მარიამ ალექსიძისა და მისი თანამოაზრეების სურვილი და მიზანი იყო თბილისში შექმნილიყო კამერული დასი - გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, და ამ წინადადებით თბილისის მერიასა და საკრებულოს მიმართა. 2016 წელს თბილისის მერიამ ჩვენს სახელოვნებო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილება მიიღო - მარიამ ალექსიძის ხელმღვანელობით დააფუძნა თანამედროვე ბალეტის კამერული დასი „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, რომელსაც სახელგანთქმული ქართველი ქორეოგრაფის, გიორგი ალექსიძის სახელი მიენიჭა. „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ პირველი თანამედროვე ბალეტის კამერული დასია საქართველოში, რომელსაც სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს.