZyptPvvgAZc

09 აგვისტო 2021

მარიჯანის ოთახი წაღვერში - დასრულდა გადაღებები

სრულად...

დასრულდა გადაღებები.

მარიამ ალექსიძის „მარიჯანის ოთახი წაღვერში“ - მონო ქორეოგრაფიული ვიდეო-წარმოდგენის პრემიერა ნაჩვენები იქნება აგვისტოს ბოლოს დასის ფეისბუქ გვერდსა და იუთუბის არხზე.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით.

02 აგვისტო 2021

მარიჯანის ოთახი წაღვერში - მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმი

სრულად...

ჩვენი დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ალექსიძის პროექტმა, მონო ქორეოგრაფიული ვიდეო- წარმოდგენა „მარიჯანის ოთახი წაღვერში“, გაიმარჯვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსში:
„ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა“.

„მარიჯანის ოთახი წაღვერში“, წარმოდგენილი იქნება პოეტ მარიჯანის წაღვერის აგარაკიდან „მზიანა“, ვირტუალურ სამყაროში.

2020 წელს, მარიამ ალექსიძის მონო ქორეოგრაფიული ვიდეო-წარმოდგენა „მარიჯანის ოთახი“ ერთ-ერთი პირველი რეაგირება იყო პანდემიის შედეგად გამოწვეულ ახალ რეალობაზე.

ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი ქალი პოეტის, მარიჯანის, მარიამ ტყემალაძე-ალექსიძის დღიურები მარიამ ალექსიძემ მარიჯანის ისტორიულ ბინაში, სოლოლაკში, აამოძრავა და მონო-ქორეოგრაფიული წარმოდგენა მაყურებელს დისტანციური ფორმატით შესთავაზა იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში სახელოვნებო პროცესები შეჩერებული იყო. მარიჯანის დღიურები დატვირთულია მისი პირადი განცდებით და თუ ერთი მხრივ ფიქრები ინტიმურია, მეორე მხრივ, საზოგადოა, განათესავებს მის განცდებთან და დღევანდელ დღესაც ძალიან აქტუალურია.

მარიამ ალექსიძე მაყურებლის წინაშე წარსდგა, როგორც დამდგმელი ქორეოგრაფი, შემსრულებელი და მუსიკალური ვერსიის ავტორი.

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, თსუ-ს პროფესორ დავით მაზიაშილისა და მარიამ ალექსიძის ახალი პროექტის მთავარი იდეა, სიახლე და თანამედროვე გადაწყვეტა არის სიტყვის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის საშუალებით ჩანაფიქრის გაზიარება პირადი სივრციდან - სახლიდან, ბინიდან, ოთახიდან ვირტუალურ სამყაროში, რომლის შედეგად თანამედროვე ქორეოგრაფიის ვირტუალური წარმოდგენების ციკლს ჩაეყარა საფუძველი.

ამჯერად ჩანაფიქრია, რომ დაიდგას „მარიჯანის ოთახის“ მეორე, ახლებური და განსხვავებული მონო ქორეოგრაფიული ვიდეო-წარმოდგენა „მარიჯანის ოთახი წაღვერში“, რომელიც განხორციელედება ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში, მარიჯანის ისტორიულ აგარაკზე „მზიანა“.

მარიამ ალექსიძის „მარიჯანის ოთახი წაღვერში“ დაიდგმება აგარაკზე „მზიანა“ და მონო ქორეოგრაფიული ვიდეო-წარმოდგენა ნაჩვენები იქნება აგვისტოს ბოლოს დასის ფეისბუქ გვერდსა და იუთუბის არხზე.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით.

პროექტის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია არდი.

31 ივლისი 2021

2020/21 სეზონის დასასრული სვანეთში

სრულად...

2020-2021 წლის სეზონი დასრულდა გასტროლით მესტიაში.
დიდი მადლობა მაყურებელს და ყველა გულშემატკივარს!

#სვანეთობა2021
#GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet
#2020_2021season

27 ივლისი 2021

სვანეთობა 2021!

სრულად...

სვანეთობა 2021!

მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრის მიწვევით, ჩვენი დასი მიემგზავრება სვანეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს კულტურულ ღონისძიებაში „სვანეთობა 2021“.

ღონისძიების ფარგლებში, 29 ივლისს მესტიაში წარმოდგენილი იქნება მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი „მეტრონომი“ ნიკა მაჩაიძისა და ნატალია ბერიძის მუსიკაზე.

მიწვევისთვის მადლობას ვუხდით მესტიის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს.

23 ივლისი 2021

დასრულდა თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შესწავლელი კურსი 2021

სრულად...

საგანმანათლებლო პროგრამა - Educational programme

დასის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი ინტენსიური კურსი გაიარეს და სერტიფიკატები მიიღეს.

კლასებს უძღვებოდა დასის საგანმანათლებლო პროგრამების პედაგოგი უილიამ პრატი.

საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი - მარინა ალექსიძე.

04 ივნისი 2021

4 ივნისს, სტუმრად გვეწვია და საჩვენებელ რეპეტიციას დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონი და ქალბატონი კრისტინა ანდერსონი

სრულად...

4 ივნისს, სტუმრად გვეწვია და საჩვენებელ რეპეტიციას დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონი და ქალბატონი კრისტინა ანდერსონი, რომელიც გახლდათ ამერიკული მოდერნ ბალეტის უდიდესი წარმომადგენლის, ქორეოგრაფ მარტა გრეჰემის ცეკვის კომპანიის მოცეკვავე.

კრისტოფერ ანდერსონმა, დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა მარიამ ალექსიძემ და დასის დირექტორმა დავით მაზიაშვილმა ისაუბრეს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

26 მაისი 2021

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში

სრულად...

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში გაიმართა. დასმა წარმოადგინა მარიამ ალექსიძის მიერ 26 მაისისთვის შექმნილი ქორეოგრაფიული კომპოზიცია ნიკა მაჩაიძის ორიგინალურ მუსიკაზე.

https://www.youtube.com/watch?v=veXPzOfDUpk

19 მაისი 2021

მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი "ბეატრიჩე" - მსოფლიო პრემიერა !

სრულად...

19 მაისი 2021

მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ "ბეატრიჩეს" მსოფლიო პრემიერამდე - საქართველოში იტალიის ელჩის, ენრიკო ვალვოს, მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის საუბარი

სრულად...

19 მაისი 2021

სიუჟეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემაში „ახალი დღე“ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ პრემიერის შესახებ

სრულად...

18 მაისი 2021

თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი დავით მაზიაშვილი

სრულად...

15 მაისი 2021

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მსახიობები საუბრობენ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის შესახებ

სრულად...

14 მაისი 2021

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი და შემოქმედებეთი გუნდი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ რეპეტიციას დაესწრო

სრულად...

მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის ფარგლებში გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი და შემოქმედებეთი გუნდი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ რეპეტიციას დაესწრო.

დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით კომპოზიტორ დარიო მარიანელის მიერ სპეციალურად მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩესთვის“ დაწერილი საავტორო მუსიკა „საქართველოს სინფონიეტას“ შესრულებით, გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით, ბალეტის მსახიობებმა ცოცხლად პირველად მოისმინეს.

11 მაისი 2021

დავით მაზიაშვილის საუბარი დარიო მარიანელისთან თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ შესახებ

სრულად...

09 მაისი 2021

დავით მაზიაშვილის ხელმძღვანელობით შედგა კომპოზიტორ დარიო მარიანელისა და თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მეორე დისტანციური შეხვედრა

სრულად...

მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის ფარგლებში დავით მაზიაშვილის ხელმძღვანელობით შედგა კომპოზიტორ დარიო მარიანელისა და თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მეორე დისტანციური შეხვედრა.

რეპეტიცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ონლაინ. დარიო მარიანელის მიერ ბალეტ „ბეატრიჩესათვის“ სპეციალურად შექმნილი საავტორო მუსიკა თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტამ“ გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით კომპოზიტორს სრულად მოასმენინა.

07 მაისი 2021

ყველა ბილეთი გაყიდულია ! მსოფლიო პრემიერა - მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა - "ბეატრიჩე"

სრულად...

06 მაისი 2021

სტატია მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ "ბეატრიჩეს" შესახებ ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე Agenda.ge

სრულად...

03 მაისი 2021

პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით დაიგეგმა სალექციო ციკლი - სამი საუბარი დანტესა და „ღვთაებრივ კომედიაზე“

სრულად...
მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის ფარგლებში პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით დაიგეგმა სალექციო ციკლი - სამი საუბარი დანტესა და „ღვთაებრივ კომედიაზე“.
წარმოგიდგენთ მესამე საუბარს, თსუ-ს პროფესორ ლევან გიგინეიშვილის ლექციას - დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ და შუა საუკუნეები.
იხილეთ ბმული:

28 აპრილი 2021

თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“ - მსოფლიო პრემიერა!

სრულად...
თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“ - მსოფლიო პრემიერა!
19 მაისს, 18:00-ზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ შთაგონებით ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ დადგმული თანამედროვე ბალეტი-ხილვა - „ბეატრიჩე“.
ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის სპეციალურად დაწერილი მუსიკა!
იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი დავით მაზიაშვილი!
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი, ბეატრიჩე - მარიამ დარჩია!
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით!
კოსტიუმების დიზაინერი თამუნა ინგოროყვა!
ვიზუალური ინსტალაცია - კონსტანტინე მინდაძე, ირაკლი ღარიბაშვილი.
ბილეთების ბმული: https://biletebi.ge/tbilisis.../beatriche-beatrice
დადგმა განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.
პროექტის პარტნიორი იტალიის საელჩო საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერი ვითიბი ბანკი.
პროექტის პარტნიორი საზოგადოებრივი მაუწყებელი.
პოსტერზე მარიამ დარჩია
ფოტო - თინა ყაზახიშვილი
დიზაინი - ბესიკ დანელია

27 აპრილი 2021

პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით დაიგეგმა სალექციო ციკლი - სამი საუბარი დანტესა და „ღვთაებრივ კომედიაზე“

სრულად...

მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის ფარგლებში პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით დაიგეგმა სალექციო ციკლი - სამი საუბარი დანტესა და „ღვთაებრივ კომედიაზე“.

წარმოგიდგენთ მეორე საუბარს, თსუ-ს პროფესორ თემურ კობახიძის ლექციას - დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ გავლენა დასავლურ მხატვრულ ლიტერატურასა და აზროვნებაზე.

იხილეთ ბმული: https://youtu.be/plRGhecJORE

27 აპრილი 2021

მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის ფარგლებში დავით მაზიაშვილის ხელმძღვანელობით შედგა სამუშაო შეხვედრა "საქართველოს სინფონიეტასთან"

სრულად...

მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის ფარგლებში დავით მაზიაშვილის ხელმძღვანელობით შედგა სამუშაო შეხვედრა "საქართველოს სინფონიეტასთან". შეხვედრაზე მარიამ ალექსიძემ ორკესტრის მუსიკოსებს, ნაწარმოების მუსიკალური მასალის მიხედვით დეტალურად გააცნო ქორეოგრაფიული დადგმის კონცეფცია.

26 აპრილი 2021

პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით დაიგეგმა სალექციო ციკლი - სამი საუბარი დანტესა და „ღვთაებრივ კომედიაზე“.

სრულად...
მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის ფარგლებში პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით დაიგეგმა სალექციო ციკლი -
სამი საუბარი დანტესა და „ღვთაებრივ კომედიაზე“.
წარმოგიდგენთ პირველ საუბარს, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ლექციას -
დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ და ქრისტიანული სულიერება.
იხილეთ ბმული:https://www.youtube.com/watch?v=a006Tai8e4g

24 აპრილი 2021

23 აპრილს თბილისს, იუნესკოს ეგიდით, ოფიციალურად მიენიჭა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი.

სრულად...

დღეს გიორგი ალექსიძის “თბილისის თანამედროვე ბალეტმა”   იუნესკოს დელეგაციის საპატიო სტუმრებს უმასპინძლა და  რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე წარმოადგინა გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე დადმული, მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი „დოვინ-დოვენ-დოვლი”.

22 აპრილი 2021

დავით მაზიაშვილის ხელმძღვანელობით შედგა კომპოზიტორ დარიო მარიანელისა და თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ პირველი დისტანციური შეხვედრა.

სრულად...

მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის ფარგლებში დავით მაზიაშვილის ხელმძღვანელობით შედგა კომპოზიტორ დარიო მარიანელისა და თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ პირველი დისტანციური შეხვედრა.
რეპეტიცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ონლაინ. დარიო მარიანელის მიერ ბალეტ „ბეატრიჩესათვის“ სპეციალურად შექმნილი საავტორო მუსიკა თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტამ“ გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით კომპოზიტორს სრულად მოასმენინა.

დარიო მარიანელისა და თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მნიშვნელოვან, ემოციურ შეხვედრასა და თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ მუსიკის პირველ ცოცხალ შესრულებას ესწრებოდა დამდგმელი ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე.

16 აპრილი 2021

„ბეატრიჩე“ - თანამედროვე ბალეტი-ხილვა მარიამ ალექსიძე თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ შესახებ

სრულად...

12 აპრილი 2021

მალე მსოფლიო პრემიერა ! მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა "ბეატრიჩე"

სრულად...

2021 წელს მთელი მსოფლიო აღნიშნავს უდიდესი იტალიელი პოეტის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წელს. გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და გიორგი ალექსიძის ფონდი უერთდება ამ ღირშესანიშნავი თარიღის მსოფლიო აღნიშვნას.

პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და ხელმძღვანელობით დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“  საფუძველზე ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ  გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისათვის“ დაიდგმება საავტორო თანამედროვე ბალეტი - „ბეატრიჩე“.

მარიამ ალექსიძის ორიგინალური თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ მსოფლიო პრემიერა 2021 წლის მაისს, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე შედგება.

დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრით ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელი თანამედროვე იტალიელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის მიერ ბალეტისათვის სპეციალურად შეიქმნა საავტორო მუსიკა.

დარიო მარიანელის ხელმძღვანელობით, მის მიერ სპეციალურად ბალეტ „ბეატრიჩესათვის“ შექმნილი მუსიკა გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ  „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ სცენაზე ცოცხლად გაჟღერდება.

ბეატრიჩეს სახეს დასის წამყვანი სოლისტი მარიამ დარჩია შეასრულებს.

თანამედროვე ბალეტის კოსტიუმების დიზაინერია თამუნა ინგოროყვა.

მარიამ ალექსიძის კონცეფციით სცენის მხატვრული გადაწყვეტაა კონსტანტინე მინდაძის ნახატების ვიზუალური ინსტალაცია. გრაფიკული დიზაინი - ირაკლი ღარიბაშვილი.

პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.

პროექტის პარტნიორია  იტალიის საელჩო საქართველოში.

პროექტის მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი.

დავით მაზიაშვილის კონცეფციითა და ხელმძღვანელობით თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის ფარგლებში დაიგეგმება შემეცნებითი ვიდეო პროექტი: თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“ - ვიდეო პორტრეტები, რომელიც  მაყურებელს პრემიერამდე  პროექტის მიმდინარეობასა და მონაწილეების შესახებ მოუთხრობს.

დავით მაზიაშვილის მიერ პროექტის მონაწილეთათვის დაიგეგმება სალექციო ციკლი: თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“  - შეხვედრები დანტესა და „ღვთაებრივი კომედიის“ თემაზე, რომლებსაც შემეცნებითი ვიდეო პროექტის ფარგლებში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“  ფეისბუქის გვერდსა და იუთუბის არხზე  ფართო მაყურებელს დისტანციურად გაუზიარებს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის You ვიდეორგოლში გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტი” მონაწილეობს

სრულად...
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის You კლიპისთვის ცეკვა მარიამ ალექსიძემ დადგა და ვიდეორგოლში გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტი” მონაწილეობს.
 
სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – როკი, პოპ-როკი და ბლუზ-როკი. საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველიაა. კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის.
 

14 მარტი 2021

სანქტ-პეტერბურგის ა.ვაგანოვას სახელობის ცეკვის აკადემიაში, ბალეტის ვარსკვლავის ნიკა ცისკარიძის ხელმძღვანელობით, დიდი ქართველი ქორეოგრაფის გიორგი ალექსიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

სრულად...

სანქტ-პეტერბურგის ა.ვაგანოვას სახელობის ცეკვის აკადემიაში, ბალეტის ვარსკვლავის ნიკა ცისკარიძის ხელმძღვანელობით, დიდი ქართველი ქორეოგრაფის გიორგი ალექსიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო წარმოდგენილი იყო ერმიტაჟის თეატრში.

გიორგი ალექსიძე, როგორც დამდგმელი ქორეოგრაფი, სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა სანქტ-პეტერბურგის ა.ვაგანოვას სახელობის ცეკვის აკადემიასთან, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში აკადემიის საბალეტმაისტერო ფაკულტეტის კათედრას ხელმძღვანელობდა.

ქორეოგრაფისადმი მიძღვნილ საღამოს უძღვებოდა აკადემიის პროფესორი ოლგა როზანოვა. გიორგი ალექსიძე გაიხსენეს აკადემიის რექტორმა ნიკა ცისკარიძემ, საბალეტმაისტერო კათედრის ხელმძღვანელმა იური პეტუხოვმა და კლასიკური და წყვილთა ცეკვის კათედრის დოცენტმა მანსურ ენიკეევმა.

საღამოზე წარმოდგენილი იყო გიორგი ალექსიძის კლასიკური საბალეტო დადგმები, რომელიც მან სხვადასხვა წლებში აკადემიის სტუდენტებისათვის შექმნა. აკადემიის საშუალო კლასების მოსწავლეების, კურსების სტუდენტებისა და უცხოელი  სტაჟიორებისათვის  გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია აღადგინეს აკადემიის პედგოგებმა, საღამოს რეჟისორი - აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი ჟანნა აიუპოვა. საღამოს დასასრულს გიორგი ალექსიძის საბალეტმაისტერო კათედრის მოსწავლეებმა ანასტასია ბრეიტმა და მაია პალილიონისმა გიორგი ალექსიძის ხსოვნას საკუთარი დადგმები მიუძღვნეს.

 

10 მარტი 2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი ალექსიძე ქართულ ბალეტში და ქორეოგრაფიაში შეტანილი აღმატებული ღვაწლისათვის პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა!

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი ალექსიძე საქართველოში ნეოკლასიკური და თანამედროვე ბალეტის, თანამედროვე ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქართული საბალეტო ხელოვნების წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის, სიკვდილის შემდგომ, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 10 მარტს ორბელიანების სასახლეში. 

07 იანვარი 2021

მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმ-ბალეტი "ლუჩიას ოთახი"

სრულად...

ვირტუალური წარმოდგენების ციკლი - „ლუჩიას ოთახი“/“Lucia’s Room”

ვირტუალური წარმოდგენების ციკლის მეორე ჩანაფიქრის, „ლუჩიას ოთახის“, ონლაინ პრემიერა  24 ივლისს შედგა.

მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის თანამშრომლობა, ამჯერად ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებით იყო შთაგონებული. ჯეიმზ ჯოისის ტექსტების მიხედვით ფილმ-ბალეტ ჰალუცინაციის ორიგინალური საუნდტრეკი შექმნა ხელოვანმა ანამარია ბურდულმა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბრიტანელმა მუსიკოსმა პატრიკ ჰემინგტონმა. ლუჩია ჯოისის სახე დასის წამყვანმა სოლისტმა მარიამ დარჩიამ შეასრულა.

„მარიჯანის ოთახის“ მსგავსად სპექტაკლის სცენა კვლავ ბინა იყო - „ლუჩიას ოთახი“ აქსის თაუერსის თანამედროვე გარემოში დაიდგა.

სრული წარმოდგენა იხილეთ ბმულზე:

https://youtu.be/oGCR1nuM7k8

05 იანვარი 2021

თანამედროვე ბალეტი სახურავზე - “METRONOME“ on the Rooftop

სრულად...

თანამედროვე ბალეტი სახურავზე - “METRONOME“ on the Rooftop

მარიამ ალექსიძის მიერ ნატალია ბერიძისა და ნიკა მაჩაიძის ელექტრონულ მუსიკაზე დადგმული თანამედროვე ბალეტი „მეტრონომი“ მულტიფუნქციური კულტურული ცენტრ „ფაბრიკის“ სახურავზე გაიმართა და მაყურებელმა მას ლაივში მიადევნა თვალი.

წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღო დასის სრულმა შემადგენლობამ.

 

სრული წარმოდგენა იხილეთ ბმულზე:

https://youtu.be/-H29BCeANxQ 

03 იანვარი 2021

მარიამ ალექსიძის "მარიჯანის ოთახი"

სრულად...

ვირტუალური წარმოდგენების ციკლი - „მარიჯანის ოთახი“/“Marijan’s Room”

პანდემიის შედეგად გამოწვეულ ახალ რეალობაში დასმა დაიწყო  თანამედროვე ქორეოგრაფიის ვირტუალური წარმოდგენების ციკლი.

მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშილის პროექტის მთავარი იდეა, სიახლე და თანამედროვე გადაწყვეტა არის სიტყვის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის საშუალებით ჩანაფიქრის  გაზიარება  პირადი სივრციდან - სახლიდან, ბინიდან, ოთახიდან ვირტუალურ სამყაროში.

პროექტის ფარგლებში 31 მაისს შედგა პირველი ონლაინ პრემიერა, მარიამ ალექსიძის საავტორო ქორეოგრაფიული წარმოდგენა  „მარიჯანის ოთახი“.

ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი ქალი პოეტის, მარიჯანის, მარიამ ტყემალაძე-ალექსიძის დღიურები მარიამ ალექსიძემ მარიჯანის ისტორიულ ბინაში აამოძრავა და მონო-ქორეოგრაფიული წარმოდგენა მაყურებელს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ფეისბუქ გვერდზე შესთავაზა.

სრული წარმოდგენა იხილეთ ბმულზე:

https://youtu.be/hedeGDuVfI4

31 დეკემბერი 2020

განვლილი 2020

სრულად...

10 დეკემბერი 2020

მარიამ ალექსიძე გადაცემაში "განდევნილი შინაარსები"

სრულად...
მარიამ ალექსიძე არტარეას გადაცემაში "განდევნილი შინაარსები"

07 დეკემბერი 2020

ისრაელის თანამედროვე ცეკვის საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა

სრულად...
საქართველოში ისრაელის საელჩოსთან თანამშრომლობით გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტი” ჩაერთო ისრაელის თანამედროვე ცეკვის დღეების საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაში, რომელიც ორგანიზებული იყო Suzanne Dellal- ის ცეკვისა და თეატრის ცენტრის მიერ.
4 დან 6 დეკემბრამდე თანამედროვე ცეკვის ღონისძიებებს, შეხვედრებს, განხილვებსა და დისკუსიებს ესწრებოდნენ ხელოვანები, ექსპერტები და ხელმძღვანელები მთელი მსოფლიოდან.

25 ნოემბერი 2020

შეხვედრა იტალიის ელჩთან

სრულად...

მარიამ ალექსიძემ და დავით მაზიაშვილმა ონლაინ შეხვედრა გამართეს საქართველოში იტალიის ელჩთან ენრიკო ვალვოსთან და იტალიის საელჩოს კულტურის განყოფილების წარმომადგენელ ნინო კილოსანიძესთან 2021 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი კულტურული თანამშრომლობის თაობაზე

22 ნოემბერი 2020

გიორგი ალექსიძის ნეობაროკო

სრულად...

გიორგი ალექსიძის ნეობაროკო - მარიამ ალექსიძის შემეცნებითი ვიდეო-წარმოდგენა 2020 წლის თბილისის ბაროკო ფესტივალის ფარგლებში

https://www.youtube.com/watch?v=irUiONbCCLU&t=31s&ab_channel=GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet 

18 ნოემბერი 2020

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2020

სრულად...
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ თბილისის 2020 წლის ბაროკო ფესტივალში მონაწილეობას განსხვავებული ფორმით მიიღებს.
22 ნოემბერს, 22:00, თბილისის ბაროკო ფესტივალისა და დასის ფეისბუქ გვერდზე შემოგთავაზებთ მარიამ ალექსიძის შემეცნებით ვიდეო-წარმოდგენას „გიორგი ალექსიძის ნეობაროკო“.
ვიდეო პროექტში მარიამ ალექსიძე მოგვითხრობს გიორგი ალექსიძისეულ ცეკვის სტილზე - ნეობაროკო, ხოლო დასი სარეპეტიციო სივრციდან შემოგვთავაზებს გიორგი ალექსიძის მიერ ბაროკოს პერიოდის კომპოზიტორების მუსიკაზე დადგმულ კომპოზიციებს.

16 ნოემბერი 2020

მარიამ დარჩია ნომინირებულია "წინანდლის პრემიაზე"!

სრულად...
ჩვენი დასის წამყვანი სოლისტი მარიამ დარჩია შერჩეულია 2020 წლის „წინანდლის პრემიის“ თეატრალური ხელოვნების ნომინანტებს შორის.
მარიამ დარჩია ჩვენმა დასმა 2020 წლის „წინანდლის პრემიაზე“ საკონკურსოდ წარადგინა მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმ-ბალეტში „ლუჩიას ოთახი“, ლუჩიას როლის შესრულებისთვის.

14 ნოემბერი 2020

14 ნოემბერი გიორგი ალექსიძის დაბადების დღეა!

სრულად...

08 ოქტომბერი 2020

Shooting...

სრულად...

გადაღება რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე

04 ოქტომბერი 2020

თანამედროვე ცეკვის ტექნიკის კურსი

სრულად...
დასის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ თანამედროვე ცეკვის ტექნიკის ინტენსიური ვორკშოპი გაიარეს და კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატები მიიღეს.
2020-2021 წლის სეზონს თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსის პირველ, მეორე და მესამე დონის კლასებს დასის თანამედროვე ცეკვის პედაგოგი უილიამ პრატი გაუძღვება.
საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი - მარინა ალექსიძე

14 სექტემბერი 2020

მეხუთე სეზონის გახსნა !

სრულად...
მეხუთე სეზონის გახსნა !
გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტი" !

09 სექტემბერი 2020

მეხუთე სეზონის გახსნა !

სრულად...
მეხუთე სეზონის გახსნა !
 
10,11,12,13 სექტემბერი
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია
2020/2021 სეზონის გახსნა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შიდა ეზოში.
მაყურებელთა სივრცე გათვლილია 100 ადამიანზე, სოციალური დისტანცირებისა და ყველა სხვა საჭირო რეგულაციების გათვალისწინებით.

31 აგვისტო 2020

დასის მეხუთე, 2020-2021 სეზონის გახსნა!

სრულად...
10,11,12 და 13 სექტემბერს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“  საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით, თებერვლის შემდეგ პირველად მიიღებს  მაყურებელს  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის სოციალური დისტანცირებით მოწყობილ შიდა ეზოში.
 
დასის მეხუთე, 2020-2021 წლის სეზონის გახსნაზე წარმოდგენილი იქნება გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია - საბალეტო მინიატურები და გია ყანჩელის „ფსალმუნის“ პრემიერა.
 
ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე:
დასაწყისი - 20 სთ-ზე
 
ღონისძიების ხანგრძლივობა - 45 წთ.
 
პოსტერზე - მარიამ ქოიავა
ფოტო თინა ყაზახიშვილის
დიზაინი - ბესიკ დანელია

31 ივლისი 2020

ლაივ წარმოდგენა "მეტრონომი" ფაბრიკის სახურავიდან

სრულად...
31 ივლისს, 22 სთ-ზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ფეისბუქ გვერდზე, ლაივ წარმოდგენა "მეტრონომი" მულტიფუნქციური კულტურული ცენტრ „ფაბრიკის“ სახურავიდან.
 
ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
მუსიკა - ნატალია ბერიძე და ნიკა მაჩაიძე
მონაწილეობს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“

21 ივლისი 2020

ანამარია ბურდული ფილმ ბალეტ-ჰალუცინაციის “ლუჩიას ოთახის” ორიგინალურ საუნდტრეკზე მუშაობს

სრულად...

წარმოგიდგენთ ხელოვან ანამარია ბურდულს, რომელიც დასის დისტანციური სპექტაკლების ციკლის ფარგლებში ჯეიმზ ჯოისის ტექსტებზე მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმ ბალეტ-ჰალუცინაციის “ლუჩიას ოთახის” ორიგინალურ საუნდტრეკს ქმნის.

 

https://www.youtube.com/watch?v=dILwjQCo-2c

20 ივლისი 2020

მარიამ ალექსიძის ფილმ ბალეტ-ჰალუცინაციის "ლუჩიას ოთახის" ვიზაჟისტია ეკატერინე ჩანჩიბაძე.

სრულად...

07 ივლისი 2020

დისტანციურ ფორმატში თანამედროვე ქორეოგრაფიის დადგმების ციკლის მეორე მონო-ბალეტის პრემიერა - „ლუჩიას ოთახი“

სრულად...

მარიამ ალექსიძის „მარიჯანის ოთახის“ შემდეგ დისტანციურ ფორმატში თანამედროვე ქორეოგრაფიის დადგმების ციკლის მეორე მონო-ბალეტის პრემიერა - „ლუჩიას ოთახი“

მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის თანამშრომლობა, ამჯერად ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებით არის შთაგონებული.

იდეა და კონცეფცია - მარიამ ალექსიძე, დავით მაზიაშვილი

ქორეოგრაფია - მარიამ ალექსიძე

საუნდტრეკი - ანამარია ბურდული

ლუჩიას პარტიას ასრულებს - მარიამ დარჩია

„ლუჩიას ოთახის“ პარტნიორია თბილისის ახალი ლენდმარკი აქსის თაუერსი.

ლუჩია ჯოისი - XX საუკუნის უდიდესი მწერლის ჯეიმზ ჯოისის ქალიშვილი, ტალანტით დაჯილდოებული მოდერნის მოცეკვავე, რომელმაც მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრება საზოგადოებისგან იზოლაციაში გაატარა, თავისი მისტიკური პიროვნებითა და დრამატული ამბით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პირადი სივრციდან, ბინიდან, ჩანაფიქრის ვირტუალურ სამყაროში გაზიარების ფორმატისათვის.

თანამედროვე მონო-ბალეტი „ლუჩიას ოთახი“ აგებულია ჯეიმზ ჯოისის სხვადასხვა ნაწარმოებებისა და პირადი წერილების ტექსტებზე. შემოქმედებითი გუნდის მხატვრული გადაწყვეტა რეალობისა და ზმანების ზღვარზე გაივლის, ერთ რეალურ ქალში ჯეიმზ ჯოისის სამყაროდან მიღებულ ალუზიებსა და მთელი ცხოვრების ნამსხვრევებს გააერთიანებს და აქსის თაუერსის თანამედროვე ბინაში შექმნილ წარმოდგენას, მაყურებელს მალე დასის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შესთავაზებს.

ფოტო და პოსტერი თინა ყაზახიშვილის

პოსტერზე მარიამ დარჩია

29 მაისი 2020

სტატია მარიამ ალექსიძის სპექტაკლზე "მარიჯანის ოთახი" ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე agenda.ge

სრულად...

https://agenda.ge/en/news/2020/1684

22 მაისი 2020

მარიამ ალექსიძის "მარიჯანის ოთახი" - ონლაინ პრემიერა!

სრულად...

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ იწყებს თანამედროვე ქორეოგრაფიის ლაივ-ფორმატის წარმოდგენების ციკლს.
მარიამ ალექსიძის საავტორო პროექტის მთავარი იდეა და გადაწყვეტა არის სიტყვის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის საშუალებით ჩანაფიქრის გაზიარება პირადი სივრციდან - სახლიდან, ბინიდან, ოთახიდან ვირტუალურ სამყაროში.

ლაივ-ფორმატის წარმოდგენების ციკლის ფარგლებში პირველი ჩვენება დაეთმობა მარიამ ალექსიძის საავტორო ქორეოგრაფიულ დადგმას „მარიჯანის ოთახი“.

პოეტ მარიჯანის, მარიამ ტყემალაძე-ალექსიძის დღიურებს მარიამ ალექსიძე მარიჯანის ბინაში აამოძრავებს და მონო-ქორეოგრაფიულ წარმოდგენას დაინტერესებულ მაყურებელს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ფეისბუქ გვერდზე ლაივ-ფორმატით შეთავაზებს.

სპექტაკლი „მარიჯანის ოთახი“ პანდემიის, კარანტინის პერიოდში მომზადდა დისტანციურად. კონცეფციის, მხატვრული ჩანაფიქრებისა და ტექსტის ირგვლივ მარიამ ალექსიძემ დავით მაზიაშვილთან ერთად იმუშავა. სპექტაკლის მუსიკალური ვერსიისთვის მარიჯანის ტექსტი იზოლაციაში, თავიანთი ბინის პირობებში ჩაწერეს მსახიობებმა ეკა მოლოდინაშვილმა, ლელა ახალაიამ და ნატალია ჯუღელმა.

ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი ქალი პოეტის, მარიჯანის 1925 წელს დაწერილი ტექსტი დატვირთულია მისი პირადი განცდებით და თუ ერთი მხრივ ძალიან ინტიმური ფიქრებია, მეორე მხრივ საზოგადოა და დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალურია.

 

11 მაისი 2020

11 მაისიდან გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ საგანმანათლებლო მიმართულებით იწყებს თანამედროვე ცეკვის ტექნიკის ვიდეო კლასების სერიას.

სრულად...

სპეციალური კლასები გათვლილია სახლის პირობებში შესასრულებლად. თანამედროვე ცეკვით დაინტერესებულ მოცეკვავეებს, პედაგოგებსა და მოყვარულებს ჩვენი დასის ფეისბუქის გვერდსა და YouTube – ის არხზე შევთავაზებთ კვირაში ხუთ კლასს ყოველდღიურად.

კლასებს გაუძღვება გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ საგანმანათლებლო პროგრამების პედაგოგი უილიამ პრატი.

საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი - მარინა ალექსიძე

თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს და გამოიწერეთ ჩვენი დასის YouTube – ის არხი.

https://www.youtube.com/watch?v=SpyxV1iWjwE&fbclid=IwAR0n2v5vODnJrnLwdfuKsH8q_bst-ULkFioDV9-lEWQZvxRnMOVCSbxxQRE

13 აპრილი 2020

Forbes Woman-ის ინტერვიუ მარიამ ალექსიძესთან.

სრულად...

12 მარტი 2020

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, 20 მარტს, ვალეტას ხმელთაშუაზღვის საკონფერენციო ცენტრში დაგეგმილი წარმოდგენა გადაიდო

სრულად...

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ვალეტას ხმელთაშუაზღვის საკონფერენციო ცენტრის მიწვევით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, 20 მარტს მალტაზე ქართული კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილი თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტასა“ და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ერთობლივი წარმოდგენები გადაიდო და შემოდგომაზე გაიმართება.

29 თებერვალი 2020

გასტროლი მალტაზე!

სრულად...

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კულტურის დღეებში მალტაზე, რომელსაც ატარებს ვალეტას ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრი და მისი მუსიკალური ხელმძღვანელი ალექსეი გალეა კავალაცი.

პროექტის ფარგლებში 20 მარტს, ვალეტას ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრის Republic Hall - ში წარმოდგენილი იქნება დასისა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტა“ ერთობლივი პროექტი - მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა „ძველებური ცეკვები“ და მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი „ფოლია“.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

ვალეტას ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრის ოფიციალური განცხადებით ბაროკოს მუსიკისა და თანამედროვე ბალეტის სინთეზური წარმოდგენა უნიკალური და ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მალტის წლის კულტურულ კალენდარში.

ვალეტას ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრის მიწვევით დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე და დირექტორი დავით მაზიაშვილი იმყოფებოდნენ მალტაზე ცენტრის ხელმძღვანელობასა და სცენის ტექნიკურ გუნდთან შეხვედრაზე.

https://www.mcc.com.mt/?m=events&id=381

26 თებერვალი 2020

მარიამ ალექსიძის შემოქმედებითი ვორკშოპი მალტაზე!

სრულად...

მარიამ ალექსიძე მიწვეულია მალტაზე, ვალეტას ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრისა და მისი მუსიკალური ხელმძღვანელის ალექსეი გალეა კავალაცის მიერ, მალტელი მოცეკვავეებისათვის მასტერ კლასებისა და შემოქმედებითი ვორკშოპის ჩასატარებლად, რომლის საფუძველზე მარიამ ალექსიძე შეარჩევს მოცეკვავეს, რომელსაც მიეცემა შესაძლებლობა პრაქტიკა გაიაროს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასში და მონაწილეობა მიიღოს დასისა და თბილისის კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტა“ ერთობლივ პროექტში „ადრეული ცეკვები“.

14 თებერვალი 2020

უეინ მაკგრეგორის რეპერტუარის ვორკშოპს გაუძღვება ლუის მაკმილერი

სრულად...

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასსა და ლონდონის Studio Wayne McGregor - ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, 17-21 თებერვალს, დასის მოცეკვავეებისათვის ქორეოგრაფ უეინ მაკგრეგორის რეპერტუარის ვორკშოპი გაიმართება. ინტენსიურ ვორკშოპს გაუძღვება ლუის მაკმილერი.

ლუის მაკმილერი, უეინ მაკგრეგორის დასში ცეკვავდა, ამჟამად კი აგრძელებს სტუდიოსთან თანამშრომლობას განსაკუთრებულ პროექტებზე და მსოფლიო მასშტაბით ხელმძღვანელობს დადგმებსა და საგანმანთლებლო პროექტებს.

https://www.youtube.com/watch?v=JmwkT-_cQak

დასის მოცეკვავეებისათვის ეს არის შესაძლებლობა დაეუფლონ უეინ მაკგრეგორის ტექნიკას, გაეცნონ და გამოსცადონ ქორეოგრაფის უნიკალური ქორეოგრაფიული ხელწერა.

13 თებერვალი 2020

2020 წელს იწყება ლონდონის თანამედროვე სახელოვნებო სივრცესთან Studio Wayne McGregor - თან თანამშრომლობა!

სრულად...

2020 წელს იწყება გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასსა და ლონდონის თანამედროვე სახელოვნებო სივრცის Studio Wayne McGregor - ს შორის თანამშრომლობა.

https://waynemcgregor.com/

თანამშრომლობის ფარგლებში 2020 წლის 17-21 თებერვალს დასის მოცეკვავეებისათვის ჩატარდება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ინგლისელი ქორეოგრაფის უეინ მაკგრეგორის რეპერტუარის ვორკშოპი.

დასის მოცეკვავეებისათვის ეს არის შესაძლებლობა დაეუფლონ უეინ მაკგრეგორის ტექნიკას, გაეცნონ და გამოსცადონ ქორეოგრაფის უნიკალური ქორეოგრაფიული ხელწერა.

https://www.youtube.com/watch?v=6J0iV8YKJfw

28 იანვარი 2020

სტატია ოქსფორდის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე

სრულად...

„შექსპირი საქართველოში"

დავით მაზიაშვილის სამეცნიერო ღონისძიების მიმოხილვა ოქსფორდის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე

https://www.rees.ox.ac.uk/article/shakespeare-in-georgia-event?fbclid=IwAR06nn9UfVD7L4TFaMSA-fhKcNFyhLpQLh1cEq3otGW6xtF8LnhCYU0E7lw

24 იანვარი 2020

შეხვედრა ქორეოგრაფ აკრამ ხანთან

სრულად...

დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე და დასის დირექტორი დავით მაზიაშვილი ლონდონში თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქორეოგრაფ აკრამ ხანს შეხვდნენ და ინგლისის ნაციონალურ ბალეტში აკრამ ხანის ახალი დადგმის Creature რეპეტიციას დაესწრნენ.

21 იანვარი 2020

ოქსფორდის უნივერსიტეტში გაიმართა დავით მაზიაშვილის სამეცნიერო ღონისძიება "შექსპირი საქართველოში"

სრულად...

21 იანვარს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკაში გაიმართა გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტის” დასის დირექტორის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის დავით მაზიაშვილის სამეცნიერო ღონისძიება “შექსპირი საქართველოში” (გამოფენა, სემინარი, ვიდეოჩვენება).

ღონისძიების ფარგლებში შედგა დასის სამხატვრო ხელმძღვანელის მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული წარმოდგენის „შექსპირი.სიყვარული” ვიდეოჩვენება, რომელიც 2016 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა და შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დავით მაზიაშვილის სამეცნიერო სემინარი “შექსპირი საქართველოში”, რომლის ბოლოსაც ნაჩვენები იყო დავითის მიერ გადაღებული უნიკალური ვიდეო, საუბარი ბრიტანელ პროდიუსერთან ტელმა ჰოლტთან, რომელმაც ინგლისს რობერტ სტურუას სპექტაკლები აჩვენა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში ქალბატონმა თამარ ბერუჩაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს დავით მაზიაშვილმა ბოდლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა ღონისძიებაზე გამოფენილი წიგნები და ალბომები.

20 იანვარი 2020

7 თებერვალი/20:00 რუსთაველის თეატრის მცირე სცენა „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე

სრულად...

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: https://biletebi.ge/tbilisis-tanamedrove-baleti/dovin-doven-dovli-dovin-doven-dovli

ბილეთების შეძენა აგრეთვე შეგიძლიათ „ბიბლუს გალერიში“, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის N7

ფოტო თინა ყაზახიშვილის
დიზაინი ბესიკ დანელიასი

11 იანვარი 2020

ორი გამორჩეული ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი და ანასტასია კადრულიოვა დასისთვის საავტორო დადგმებს შექმნიან!

სრულად...

2020 წელი საინტერესო სიახლით დავიწყეთ. ორი გამორჩეული, მოწვეული ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი და ანასტასია კადრულიოვა დასისთვის საავტორო დადგმებს შექმნიან!

ერთმანეთისგან განსხვავებული თანამედროვე ერთმოქმედებიანი ბალეტების პრემიერას გაზაფხულზე წარმოვადგენთ.

ილიკო სუხიშვილმა დასს პირველი რეპეტიცია ჩაუტარა და საინტერესო სადადგმო პროცესი დაიწყო.

23 ნოემბერი 2019

შეხვედრა მარიამ ალექსიძესთან

სრულად...

22 ნოემბერს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, „თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელთან, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძესთან თემაზე "ბაროკო თანამედროვე ქორეოგრაფიაში".

21 ნოემბერი 2019

24 და 25 ნოემბერი - "ფოლია" თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019

სრულად...

