უილიამ პრატი

თანამედროვე ცეკვის პედაგოგი

უილიამ პრატმა 2006 წელს დაამთავრა ახალი ზელანდიის ცეკვის სკოლა და დაჯილდოვდა „ტოდის სტიპენდიით“. სწავლა გააგრძელა „ახალი ზელანდიის სამეფო ბალეტში“. (Royal New Zealand Ballet)

2009 წლიდან 2019 წლამდე იყო სოლისტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

ორი წლის განმავლობაში მუშაობდა კლასიკური ბალეტის პედაგოგად ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში.

სხვადასხვა დროის განმავლობაში ის იყო მიწვეული პედაგოგი აკრამ ხანის დასში, ფუკუოკას საერთაშორისო ბალეტის ფესტივალზე, ასევე ესპანეთისა და ინგლისის საბალეტო სკოლებში.

2016 – 2017 წლებში უილიამ პრატი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასში თანამედროვე ცეკვის პედაგოგი იყო.

2019 წლიდან უილიამ პრატი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ საგანმანათლებლო პროგრამების პედაგოგია და  თანამედროვე ცეკვის ტექნიკას ასწავლის.

უკან დაბრუნება