2009 წელს დაამთავრა თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი; მუშაობდა ბალეტის პედაგოგ-რეპეტიტორად.
2014 წლიდან, როგორც ბალეტის მოცეკვავემ, სტაჟირება გაიარა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.
2016 წლიდან ნატალია კუკულაძე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ბალეტის მსახიობია.