„ფოლია“
თანამედროვე ბალეტი.
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019.
24 და 25 ნოემბერი/19;30
სამეფო უბნის თეატრი

სპექტაკლში ჟღერს: ანტონიო ვივალდის, ფრანჩესკო ჯემინიანის, ანდრეა ფალკონიერისა და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის მუსიკა

პროექტის იდეის ავტორი და ინიციატორი - თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“

სპექტაკლის იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე

მონაწილეობენ:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ - ინტიგამ მამედოვი, მარიამ დარჩია, ნატალია კუკულაძე, მარიამ ქოიავა, თინათინ მჭედლიძე, გვანცა გელაშვილი და თინათინ ბარამიძე

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“

სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი

მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი)

ჟოზეპ მარია მარტი დიურანი - თეორბო და ბაროკოს გიტარა │ ესპანეთი
დანიელ გარაი მორაგესი - დასარტყამი ინსტრუმენტები │ ესპანეთი

პროექტი: ცეკვა ბაროკოს ეპოქაში და თანამედროვე ქორეოგრაფია - “თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019“

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე:

https://biletebi.ge/tbilisi-baroque-festival/24112511-folia-24112511-folia?

აფიშაზე ინტიგამ მამედოვი
ფოტო: თინა ყაზახიშვილი
დიზაინი: ბესიკ დანელია

20 ნოემბერი 2019

სიუჟეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "ახალი დღე"

სრულად...

სიუჟეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "ახალი დღე".

მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა „ძველებური ცეკვები“ თბილისის ბაროკო ფესტივალის ფარგლებში.

ავტორი: ნია ბარაბაძე.

https://www.facebook.com/1777048512517146/videos/3029624610400891/

18 ნოემბერი 2019

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019. ძველებური ცეკვები. 18.11.2019

სრულად...

15 ნოემბერი 2019

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019 18, 19 ნოემბერი | 19:30 რუსთაველის თეატრის მცირე სცენა

სრულად...

 

ძველებური ცეკვები
მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა

პროექტი: ცეკვა ბაროკოს ეპოქაში და თანამედროვე ქორეოგრაფია - “თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019“

სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი
ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
კოსტიუმების მხატვარი - უტა ბექაია

მონაწილეობენ:

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - საქართველოს სინფონიეტა
მიხეილ აბრამიშვილი - კონტრტენორი │საქართველო
ანნა ქურდოვანიძე - კლავესინი, პოზიტივ ორგანი │საქართველო
ჟოზეპ მარია მარტი დიურანი - თეორბო და ბაროკოს გიტარა │ ესპანეთი
დანიელ გარაი მორაგესი - დასარტყამი ინსტრუმენტები │ ესპანეთი

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მითითებულ ბმულზე:
https://biletebi.ge/…/18111911-dzveleburi-tsekvebi-18111911…?

 

14 ნოემბერი 2019

14 ნოემბერი - გიორგი ალექსიძე 80

სრულად...

12 ნოემბერს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ ახალი სიცოცხლე შესძინა გიორგი ალექსიძის ორ დადგმას. ეს სპექტაკლები თანამედროვე ბალეტისა და ქართული თანამედროვე ბალეტის ესთეტიკაშია გადაწყვეტილი, ორივე სპექტაკლი პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირებაზეა, აქტუალური და დამაფიქრებელია...

რამდენიმე თვის განმავლობაში დიდი სიყვარულით და თავდადებით იშრომეს მოცეკვავეებმა, დასის შემოქმედებითმა, ტექნიკურმა და ადმინისტრაციულმა გუნდმა. ჩვენს თვალწინ ნაბიჯ-ნაბიჯ ცოცხლდებოდა ქორეოგრაფია, იკვეთებოდა სახეები, თანდათანობით ვხედავდით მუსიკას... სპექტაკლის ყველა მხატვრულ-დეკორატიული მიმართულება ოსტატებმა უბადლოდ აღადგინეს. ასეთ დროს მძაფრად ვგრძნობ, თუ რამდენი სიყვარული დაუტოვებია გოგის...

ერთმოქმედებიანი ბალეტები - ალფრედ შნიტკე Connexion, სულხან ნასიძე „ფიროსმანი“, გია ყანჩელი „დიპლიპიტო“, მინიატურები ი.ს.ბახის, ა.კორელის, ი.ბრამსის, მ.დე ფალიას, ჩ.ჩაპლინის, ა.პიაცოლას, ი.დუნაევსკის, ე.დენისოვის, ო.მესიანის, ი.კეჭაყმაძის, დ.შოსტაკოვიჩის, გ.ყანჩელის, ა.კნაიფელის მუსიკაზე, ეს ის მნიშვნელოვანი და უხვი ჩამონათვალია გიორგი ალექსიძის შემოქმედებიდან, რაც ახალგაზრდა დასს უკვე რეპერტუარში აქვს.

ბოლო პერიოდში მისი შემოქმედების ირგვლივ ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც ვიფიქრე ჩემებურად შემეჯამებინა...

გიორგი ალექსიძე - ქორეოგრაფი

გამაოგნებელია ერთი ქორეოგრაფი როგორ მოიცავს და წარმოაჩენს ასეთი ფართო ინტერესების ქორეოგრაფიულ ანალიზს. გამორჩეული და ნატიფი მუსიკალობით, იუმორით, სიფაქიზით, შინაგანი კულტურით, ენერგიით, ემოციით, დრამატიზმით, სისასტიკით, ღრმა ფსიქოლოგიური მიდგომით დიდი ხელოვანი გვიხატავს სამყაროს ყველა ფერს, ადამიანურ განცდებსა და გამოვლინებებს.

გიორგი ალექსიძე - ნოვატორი

მისი სახელი უკავშირდება პირველი კამერული დასის დაარსებას. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს იყო ალტერნატივა აკადემიური კლასიკური საბალეტო თეატრისა და საბჭოთა იდეოლოგიის მატარებელი ქვეყნისთვის საკამაოდ თამამი, რისკიანი წამოწყება. სპექტაკლებს ამოწმებდნენ და ხშირად სხვადასხვა მიზეზის გამო ხსნიდნენ.

ალექსიძისეულ ესთეტიკასთან ერთად ჩვეული მოძრაობები მკვეთრად შეიცვალა, მუსიკალური მასალა გართულდა, გაღრმავდა, ინფორმაცია გახშირდა, მოვლენები შემჭიდროვდა და დროში აჩქარდა. ახალმა ესთეტიკამ შეცვალა საშემსრულებლო ემოციური ფონიც და თვითგამოხატვის საშუალებებიც. დადგმებში გადმოიღვარა ქორეოგრაფის დიდი ერუდიცია, მისი ინტერესი ლიტერატურის, ფილოსოფიის, რელიგიისა და ზოგადსაკაცობრიო საკითხების მიმართ. ალუზიები მიღებული სახვითი ხელოვნებიდან, არქიტექტურიდან, კინოდან მისი უშრეტი მოძრაობების მოფიქრებისა და უსაზღვრო ფანტაზიიდან გამომდინარე გამოიხატებოდა ემოციის, სიმბოლოების, სხეულის ენის გამომსახველობითი საშუალებებით, შემოიჭრა ადამიანური ვნებები და სექსუალობა.

გიორგი ალექსიძე - ხელმძღვანელი

თავისი თავისუფალი აზროვნებით, საქართველოში ქორეოგრაფიული არსის განსხვავებული იდეა შემოიტანა. ქართული ბალეტი უნდა ჩართულიყო მეოცე საუკუნეში განვითარებული დასავლური საბალეტო თეატრების განვითარების პროცესებში, საბჭოთა ქვეყნებში კი ევროპაში დამკვიდერბული საბალეტო ესთეტიკა, როგორც ბურჟუაზიული ხელოვნება აკრძალული იყო. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ პერიოდში თანამედროვე ქართველ კომპოზიტორებთან და მხატვრებთან ერთად ალექსიძემ შექმნა ერთგვარი ლაბორატორია და ქართულ თემაზე ახალი ბალეტები, იმ დროისთვის ავანგარდულად და თამამად განახორციელა.

საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ გიორგი ალექსიძისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დამოუკიდებელ საქართველოს თავისი თანამედროვე საბალეტო სახე დაემკვიდრებინა და კულტურული ფასეულობები მსოფლიოს თვალსაწიერზე ღირსეულად წარმოეჩინა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელობის ორი სხვადასხვა პერიოდი ერთიანად ერთ ეპოქას, ოცდაათ წელიწადს მოიცავს ქართული ბალეტის სამსახურში.

გიორგი ალექსიძე - პედაგოგი

გამორჩეული პედაგოგი, ქორეოგრაფიის ისტორიის უბადლო მცოდნე და დამფასებელი. ქორეოგრაფების სწავლების საავტორო, უნიკალური მეთოდ-პროგრამის შემქმნელი. სანკტ-პეტერბურგის ა.ვაგანოვას ცეკვის აკადემიაში მისი სტუდენტები ამბობდნენ, რომ ცხოვრებაში ბედნიერი ბილეთი ერგოთ. სტუდენტები გიორგი ალექსიძეს მის სიცოცხლეშივე, ადამიან-ლეგენდას უწოდებდნენ.

გიორგი ალექსიძე - შვილი, ძმა, მეუღლე, მამა, ბიძა, ბაბუა, მეგობარი...

ყველასთვის გოგი იყო ადამიანი-დღესასწაული, ადამიანი-მუსიკა, ადამიანი-თეატრი, ადამიანი-სიცოცხლე...“ - მარიამ ალექსიძე

13 ნოემბერი 2019

გიორგი ალექსიძე 80 პრემიერის შემდეგ 12.11.19

სრულად...

12 ნოემბერი 2019

გიორგი ალექსიძე 80

სრულად...

12 ნოემბერი 2019

გიორგი ალექსიძე 80 ყველა ბილეთი გაყიდულია...

სრულად...

12 ნოემბერი 2019

გიორგი ალექსიძე 80 სიუჟეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "ახალი დღე"

სრულად...

08 ნოემბერი 2019

გიორგი ალექსიძე 80 სიუჟეტი "მოამბეში" საზოგადოებრივი მაუწყებელი. ავტორი მარიკა შალიკაშვილი

სრულად...

07 ნოემბერი 2019

მარიამ ალექსიძე სტუმრად ილია თავბერიძის საავტორო გადაცემაში - რადიოკალენდარი (1TV საქართველოს რადიო)

სრულად...

26 ოქტომბერი 2019

ინგლისურენოვანი სტატია გიორგი ალექსიძის 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი თანამედროვე ბალეტების პრემიერის შესახებ.

სრულად...

23 ოქტომბერი 2019

გიორგი ალექსიძე 80

სრულად...

12 ნოემბერი/20:00
რუსთაველის თეატრის დიდი სცენა
გიორგი ალექსიძე 80

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პრემიერა

გიორგი ალექსიძის თანამედროვე ბალეტები

ალფრედ შნიტკე
Concerto Grosso No. 1
CONNEXION

სულხან ნასიძე
სიმფონია N5
„ფიროსმანი“

მონაწილეობენ:

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და მოწვეული მსახიობები

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მითითებულ ბმულზე:

https://biletebi.ge/…/giorgi-aleqsidzis-tanamedrove-baleteb…

მეოთხე სეზონი
დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე

აფიშაზე - მარიამ დარჩია
ფოტო თინა ყაზახიშვილის
დიზაინი - ბესიკ დანელია

05 ოქტომბერი 2019

"თბილისობა 2019"

სრულად...

მარიამ ალექსიძემ და გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტმა" მონაწილეობა მიიღო "თბილისობის" გალა კონცერტში.

10 სექტემბერი 2019

3,4 და 11,12,13 ოქტომბერი/20:00 აბრეშუმის ფაბრიკის პავილიონი მეტამორფოზები თანამედროვე ბალეტი ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ მიხედვით

სრულად...

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ და Silk Factory Studio - ს ერთობლივი პროექტი

იოჰან სებასტიან ბახისა და ნიკა მაჩაიძის ორიგინალური მუსიკა
იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
მხატვარი - ანა ნინუა
პროექტის იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი - დავით მაზიაშვილი

მონაწილეობს:

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“

დასის მეოთხე სეზონი
სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მითითებულ ბმულზე:

https://biletebi.ge/tbilisis-tanamedrove-baleti/metamorfozebi-metamorphoses

ფოტო - Silk Factory Studio
დიზაინი - ბესიკ დანელია
აფიშაზე მარიამ დარჩია

www.tbilisiballet.ge
info@tbilisiballet.ge

09 სექტემბერი 2019

2019-2020 წლის სეზონს თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსის მეორე და მესამე საფეხურის კლასებს თანამედროვე ცეკვის პედაგოგი უილიამ პრატი გაუძღვება.

სრულად...



თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსის დაწყებით საფეხურზე იკრიბება ახალი ჯგუფი.

მოცეკვავეებს გთხოვთ 27 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ შევსებული განაცხადის ფორმა.

კურსის აღწერა, დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე:

http://www.tbilisiballet.ge/geo/education-projects/tech

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:info@tbilisiballet.ge

08 სექტემბერი 2019

10 სექტემბრიდან განახლდება თანამედროვე ცეკვის სამოყვარულო კლასები.

სრულად...

 მსურველებმა გამოაგზავნეთ შევსებული განაცხადის ფორმა: info@tbilisiballet.ge

შემოგვიერთდით სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ცეკვის კლასებზე, რომელსაც დასის წამყვანი სოლისტი ნინო გოგუა გაუძღვება.

სარეგისტრაციო ფორმა და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
http://www.tbilisiballet.ge/geo/education-projects/amateur

04 სექტემბერი 2019 - 06 სექტემბერი 2019

კანინგემის ცეკვის ტექნიკის კლასები და რეპერტუარის ვორკშოპი

სრულად...

04 სექტემბერი 2019 - 06 სექტემბერი 2019

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ შეუერთდება მერს კანინგემის 100 წლის საიუბილეო თარიღის მსოფლიო აღნიშვნას.

სრულად...

2019/2020 წლის სეზონის დასაწყისს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ შეუერთდება თანამედროვე ცეკვის ნოვატორ ამერიკელ ქორეოგრაფ მერს კანინგემის 100 წლის საიუბილეო თარიღის მსოფლიო აღნიშვნას.

საიუბილეო ღონისძიებები კანინგემის უზარმაზარი წვლილის აღსანიშნად აერთიანებს ხელოვანებს, დასებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს სხვადასხვა კონტინენტზე.

საიუბილეო თარიღის ფარგლებში მოწვეული პედაგოგი ეშლი ჩენი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მოცეკვავეებსა და სტუდენტებს კანინგემის ცეკვის ტექნიკის კლასებსა და რეპერტუარის ვორკშოპს ჩაუტარებს.

 

01 სექტემბერი 2019

2019/2020 წლის თეატრალური სეზონი

სრულად...

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ 2019/2020 წლის თეატრალური სეზონი გიორგი ალექსიძის 80 წლის საიუბილეო თარიღს  ეძღვნება.

26 ივნისი 2019

გადაცემა „სცენა“ – „მარიამ ალექსიძე 10 წელი ქორეოგრაფიაში“.

სრულად...

გთავაზობთ აჭარის ტელევიზიის გადაცემას „სცენა“ მარიამ ალექსიძის გალას შესახებ ორ ნაწილად. 


ავტორი - ინგა ხალვაში

https://www.youtube.com/watch?v=aX09-h0Z4rg

https://www.youtube.com/watch?v=SlU61Jq82gs&feature=share

05 ივნისი 2019

სიუჟეტი Artarea/Tv2.0-ზე "გოლდბერგ-ვარიაციების" შესახებ.

სრულად...

21 მაისი 2019

რუსთაველის თეატრის დიდი სცენა 5 ივნისი/20:00

სრულად...

პრემიერა

იოჰან სებასტიან ბახი

„გოლდბერგ-ვარიაციები“

თანამედროვე ბალეტი

იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე

დუდანა მაზმანიშვილი, ფორტეპიანო

კოსტიუმების დიზაინერი - თამუნა ინგოროყვა

მონაწილეობს:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი


ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მითითებულ ბმულზე: 
https://biletebi.ge/…/goldberg-variatsiebi-the-goldberg-var…?


ფოტო - თინა ყაზახიშვილი
დიზაინი - ბესიკ დანელია
აფიშაზე ნინო გოგუა

www.tbilisiballet.ge 
info@tbilisiballet.ge

09 მაისი 2019

დასის გასტროლი შვეიცარიაში

სრულად...

„დასრულდა დასის მნიშვნელოვანი გასტროლი შვეიცარიაში.

დიდ მადლობას ვუხდი ციურიხის პროექტში Stalag VIII-A მონაწილე თითოეულ წევრს: მოცეკვავეებს, მუსიკოსებს, შემოქმედებით, ტექნიკურსა და ადმინისტრაციულ გუნდს!

მადლობას ვუხდი ციურიხის Theater Rigiblick- ის მაყურებელს ორივე წარმოდგენაზე სავსე დარბაზისთვისა და გულუხვი მიღებისთვის! ყველა იმ ადამიანს თბილისში, ვისაც ჩვენი გასტროლის მაღალ დონეზე ჩატარებაში მიუძღვის წვლილი.

მადლიერი ვარ საქართველოს მეგობართა საზოგადოების შვეიცარიაში და ქალაქ თბილისის მერიის გასტროლის ჩატარების შესაძლებლობისა და მხარდაჭერისათვის!

ბოლოს დიდი მადლობა ირინა ვარდელს თანამშრომლობისთვის, მასპინძლობისთვის, ენთუზიაზმისთვისა და თანადგომისთვის!

წარმოდგენას საუკეთესო გამოხმაურება მოჰყვა. ამ პროექტმა, ერთობლივი ნამუშევრების შექმნის ახალი შესაძლებლობები გაგვიხსნა და დასის საგანმანათლებლო მიმართულებებისა და კვლავ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის ახალი გზები დაგვისახა.

თბილისელ მაყურებელთან შეხვედრას კი ველოდებით გალაზე 14 მაისს, რუსთაველის თეატრში.“ - მარიამ ალექსიძე

08 მაისი 2019

დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე ციურიხის Tanzwerk101 - ის სამხატვრო ხელმძღვანელს, ქორეოგრაფსა და პედაგოგს იოჰენ ჰეკმანს შეხვდა და საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობა განიხილა.

სრულად...

26 აპრილი 2019

იგეგმება ლონდონის Studio Wayne McGregor - ისა და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასს შორის თანამშრომლობა.

სრულად...

დასის დირექტორი დავით მაზიაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრიტანელი ქორეოგრაფის ვეინ მაკგრეგორის ლონდონის თანამედროვე სახელოვნებო სივრცეს Studio Wayne McGregor - ს ესტუმრა.

დავით მაზიაშვილი აღმასრულებელ პროდიუსერს ლუსი გლოვერსა და დასის მმართველს, ვეინ მაკგრეგორის ასისტენტს ოდეტ ჰუჯისს შეხვდა და ქორეოგრაფის გახმაურებული დადგმის Autobiography რეპეტიციას დაესწრო.

23 აპრილი 2019

მსოფლიოში სახელგანთქმული, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქორეოგრაფი ბორის ეიფმანი გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტის" დასს ესტუმრა და მარიამ ალექსიძის გალას რეპეტიციას დაესწრო.

სრულად...

28 მარტი 2019

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და Silk Factory Studio წარმოგიდგენთ ერთობლივ ვიდეოპროექტს, შემეცნებითი გადაცემების ციკლს: „მარიამ ალექსიძე - 10 წელი ქორეოგრაფიაში“.

სრულად...

გადაცემები ნაჩვენები იქნება 29 მარტიდან, ყოველ პარასკევს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისა“ და Silk Factory Studio - ს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებსა და youtube - არხზე.

https://www.youtube.com/watch?v=uongFSqx5to

https://www.youtube.com/watch?v=APnQADd_qO8

https://www.youtube.com/watch?v=o4nbSd2qUco

https://www.youtube.com/watch?v=iFKjFdrolfk

https://www.youtube.com/watch?v=EAQekpRhgBM

https://www.youtube.com/watch?v=205z3ii0aAM

https://www.youtube.com/watch?v=qWlsanSNXoQ

https://www.youtube.com/watch?v=wzUIqLNsk0k

28 მარტი 2019

მარიამ ალექსიძე. 10 წელი ქორეოგრაფიაში.

სრულად...

2019 წელს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, დასის სამხატვრო ხელმძღვანელისა და ქორეოგრაფის მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში მუშაობის 10 წელს აღნიშნავს.

14 მაისს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება მარიამ ალექსიძის გალა.

14 მაისს, გალაზე წარმოდგენილი იქნება ფრაგმენტები მარიამ ალექსიძის მიერ 10 წლის მანძილზე დადგმული თანამედროვე საბალეტო და ქორეოგრაფიული სპექტაკლებიდან.

საღამოში დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ რუსთაველის თეატრის მსახიობები, მოწვეული ბალეტის მსახიობები და მუსიკოსები.

ბილეთები უკვე იყიდება!

https://biletebi.ge/tbilisis-tanamedrove-baleti/mariam-aleqsidzis-gala-mariam-aleksidze-s-gala?fbclid=IwAR2NdN3xIqBTEjQUikcpsoXAob2_wl4nbBG8V4sk8dDdACh1IwoHp3St0IY

21 მარტი 2019

ინგლისურენოვანი სტატია დასის გასტროლის შესახებ შვეიცარიაში

სრულად...

19 მარტი 2019

4 - 8 მაისს შვეიცარიაში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის გასტროლი გაიმართება!

სრულად...

6 და 7 მაისს ქ.ციურიხის Theater Rigiblick -ში წარმოდგენილი იქნება მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი STALAG VIII-A, ოლივიე მესიანის თხზულებაზე „კვარტეტი ჟამთა აღსასრულისა“, რომლის პრემიერაც თბილისში 2018 წლის 20 და 21 ივნისს რუსთაველის თეატრში გაიმართა და გამოჩენილი მევიოლინის კონტანტინე ვარდელის ხსოვნას მიეძღვნა.

ამ დადგმის ციურიხში წარდგენა შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი პიანისტის ირინა ვარდელის ინიციატივითა და ძალისხმევით ხორციელდება.

გასტროლის მხარდაჭერები არიან საქართველოს მეგობართა კავშირი შვეიცარიაში და ქალაქ თბილისის მერია.

ჩვენს დასთან და ირინა ვარდელთან ერთად ციურიხის დადგმაში მონაწილეობას მიიღებენ შვეიცარიაში მოღვაწე მუსიკოსები: მევიოლინე ანდრეას იანკე, ციურიხის სახელოვანი ტონჰალეს ორკესტრის კონცერტმაისტერი, ამავე ორკესტრის ცნობილი ჩელისტი მატია ცაპა და კლარნეტისტი დიმიტრი აშკენაზი, მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტის ვლადიმირ აშკენაზის ვაჟი.

ქ.ციურიხის Theater Rigiblick -ში წარმოდგენის ბილეთები უკვე იყიდება.

https://www.theater-rigiblick.ch/spielplan/projekt/stalag-viii-a-eine-musikalisch-choreografische-inszenierung?fbclid=IwAR15GS67FumOKGFlcE1ZrxyI1kLRKRkp64MJ_o0UH3DFS9aEeYCmvsGOsS0

27 მარტი 2019

„დოვინ-დოვენ-დოვლი...“

სრულად...

27 მარტს, რუსთაველის თეატრში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ წარმოგიდგენთ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტს „დოვინ-დოვენ-დოვლი...“, რომელიც განსაკუთრებული და ორიგინალურია იმით, რომ ქორეოგრაფია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზეა დადგმული.

 

სპექტაკლის დრამატურგიული ხაზი ლექსის ენით ვითარდება, სიტყვა მოძრაობის იმპულსს იძლევა, სხეული მიჰყვება ლექსის რიტმს, ხასიათსა და ბუნებას. გულიდან წამოძახილ სიტყვებს -  „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ გალაკტიონის ლექსიდან „მოვა... მაგრამ როდის?“ - კონკრეტული ახსნა არა აქვს, ყველა თავისებურად აღიქვამს, ისევე როგორც მთლიანად სპექტაკლს.

 

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე:

 

https://biletebi.ge/tbilisis-tanamedrove-baleti/dovin-doven-dovli-dovin-doven-dovli

 

ბილეთების შეძენა აგრეთვე შეგიძლიათ „ბიბლუს გალერიში“, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის N7

23 თებერვალი 2019 - 24 თებერვალი 2019

ფოლია - ყველა ბილეთი გაყიდულია!

სრულად...

23 თებერვალი 2019 - 24 თებერვალი 2019

Folia

სრულად...

23 და 24 თებერვალს, სამეფო უბნის თეატრში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასისა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტა“ მიერ   წარმოდგენილი იქნება მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი „ფოლია“, რომლის პრემიერა თბილისის ბაროკო ფესტივალის ფარგლებში შედგა.

გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით, სპექტაკლის მუსიკალური ვერსია აერთიანებს  ანტონიო ვივალდის , ფრანჩესკო ჯემინიანის, ანდრეა ფალკონიერისა და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ნაწარმოებებს ფოლიას თემაზე, აგრეთვე ანტონიო ვივალდის ნაწარმოებს Stabat Mater, რომელსაც კონტრტენორი მიხეილ აბრამიშვილი ასრულებს.

 

22 დეკემბერი 2018

თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთება

სრულად...

22 დეკემბერს, პირველ რესპუბლიკის მოედანზე, დასმა მონაწილეობა მიიღო თბილისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთების წარმოდგენაში.

03 დეკემბერი 2018

თანამედროვე ბალეტის „ფოლია“ პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. ვულოცავთ მონაწილეებს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასისა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტა“ შემოქმედებით, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ გუნდს!

სრულად...

03 დეკემბერი 2018

თანამედროვე ბალეტი “ფოლია” საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დილის ეთერში სიუჟეტის ავტორები: მარიამ ფირცხალავა, ბექა გაჩავა

სრულად...

https://www.youtube.com/watch?v=2YOmEHFYS5c&t=11s

02 დეკემბერი 2018

FOLIA - LIVE

სრულად...

2 დეკემბერი
თბილისის ბაროკო ფესტივალი
"ფოლია"
თანამედროვე ბალეტის პრემიერა

https://www.youtube.com/watch?v=El5xaNj-kyk

02 დეკემბერი 2018

“ფოლია” თანამედროვე ბალეტი თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

სრულად...

https://www.youtube.com/watch?v=biPEzkxObPE

01 დეკემბერი 2018

1 დეკემბერი თბილისის ბაროკო ფესტივალი "ფოლია" თანამედროვე ბალეტის პრემიერა

სრულად...

https://www.youtube.com/watch?v=ZiUNvRW0BMk&t=131s

29 ნოემბერი 2018

დასის სამხატვრო ხელმძღვანელის მარიამ ალექსიძის ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსი 1,2 და 3 დეკემბერს დაგეგმილი თანამედროვე ბალეტის “ფოლია” პრემიერის შესახებ

სრულად...

მალე პრემიერაა - „ფოლია“.

თინა ყაზახიშვილის ფოტოზე ბალერინა ირინა ალექსიძის, ბები ირას, ანტიკვარული მარაოთი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის სოლისტი ინტიგამ მამედოვია, რომელსაც ამ სპექტაკლში ძალიან ფაქიზი და ვნებიანი სახის შესრულება მივანდე.

ერთობლივი დადგმის ინიციატივა თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს „საქართველოს სინფონიეტას“ ეკუთვნის, რომელიც აღტაცებით ავიტაცე. გიორგი ალექსიძის იდეა კამერულ ჟანრში სწორედ ორი ფენომენის, მუსიკისა და ცეკვის ბუნების თანაბარ სიმაღლეზე წარმოჩენას გულისხმობდა. დამაინტერესა, ბაროკოს მუსიკის ავთენტურ შესრულებასთან ნეობაროკოსა და თანამედროვე ბალეტის ესთეტიკის შერწყმით ახლებური ქორეოგრაფიული ფორმა მომეძებნა და მომაფიქრდა ფოლია.

ფოლია ერთ-ერთი ადრეული ევროპული მუსიკალური თემაა. პირველად ცეკვის ეს სახელწოდება „ფოლია“ პორტუგალიელი დრამატურგის ჟილ ვინსენტეს პიესაში გვხვდება (XVI საუკუნე), რაც სიგიჟეს, ვნებას ნიშნავს. თავდაპირველად ფოლია საკარნავალო ცეკვა იყო კასტანეტებისა და სხვადასხვა საჟღარუნო და დასარტყამი საკრავების თანხლებით. ასრულებდნენ ქალად გადაცმული მამაკაცები და ისე ხმაურიანად და აღვირახსნილად იქცეოდნენ, როგორც გონებააშლილები. შემდგომში ფოლია სასიყვარულო ხასიათის ცეკვად გარდაისახა და უფრო მოგვიანებით მეტად აღმატებულ ესპანურ ცეკვა-მსვლელობას, სარაბანდას მიუახლოვდა, ტემპიც შენელდა და მაჟორი მინორად იქცა.

გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით, სპექტაკლის მუსიკალური ვერსია აერთიანებს ანტონიო ვივალდის , ფრანჩესკო ჯემინიანის, ანდრეა ფალკონიერისა და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ნაწარმოებებს ფოლიას თემაზე, აგრეთვე ანტონიო ვივალდის ნაწარმოებს Stabat Mater, რომელსაც კონტრტენორი მიხეილ აბრამიშვილი შეასრულებს.

როგორი გამოვიდა ჩვენი „ფოლია“ ბოლომდე ჯერ არ ვიცი, სპექტაკლის წამყვანმა რეჟისორმა ნიალა გოძიაშვილმა მითხრა შენ თვითონ ფოლია ხარო :)))

დიდი მადლობა თბილისის ბაროკო ფესტივალსა და ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელ სამეფო უბნის თეატრს, სადაც 1,2 და 3 დეკემბერს გელოდებათ ფოლია!

27 ნოემბერი 2018

პრემიერა

სრულად...

თბილისის ბაროკო ფესტივალი
1,2 და 3 დეკემბერი / 19:30
სამეფო უბნის თეატრი

პრემიერა
„ფოლია“
თანამედროვე ბალეტი

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე:

https://biletebi.ge/tbilisi-baroque-fe…/folia-premiera-folia?

ბილეთების შეძენა აგრეთვე შეგიძლიათ „ბიბლუს გალერიში“, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის N7

სპექტაკლში ჟღერს: ანტონიო ვივალდის, ფრანჩესკო ჯემინიანის, ანდრეა ფალკონიერისა და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის მუსიკა

პროექტის იდეის ავტორი და ინიციატორი - თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“

სპექტაკლის იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე

მონაწილეობენ:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი

დასის სამხატვრო ხელმძღვანელი - მარიამ ალექსიძე

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“

სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი

მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი)

ეტიენ გალეტიე (თეორბო, ბაროკოს გიტარა)

 

ფოტო: თინა ყაზახიშვილი
დიზაინი: ბესიკ დანელია
აფიშაზე ინტიგამ მამედოვი

21 ნოემბერი 2018

გადაცემა სცენა - გურჯი-ხათუნი

სრულად...

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასმა, 4 აგვისტოს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში წარმოადგინა მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი „გურჯი-ხათუნი“.

გთავაზობთ აჭარის ტელევიზიის გადაცემას „სცენა“ თანამედროვე ბალეტზე „გურჯი-ხათუნი“.
ავტორი - ინგა ხალვაში

17 ნოემბერი 2018

პრესკონფერენცია - თბილისის ბაროკო ფესტივალი

სრულად...

დაიწყო მნიშვნელოვანი თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს „საქართველოს სინფონიეტა“ და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასს შორის.

1,2 და 3 დეკემბერს, თბილისის ბაროკო ფესტივალის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრში „საქართველოს სინფონიეტასა“ და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მიერ წარმოდგენილი იქნება მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტის „ფოლია“ პრემიერა, ანტონიო ვივალდის, ფრანჩესკო ჯემინიანის, ანდრეა ფალკონიერისა და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ნაწარმოებებზე.

03 ნოემბერი 2018

3 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასმა მონაწილეობა მიიღო განახლებული „თეთრი ხიდის“ საზეიმო გახსნის ცერემონიალში. წარმოდგენილი იყო მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული კომპოზიცია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე.

სრულად...

02 ნოემბერი 2018

ქუთაისის ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი

სრულად...

ქორეოგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა თაობაში ხელოვნების ამ დარგის მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ქუთაისის ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალში.

ვინაიდან ფესტივალი ჯორჯ ბალანჩინის სახელს ატარებს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასმა 2 ნოემბერს ფესტივალი გახსნა ჯორჯ ბალანჩინის სტილის ერთ-ერთი გამგრძელებლისა და ნოვატორი ქორეოგრაფის გიორგი ალექსიძის საბალეტო მინიატურებითა და ერთმოქმედებიანი ბალეტით „დიპლიპიტო“, გია ყანჩელის მუსიკაზე.

ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის ფარგლებში, თანამედროვე ცეკვის ტენდენციების დანერგვის მიზნით ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდებისათვის და ქალაქ ქუთაისში მოქმედი საბალეტო სტუდიებისათვის დასის მიერ თანამედროვე ბალეტის მასტერკლასების ჩატარება დაიგეგმა.

15 ნოემბერი 2018

დასის სამხატვრო ხელმძღვანელის მარიამ ალექსიძის წერილი გერმანიის გასტროლის შესახებ

სრულად...

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის პირველი საერთაშორისო გასტროლი გერმანიაში წარმატებით დასრულდა. მაყურებლის ემოციამ და აღტაცებულმა მიღებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ვულოცავ პროექტის „საზღვრებს მიღმა“ შემოქმედებით გუნდს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასს, პროექტში მონაწილე მუსიკოსებს, პროექტის სულისჩამდგმელებსა და მასპინძლებს გერმანიაში! განსაკუთრებული მადლობა რუსუდან მეიფარიანს, რომლის შემოქმედებაც გახდა მუხტი, შთაგონება და ჩვენი თანამშრომლობის დაწყების საფუძველი.

პროექტის განხორციელების შესაძლებლობისათვის მადლობა მუსიკალურ ფონდს გერმანიაში!

დიდი მადლობა თბილისის მერიას დასის საქმიანობის მხარდაჭერისა და თანადგომისათვის!

დასის საქმიანობა ეყრდნობა ჩვენს ღირებულებებსა და შემოქმედებით ხედვას, რომლის შენარჩუნებაც და განვითარებაც პასუხისმგებლობას, ფიქრს, ანალიზს, სიმტკიცეს, ძალისხმევას, დასახული მიმართულების სათანადოდ აღსრულებასა და წარმოჩენას მოითხოვს. ჩემს დაუოკებელ ჩანაფიქრებში გვერდში დგომისათვის დიდი მადლობა დასის თითოეულ წევრს! განსაკუთრებული მადლობა მარინა ალექსიძეს, პროფესიისადმი და შემოქმედთათვის თავდადებულ ადამიანს, თავად დიდ არტისტს და ჩვენი დასის დირექტორს დავით მაზიაშვილს, მრავალმხრივ ნიჭიერ პიროვნებას, მისი გამორჩეული ხედვის, აღქმის, მრავალფეროვანი იდეებისა და მათი ხორცშესხმის განსაკუთრებული უნარისათვის!!!

14 ნოემბერი 2018

14 ნოემბერი გიორგი ალექსიძის დაბადების დღეა. დღეს მას 79 წელი შეუსრულდებოდა. ფოტო ვ.ზენიზინოვის 2006 წ.

სრულად...

13 ნოემბერი 2018

სტატია Schwäbische Zeitung-ში

სრულად...

https://www.schwaebische.de/landkreis/landkreis-sigmaringen/scheer_artikel,-t%C3%A4nzer-schlie%C3%9Fen-die-verst%C3%A4ndnisl%C3%BCcke-_arid,10962703.html?fbclid=IwAR3dG65GqpWPV1efMjz2iuGqeoVME8Gdq6u8fCNSBsfva3MSPqXFp3Nyhqs

12 ნოემბერი 2018

Stuttgart, Germany

სრულად...

https://www.youtube.com/watch?v=fhSojhNZRHI&t=28s

11 ნოემბერი 2018

11 ნოემბერი Schorndorf, Germany

სრულად...

https://www.youtube.com/watch?v=ysrzKvrL6XU

10 ნოემბერი 2018

პრემიერა 10 ნოემბერი 2018 Scheer, Germany

სრულად...

https://www.youtube.com/watch?v=TXEXeEl9NGo

10 ნოემბერი 2018

სტატია Stuttgarter-Zeitung-ში

სრულად...

https://www.stuttgarter-zeitung.de/inhalt.georgien-projekt-im-linden-museum-ein-kleines-land-steht-im-rampenlicht.94259ff6-91a1-42a6-8927-40995b2f2b35.html?fbclid=IwAR0ulElgrGCiTUXhZQ06hldtangV5j5BMMeTpfLuRbDd3eDSaMK2b3wo-fs

10 ნოემბერი 2018

პირველი რეპეტიცია შტუტგარტში (გერმანია)

სრულად...

08 ნოემბერი 2018

Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Ballet was travelling to Stuttgart

სრულად...

06 ნოემბერი 2018

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის ირაკლი გვილავას მადლობის წერილი დასს.

სრულად...

25 ოქტომბერი 2018

AGENDA.GE

სრულად...

ინგლისურენოვანი სტატია დასის პირველი საერთაშორისო გასტროლის შესახებ გერმანიაში.

http://agenda.ge/en/news/2018/2222

08 ნოემბერი 2018 - 14 ოქტომბერი 2018

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის პირველი საერთაშორისო გასტროლი გერმანიაში!

სრულად...

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მესამე სეზონს შედგება პირველი საერთაშორისო გასტროლი გერმანიაში!

პროექტი "Hinter den Grenzen" (საზღვრებს მიღმა) ამორჩეულ იქნა და ფინანსდება გერმანული მუსიკალური ფონდის მიერ 2018 წელს, როდესაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარ ქვეყანას წარმოადგენს. პროექტის მიზანია ერთი თაობის სამმა ქართველმა ხელოვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა, გერმანიაში მოღვაწე ქართველმა კომპოზიტორმა და მუსიკოსმა რუსუდან მეიფარიანმა და ქორეოგრაფმა მარიამ ალექსიძემ შექმნან ახალი ლიტერატურულ-მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა, რომლის პრემიერაც გერმანიაში გაიმართება. გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მსახიობებთან ერთად წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ რუსუდან მეიფარიანი და მისი ანსამბლის წევრები, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები ნატა მეიფარიანი და გიგა ხელაია. პროექტის ფარგლებში აგრეთვე შესრულდება ქორეოგრაფიული წარმოდგენა „ხმა დაირისა...“, რომელიც მარიამ ალექსიძის მიერ რუსუდან მეიფარიანის სოლო პროგრამაზე 2017 წლის „თბილისობის“ დღესასწაულისთვის დაიდგა.

8 დან 13 ნოემბრამდე სამხრეთ გერმანიაში სამი წარმოდგენაა დაგეგმილი. ქალაქ შტუტგარტში წარმოდგენის შემდეგ გაიმართება მაყურებელსა და შემოქმედებით ჯგუფს შორის შეხვედრა-დისკუსია, რომელსაც წარუძღვება კულტუროლოგი ულრიკე ბონე.

პროექტის მხარდამჭერები არიან გერმანულ მუსიკალური ფონდი და ქალაქ თბილისის მერია.

დიზაინი - სონია შუბერტი
ფოტო - თინა ყაზახიშვილი

19 ოქტომბერი 2018 - 21 ოქტომბერი 2018

METAMORPHOSES

სრულად...

აბრეშუმის ფაბრიკის კინოპავილიონი
19, 20, 21 ოქტობერი
მეტამორფოზები

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისა“ და “Silk Factory Studio” - ს ერთობლივი პროექტი.

თანამედროვე ბალეტი ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ მიხედვით
სპექტაკლში ჟღერს იოჰან სებასტიან ბახისა და
ნიკა მაჩაიძის ორიგინალური მუსიკა
იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი -
მარიამ ალექსიძე
დამდგმელი მხატვარი - ანა ნინუა
პროექტის იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი -
დავით მაზიაშვილი

მონაწილეობს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი

19,20,21 October
Metamorphoses

A joint project of Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Ballet and Silk Factory Studio

A Contemporary Ballet based upon Ovid’s Metamorphoses
Ballet is staged to the music by Johann Sebastian Bach and
original music by Nika Machaidze
Idea and Choreography by Mariam Aleksidze
Stage Design by Ana Ninua
Project idea, concept and project supervision by 
David Maziashvili

Cast: 
Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Ballet Company

Company Artistic Director – Mariam Aleksidze

At Silk Factory Studio (former Silk Factory)
Address: 59, Merab Kostava Street

12 ოქტომბერი 2018

„2018 წლის წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების საზეიმო გალა კონცერტი

სრულად...

12 ოქტომბერს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასმა მონაწილეობა მიიღო „2018 წლის წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების საზეიმო გალა კონცერტში, რომელიც სახელოვნებო სივრცე „რესპუბლიკაში“ გაიმართა.

12 ოქტომბერი 2018

წინანდლის პრემია 2018

სრულად...

12 ოქტომბერს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი მონაწილეობს „2018 წლის წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების საზეიმო გალა კონცერტში, რომელიც სახელოვნებო სივრცე „რესპუბლიკაში“ გაიმართება.

06 ოქტომბერი 2018 - 07 ოქტომბერი 2018

მეტრონომი

სრულად...

6 და 7 ოქტომბერს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასმა მონაწილეობა მიიღო 2018 წლის “თბილისობის“ დღესასწაულში, რომელიც ლეღვთახევში გაიმართა. წარმოდგენილი იყო მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი "მეტრონომი" ნატალია ბერიძისა და ნიკა მაჩაიძის მუსიკაზე.

06 ოქტომბერი 2018 - 07 ოქტომბერი 2018

თბილისობა 2018

სრულად...

“თბილისობის" სამზადისი

"მეტრონომი"
მუსიკა ნატალია ბერიძისა და ნიკა მაჩაიძის
ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
მონაწილეობს გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტის" დასი, 
ნატალია ბერიძე და ნიკა მაჩაიძე

ლეღვთახევი

6 ოქტომბერი
დასაწყისი: 20 სთ

7 ოქტომბერი
დასაწყისი: 21 სთ

19, 20, 21 ოქტობერს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისა“ და Silk Factory Studio - ს ერთობლივი პროექტი - "მეტამორფოზები".

სრულად...

ეს არის შესაძლებლობა მარიამ ალექსიძის თანამედროვე ქორეოგრაფიის ენით მონათხრობი ოვიდიუსის "უწყვეტი სიმღერა" ნახოთ, რომელიც სამყაროს წარმოშობიდან კაცობრიობის ბედს აღწერს. 

აბრეშუმის ფაბრიკის კინოპავილიონი ანა ნინუას მხატვრული გადაწყვეტის მიხედვით, სპეციალურად ამ ჩანაფიქრისთვის მოეწყო."გარდასახვები" მუსიკასაც შეეხო, როდესაც იოჰან სებასტიან ბახის კომპოზიციებთან სინთეზში ნიკა მაჩაიძის სპეციალურად "მეტამორფოზებისთვის" შექმნილი ელექტრონული მუსიკა ჟღერს.  

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე:

https://biletebi.ge/tbilisis-tanamedrove-baleti/metamorfozebi-metamorphoses

28 სექტემბერი 2018

საქველმოქმედო საღამო

სრულად...

„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ მხარდასაჭერად გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასმა მონაწილეობა მიიღო „სიცოცხლის ფესტივალი 2018“ - ის დასკვნით ღონისძიებაში, რომელიც  28 სექტემბერს გაიმართა

 

26 სექტემბერი 2018

2018/2019 მესამე სეზონის გახსნა

სრულად...

26 სექტემბერი

რუსთაველის თეატრის დიდი სცენა

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მესამე სეზონის გახსნა

გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე :

https://biletebi.ge/tbilisis-tanamedrove-baleti/giorgi-aleqsidzis-qoreografiis-saghamo-evening-of-giorgi-aleksidze-choreography

28 აგვისტო 2018

გიორგი ალექსიძის ავტობიოგრაფიული წიგნი „ბალეტი ცვალებად სამყაროში“

სრულად...

გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, გამომცემლობა „სეზანში“  დაიბეჭდა გიორგი ალექსიძის ავტობიოგრაფიული წიგნი „ბალეტი ცვალებად სამყაროში“.

04 აგვისტო 2018

2017/2018 წლის მეორე თეატრალური სეზონის დახურვა

სრულად...

2017/2018 წლის მეორე თეატრალური სეზონი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასმა ბათუმში გასტროლით და ბათუმის მუსიკალურ ცენტრში თანამედროვე ბალეტის „გურჯი-ხათუნი“ წარმატებულად ჩატარებით დაასრულა.

04 აგვისტო 2018

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ გასტროლი ბათუმში 4 აგვისტო/20 სთ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი „გურჯი-ხათუნი“

სრულად...

თანამედროვე ცეკვის სამოყვარულო კლასები სექტემბრიდან კვლავ განახლდება

სრულად...

2017 წელს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მეორე სეზონს, თანამედროვე ცეკვის განვითარების მიზნით,  საფუძველი ჩავუყარეთ საგანმანათლებლო პროგრამებს.

დასრულდა თანამედროვე ცეკვის სამოყვარულო კლასები. სამოყვარულო კლასები სექტემბრიდან კვლავ განახლდება.

დიდი მადლობა საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელს მარინა ალექსიძეს, თანამედროვე ცეკვის სამოყვარულო კლასების პედაგოგს ანა ალბუთაშვილს, საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრატორს თათია სიბაშვილს და სამოყვარულო კლასების მონაწილეებს!

 

04 აგვისტო 2018

„გურჯი-ხათუნი“ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ გასტროლი ბათუმში

სრულად...

4 აგვისტო/20 სთ.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი

 

 „გურჯი-ხათუნი“

დათო ტურაშვილის რომანის მიხედვით

თანამედროვე ბალეტი ერთ მოქმედებად

 

იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე

კომპოზიტორი - იოსებ ბარდანაშვილი

მხატვარი - ანა კალატოზიშვილი

მონაწილეობს გიორგი ალექსიძის სახელობის  „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე:

https://biletebi.ge/tbilisis-tanamedrove-baleti/gurji-khatuni-gastroli-batumshi-gurji-khatun-tour-in-batumi

29 ივნისი 2018

თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსი

სრულად...

 

 

2017 წელს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მეორე სეზონს, თანამედროვე ცეკვის განვითარების მიზნით,  საფუძველი ჩავუყარეთ საგანმანათლებლო პროგრამებს.

დღეს დასრულდა თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსის, პირველი საფეხური. ვულოცავთ მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულებას.

დიდი მადლობა პროგრამის ხელმძღვანელს, დასის მმართველს მარინა ალექსიძეს და თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსის პედაგოგს, დასის წამყვან სოლისტს           ნინო გოგუას!

თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსები სექტემბრიდან კვლავ განახლდება.

20 ივნისი 2018 - 21 ივნისი 2018

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პრემიერამ STALAG VIII-A, ოლივიე მესიანის თხზულების „კვარტეტი ჟამთა აღსასრულისა“ ცოცხალი შესრულებით, წარმატებით ჩაიარა. ვულოცავთ ყველა მონაწილეს!!!

სრულად...

„მოცეკვავეებთან მუშაობისას ვეცადეთ, შეგვეღწია ბგერების გულში, ყური დაგვეგდო ფრინველთა და ანგელოზთა გალობისათვის. დასის დაარსებიდან მეორე სეზონს ჩვენი მოცეკვავეები აამოძრავებენ მესიანის ფერადოვან ბგერებს. დიდი მადლობა პიანისტ ირინა ვარდელს, რომ  ამ იდეის აღსრულებაში მხარში ამომიდგა, ჩვენი ჩანაფიქრის ირგვლივ გააერთიანა არაჩვეულებრივი მუსიკოსები, დიდი მადლობა მათ თავიანთი შემოქმედებისათვის! მადლიერი ვარ ჩვენი დასის თითოეული წევრის, შემოქმედებითი და ადმინისტრაციული გუნდის. დიდი მადლობა თბილისის მერიასა და საკრებულოს იმისათვის, რომ თბილისს თანამედროვე საბალეტო დასი ჰყავს!

ოლივიე მესიანის „კვარტეტი ჟამთა აღსასრულისა“  მარადიულობით და უკვდავყოფით სრულდება. ამ დადგმით მოკრძალებით, პატივს მივაგებთ სახელოვანი მევიოლინის კონსტანტინე ვარდელის ხსოვნას!“ - მარიამ ალექსიძე

20 ივნისი 2018 - 21 ივნისი 2018

STALAG VIII-A თანამედროვე ბალეტი

სრულად...

20 და 21 ივნისს

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“

პრემიერა შედგა.

რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ოლივიე მესიანის თხზულების

„კვარტეტი ჟამთა აღსასრულისა“ (Quatuor pour la fin du temps)

ცოცხალ შესრულებაზე წარმოდგენილი იყო მარიამ ალექსიძის

თანამედროვე ბალეტი  STALAG VIII-A

 

20 და 21 ივნისი რუსთაველის თეატრი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პრემიერა

სრულად...

ეძღვნება სახელგანთქმული მევიოლინის კონსტანტინე ვარდელის ხსოვნას

 STALAG VIII-A

თანამედროვე ბალეტი ერთ მოქმედებად

 ოლივიე მესიანის „კვარტეტი ჟამთა აღსასრულისა“

კლარნეტის, ვიოლინოს, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის

 

16 ივნისიდან თანამედროვე ბალეტის  Stalag VIII-A  ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ რუსთაველის თეატრის სალაროში.

აგრეთვე ბმულზე:

https://biletebi.ge/tbilisis-tanamedrove-baleti/stalag-viii-a-stalag-viii-a

და „ბიბლუს გალერიში“, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის N7

 

 

27 აპრილი - ცეკვის საერთაშორისო დღე

სრულად...

2018 წლის 27 და 28 აპრილს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ცეკვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე - 2018 “, რომლის ფარგლებშიც  27 აპრილს შედგება გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელისა და ქორეოგრაფის, მარიამ ალექსიძის შეხვედრა-მასტერკლასი ქორეოგრაფიული სპეციალობის სტუდენტებთან. 

 

 

14 აპრილი დედაენის დღე

სრულად...

14 აპრილი 2018

 დედაენის დღე

 16 სთ-ზე, დედაენის ბაღში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ შეასრულებს მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს „თუთა“ და „ზღვისფერი გაქვს თვალები“. მუსიკა ანა კალანდაძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ლექსების ავტორისეულ ჩანაწერებზე ნატალია ბერიძისა და ნიკა მაჩაიძის მიერ შეიქმნა.

ხანგრძლივობა 10 წთ

დასწრება თავისუფალია

(მუსიკალური კომპოზიციები 2014 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების პროექტის, „ეპოქის ხმები“, ფარგლებში შეიქმნა)

3,4 მაისი | 20 სთ. რუსთაველის თეატრის მცირე სცენა „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ თანამედროვე ბალეტი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე

სრულად...

3,4 მაისი | 20 სთ.

რუსთაველის თეატრის მცირე სცენა

 

„დოვინ-დოვენ-დოვლი...“ არის ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის საავტორო თანამედროვე საბალეტო სპექტაკლი და  გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პირველი სარეპერტუარო სპექტაკლი, რომელიც განსაკუთრებული და ორიგინალურია იმით, რომ ქორეოგრაფია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზეა დადგმული. სპექტაკლის დრამატურგიული ხაზი ლექსის ენით ვითარდება, სიტყვა მოძრაობის იმპულსს იძლევა, სხეული მიჰყვება ლექსის რიტმს, ხასიათსა და ბუნებას. თითოეული მოცეკვავე გამოყოფილია და მათი ინდივიდუალობა გუნდშიც თვალსაჩინოა. გულიდან წამოძახილ სიტყვებს -  „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ გალაკტიონის ლექსიდან „მოვა... მაგრამ როდის?“ - კონკრეტული ახსნა არა აქვს, ყველა თავისებურად აღიქვამს, ისევე როგორც მთლიანად სპექტაკლს. ფინალური ეპიზოდი „მთაწმინდის მთვარეა“, რომელიც გალაკტიონის ავტორისეულ ჩანაწერზე სრულდება.

 

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე.

https://biletebi.ge/tbilisis-tanamedrove-baleti/dovin-doven-dovli-dovin-doven-dovli

ბილეთების შეძენა აგრეთვე შეგიძლიათ „ბიბლუს გალერიში“, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის N7

17,18 მარტი „მეტამორფოზები“ თანამედროვე ბალეტი

სრულად...

მაყურებელთა ინტერესის გათვალისწინებით 17 და 18 მარტს თანამედროვე ბალეტის „მეტამორფოზები“ კიდევ ორი საპრემიერო წარმოდგენა გაიმართება.

 

„მეტამორფოზები“

სრულად...

მეექვსე საპრემიერო სპექტაკლს ანშლაგით ვიწყებთ!

დიდი მადლობა მაყურებელს!

„მეტამორფოზები“ თანამედროვე ბალეტი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელის და დამდგმელი ქორეოგრაფის მარიამ ალექსიძის მიმართვა მაყურებელს.

სრულად...

ოვიდიუსის პოემა „მეტამორფოზები“, იგივე „გარდასახვანი“ სწორედ იმით არის საინტერესო, რომ ყოველი მითი გარდასახვით მთავრდება. „მეტამორფოზებს“ წარმართულ ბიბლიას უწოდებენ. ოვიდიუსის ამ პოემით, მასში გაერთიანებული თქმულებების არსითა და სახეებით მწერლები, პოეტები, მხატვრები, კომპოზიტორები, რეჟისორები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები და მეცნიერები ეპოქების მანძილზე საზრდოობდნენ. პოემაში მოცემულია სამყარო, რომელიც მუდმივ ცვალებადობაზეა აგებული. ქორეოგრაფიული იდეის საფუძველიც ცვალებადობაა. სამყაროს უსასრულო სივრცისა და ფანტაზიის გამოსახატავად ქორეოგრაფიის  შემოქმედებითი ძალა  მიმართულია, რომ დაუბრუნდეს მითს, გააცოცხლოს ადამიანთა ბუნება, გამოხატოს მათი ფიზიკური, შინაგანი და გარეგნული მდგომარეობა, დაუბრუნდეს მათ ფსიქოლოგიას, გააცნობიეროს იგი და ხან პლასტიკურ, ხან კი სქემატური ფიგურების შექმნით გამოხატოს ის იდეები, ფორმები და ძალები, რომელიც  ადამიანის მეტამორფოზას ახდენს და მის სულს აყალიბებს.

ჩანაფიქრის მიხედვით მეტამორფოზა უნდა მომხდარიყო, როგორც იდეასა და ქორეოგრაფიაში, ისე მის გამოსახატავად აუცილებელ ყველა მიმართულებაში. მეტამორფოზა უნდა მომხადარიყო სივრცის თვალსაზრისითაც, ამიტომ სპექტაკლი არა აკადემიურ თეატრალურ გარემოში, არამედ განსხვავებულ, ახლებურ სივრცეში უნდა შექმნილიყო. აბრეშუმის ფაბრიკის კინოპავილიონი არის ძალზე საინტერესო ფორმის სივრცე, რომელიც სპექტაკლის დამდგმელი მხატვრის ანა ნინუას მხატვრული გადაწყვეტის მიხედვით, სპეციალურად ამ ჩანაფიქრისთვის მოეწყო. აბრეშუმის ფაბრიკის სტუდიის მიერ  სცენა და მაყურებელთა დარბაზი აიგო და სპექტაკლისათვის შექმნილი განათებისა და გახმოვანების სქემის მიხედვით თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. მაყურებელთა დარბაზი ერთი მხრივ მცირე ზომის ბერძნულ-რომაულ ამფითეატრს მოგვაგონებს, მეორე მხრივ კი, თანამედროვე თეატრს, როდესაც მაყურებელი მოქმედებასთან ახლოა მოთავსებული და მისი ერთგვარი ნაწილია. მხატვრული ჩანაფიქრიც ანტიკურისა და თანამედროვე ეპოქების სულის მატარებელი, დროის დამაკავშირებელი, მეტამორფოზული სიმბოლოებით გაჯერებული სივრცეა. უმთავრესი მეტამორფოზა მუსიკალური მიმართულებით უნდა მომხადარიყო. არჩევანი გავაკეთე იოჰან სებასტიან ბახსა და თანამედროვე კომპოზიტორ ნიკა მაჩაიძეზე, რომელმაც სპექტაკლისათვის ორიგინალური მუსიკა შექმნა და ჩემს მიერ შერჩეულ ბახის კომპოზიციებთან სინთეზში საუნდ დიზაინით გააფორმა. ადრეულ მუსიკასა და მინიმალისტურ, ელექტრონულ მუსიკას შორის დიალოგით ნათლად ჩანს თუ როგორი მეტამორფოზა განიცადა მუსიკამ ეპოქების მანძილზე. ძალზედ საინტერესოა, აგრეთვე, ის ფაქტი, რომ რამდენიმე საპრემიერო ჩვენებაზე ნიკა მაჩაიძე სცენაზე მოცეკვავეებს შორის, როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი მუსიკოსი, თავისი საკრავით - ლეპტოპით მოგვევლინება, რითაც გამოჩნდება თუ რამდენად შემოიჭრა ციფრული ტექნოლოგია ჩვენს ყოველდღიურობაში.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს დავინახოთ თანამედროვე ცეკვის დღევანდელობა საქართველოში, გავიცნოთ ახალი სახეები და  წარმოვაჩინოთ მოქმედი ხელოვანების განვითარების პროცესები. გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდისა და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება თანამედროვე ქართველი ხელოვანების მონაწილეობით ქართული ქორეოგრაფიული წარმოდგენების შექმნის ხელშეწყობაა. თანამედროვე ქორეოგრაფია თანამედროვე მუსიკასთან და თანამედროვე თეატრალურ მხატვრობასთან მხარდამხარ ვითარდება, რაც ქვეყანაში დარგის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა და რასაც გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ ემსახურება. დასის საქმიანობის მნიშვნელოვანი ხელშეწყობისათვის დიდ მადლობას ვუხდი ქალაქ თბილისის მერიასა და საკრებულოს!

ეს პროექტი გამორჩეულია იმით, რომ თანამედროვე საბალეტო დასისთვის დაიდგა კიდევ ერთი საავტორო, ქართული თანამედროვე ბალეტი, რომლის შექმნაშიც დღეს ჩვენს წიაღში მოქმედი ახალგაზრდა და ნიჭიერი ხელოვანები მონაწილეობენ. თეატრალური დარბაზი და სცენა, რომელიც აბრეშუმის ფაბრიკის კინოპავილიონში აიგო, ჩანაფიქრის ორიგინალურობას კიდევ უფრო გამოკვეთს. ამ შესაძლებლობისთვის და შთაგონებული, თავდაუზოგავი თანამშრომლობისთვის დიდი მადლობა აბრეშუმის ფაბრიკის სტუდიის დირექტორს ბატონ გიორგი ხაინდრავას და სტუდიის მთელ გუნდს!

პროექტის ფარგლებში დასის დირექტორის და პროექტის იდეის, კონცეფციისა და ხელმძღვანელის დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრით აბრეშუმის ფაბრიკის სტუდიასთან ერთობლივად ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი შემეცნებითი ვიდეო პროექტი განხორციელდა. მეტამორფოზების სამზადისის დაწყებიდან ყოველი კვირის პარასკევს ინტერნეტ სივრცეში დაინტერესებული მაყურებელი ვიდეორგოლების საშუალებით ეცნობოდა სპექტაკლის დადგმის პროცესს, მასში მონაწილეებსა და შესრულებულ სამუშაოებს. ვიდეოებს თვალს ადევნებდა ათიათასობით მაყურებელი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოება დაინტერესებულია თანამედროვე ხელოვნებით, ქორეოგრაფიით და მისი შექმნის პროცესებით.

სპექტაკლის შექმნის პროცესში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოცეკვავეები გარდა სპექტკლისათვის საჭირო ფიზიკური და სულიერი მომზადებისა, ღრმად შეიცნონ მასალა და გაჟღენთილებმა და შთაგონებულებმა ამ სამყაროთი, საკუთარი სხეულის ფიქრი ინდივიდუალური ემოციების, ენერგეტიკისა და გრძნობების საფუძველზე გადასცენ მაყურებელს. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული შესაძლებლობა მოგვეცა: ალექსიძეების ოჯახის ძვირფასმა, ერთგულმა მეგობარმა აკადემიკოსმა რისმაგ გორდეზიანმა დასის წევრებს თავის ბინაზე უმასპინძლა და ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ შესახებ ლექცია წაუკითხა.  თსუ-ის პროფესორმა თემურ კობახიძემ დასისთვის სპეციალურად წაიკითხა ლექცია „ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ აღქმა მეოცე საუკუნის ლიტერატურაში“. დასის წევრები და შემოქმედებითი გუნდი დაესწრნენ თსუ-ის ასოცირებული პროფესორისა და დასის დირექტორის დავით მაზიაშვილის საჯარო ლექციას „შექსპირის  მეტამორფოზა 2017 წლის ლონდონის თეატრებში“.     დიდი მადლობა მათ ამ დაუვიწყარი შეხვედრებისათვის!

ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, რომ დასის მსახიობები ჩვენ შემოქმედებით გუნდთან მუშაობის, ახალი დადგმების, დასის საგანმანათლებლო მიმართულებისა და რეპეტიციებს მიღმა აქტივობების  საფუძველზე ჩვენს თვალწინ სულ უფრო იხვეწებიან, ვითარდებიან ტექნიკურად და ნამდვილ არტისტებად ყალიბდებიან. ჩვენს რთულ პროფესიაში მუდმივმოქმედობა, უწყვეტი და შრომატევადი სამუშაო პროცესი ხარისხისა და განვითარების წინაპირობაა. მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში შემოგვიერთდნენ დასის ახალგაზრდა წევრებიც, პრაქტიკანტები, რომლებმაც 2017 წლიდან დასის საგანმანათლებლო მიმართულების -  თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელ კურსებზე სწავლისას გამოიჩინეს თავი. ვგრძნობ, რომ დასთან ერთად მეც ვიზრდები, როგორც ქორეოგრაფი, რადგან დასისთვის შერჩეული და აქ მომუშავე თითოეული მოცეკვავის გონება გახსნილია ფანტაზიისათვის, ხოლო  მათი ტექნიკური, სტილისტური, მუსიკალური ზრდა ქორეოგრაფიული ლექსიკის ძიებაში მეტ შესაძლებლობებს მიხსნის.  ვფიქრობ ეს სპექტაკლი მნიშვნელოვანი მეტამორფოზა იქნება ჩემთვისაც, როგორც ქორეოგრაფისთვის. ამ ნამუშევრით დავასრულებ ქორეოგრაფად მუშაობის პირველ, ნაყოფიერ ათ წელიწადს და შემდეგ ეტაპზე შევაბიჯებ.

ნებისმიერი კარგი იდეა თუ ჩანაფიქრი  განუხორციელებელი დარჩება თუ ამ წამოწყებაში არ გყავს თანამოაზრეები. მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახის წევრებს, ჩვენი დასის მეგობრებს და გულშემატკივრებს. დასისა და სპექტაკლის შემოქმედებით, ტექნიკურ და ადმინისტაციულ გუნდს, სამხატვრო საამქროებს, სახელოსნოებს, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტში. და ბოლოს, მადლობას ვუხდი ჩემს უმთავრეს თანამოაზრეს, დასის დირექტორს დავით მაზიაშვილს, რომელიც ჩვენი დასის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი და ბირთვია და რომლის გარეშეც „მეტამორფოზებს“ ვერ ჩავბერავდით სულს.

სპექტაკლის მაყურებლისთვის გაზიარებისას სურვილი მაქვს, „მეტამორფოზებმა“ მცირე დროით მაინც დააფიქროს ისინი იმ უსასრულო სივრცეზე, რასაც სამყარო ყველას გვთავაზობს. ვეცადოთ მშვენიერებით შევავსოთ იგი!

 

მარიამ ალექსიძე

 

 

პრემიერა „მეტამორფოზები“ თანამედროვე ბალეტი

სრულად...

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისა“ და “Silk Factory Studio“ - ს ერთობლივი პროექტის, მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტის „მეტამორფოზები“ პრემიერა  2,3,4, 9,10 და 11 მარტს აბრეშუმის ფაბრიკის კინოპავილიონში გაიმართა.

მალე...

სრულად...

"მეტამორფოზები"

თანამედროვე ბალეტი

კალენდარი 2018

სრულად...

გამოიცა 2018 წლის კალენდარი - „გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ თბილისის უბნებში“.

პარტნიორობისთვის დიდი მადლობა სტამბას „ფავორიტი“.

ფოტოპროექტის „გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ თბილისის უბნებში“ იდეის ავტორები - დავით მაზიაშვილი და მარიამ ალექსიძე, ფოტოების ავტორი - თინა ყაზახიშვილი, 2018 წლის კალენდრის დიზაინერი - ბესიკ დანელია.

 

17 დეკემბერი 2017

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასმა და Silk Factory Studio - მ ერთობლივი პროექტი დაიწყო.

სრულად...

მარიამ ალექსიძის მიერ დასისთვის დიდი ფორმატის თანამედროვე ბალეტი „მეტამორფოზები“ შეიქმნება. იოჰან სებასტიან ბახისა და ნიკა მაჩაიძის ორიგინალური მუსიკა, ანა ნინუას მხატვრობა, პროექტის ხელმძღვანელი დავით მაზიაშვილი.

სპეციალურად ამ ჩანაფიქრისთვის Silk Factory Studio სცენასა და მაყურბელთა დარბაზს ააგებს, სადაც 2018 წლის მარტს თანამედროვე ბალეტის „მეტამორფოზები“ მსოფლიო პრემიერა შედგება.

09 დეკემბერი 2017

9 დეკემბერს, სასტუმრო „იოტას“ საკონფერენციო დარბაზში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ოფიციალური ვებგვერდის წარდგინება შედგება.

სრულად...

ვებგვერდი დამზადებულია დასის პარტნიორის, კომპანია 42 გრადუსის მიერ. ვებგვერდზე მუშაობამ წელიწადზე მეტი გასტანა და ორ ენაზე ამომწურავ ინფორმაციას მოიცავს. ვებგვერდზე განთავსებულია, როგორც დასის საქმიანობის სრული ინფორმაცია, ასევე გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდისა და გიორგი ალექსიძის შესახებ. ვებგვერდი დამზადებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით და გაჯერებულია დასის ორიგინალური ვიზუალური მასალით.

06 დეკემბერი 2017

6 დეკემბერს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, სადაც გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ თბილისის მერიის ბიგ ბენდთან ერთად მარიამ ალექსიძის ორ ჯაზ-ბალეტის კომპოზიციას შეასრულებს.

სრულად...

22 ნოემბერი 2017

22 ნოემბერს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მიერ გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამოს მესამე საპრემიერო ჩვენება გაიმართება.

სრულად...

წარმოდგენილი იქნება გია ყანჩელის „დიპლიპიტო“, ერთმოქმედებიანი თანამედროვე ბალეტი ფედრას თემაზე, იური გეგეშიძის მხატვრული გაფორმებით და საბალეტო მინიატურები ი.ს.ბახის, ი.ბრამსის, ა.კორელის, დ.შოსტაკოვიჩის, ა.პიაცოლას, ჩ.ჩაპლინის, ი.დუნაევსკის, ე.დენისოვის, ი.კეჭაყმაძის და გ.ყანჩელის მუსიკაზე.

07 ოქტომბერი 2017 - 08 ოქტომბერი 2017

7 და 8 ოქტომბერს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ „თბილისობის“ დღესასწაულში მონაწილეობს.

სრულად...

ისევე როგორც 2016 წელს, 2017 წელსაც მარიამ ალექსიძის მიერ სპეციალურად თბილისობისთვის დაიდგა წარმოდგენა, ამჯერად გერმანიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსის რუსუდან მეიფარიანის მუსიკაზე. რუსუდან მეიფარიანი სპეციალურად თბილისობის დღესასწაულისთვის ჩამოვა და ქორეოგრაფიულ წარმოდგენაში „ხმა დაირისა...“ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასს ახალ აღმაშენებელზე, ღია ცის ქვეშ, თავისი კომპოზიციების ცოცხალი შესრულებით შეუერთდება.

28 სექტემბერი 2017

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში ლექცია-შეხვედრა მარიამ ალექსიძესთან

სრულად...

თბილისის მუზეუმების გაერთიანების საჯარო ლექციების და შეხვედრების ციკლის ფარგლებში 2017 წლის 28 სექტემბერს ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში შედგება ლექცია-შეხვედრა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელთან, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძესთან თემაზე - „თანამედროვე ბალეტი“.

04 ოქტომბერი 2017

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ 2017/18 წლის, მეორე თეატრალური სეზონი 4 ოქტომბერს გაიხსნება

სრულად...

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ 2017/18 წლის, მეორე თეატრალური სეზონი 4 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე დადგმული, მარიამ ალექსიძის საავტორო თანამედროვე ბალეტით „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ გაიხსნება.

2016/17 წლის დასის პირველი თეატრალური სეზონის გახსნა და ოფიციალური წარდგინება სპექტაკლის „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ პრემიერით შედგა. 2016 წლის 17 ნოემბერს გალაკტიონის დაბადებიდან 125 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად სპექტაკლი ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში იქნა ნაჩვენები. 2017 წლის 26 მარტს „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ კვლავ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე იქნა ნაჩვენები. სპექტაკლზე სრულად გაიყიდა ბილეთები და საზოგადოებაში დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია.

19 სექტემბერი 2017

თსუ - საერთაშორისო კონფერენცია „მედეას თემა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში“

სრულად...

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „მედეას თემა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში“ მონაწილეობას მივიღებთ გიორგი ალექსიძის საბალეტო მინიატურით იოსებ კეჭაყმაძის მუსიკაზე „მედეა“. კონფერენციაზე ასევე ნაჩვენები იქნება კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1979 წ. გადაღებული კომპოზიტორ რევაზ გაბიჩვაძისა და გიორგი ალექსიძის ფილმ-ბალეტი „მედეა“, სადაც მედეას პარტიას მარინა ალექსიძე (გოდერძიშვილი) ასრულებს.

04 სექტემბერი 2017 - 10 სექტემბერი 2017

ქორეოგრაფისა და პედაგოგის ბე ვან ვარკის ვორკშოპი

სრულად...

საქართველოში გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობითა და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალთან „ნიქოზი“ პარტნიორობით, 4 - დან 10 სექტემბრამდე, ქ.ბერლინში მოღვაწე ქორეოგრაფები და პედაგოგები ბე და მევლანა ვან ვარკები გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასთან ცეკვის თეატრის ვორკშოპს ჩაატარებენ.