აფხაზური ფოლკლორის თემაზე, ადათ –წესებზე, სარიტუალო ცეკვებსა და სიმღერებზე დაყრდნობით, სპექტაკლის დრამატურგიული ხაზი გადმოსცემს ადამიანისა და სამყაროს კავშირს. სპექტაკლის მთავარი თემა ადამიანის მიერ განვლილი გზაა - დაბადებიდან სიკვდილამდე. აფხაზური მუსიკალური საკრავი აჭარპანი, სპექტაკლში გამოიხატება ლერწამივით ლამაზი ქალის სახით, რომელიც ჰანგის მსგავსად ამღერებს სხეულს. ქალი - აჭარპანი არის სპექტაკლის ლაიტმოტივი და მთავარი გმირის მფარველი სული. თანამედროვე პლასტიკისა და ნეო-კლასიკური ბალეტის საფუძველზე შექმნილი ქორეოგრაფიული ენა შეუთავსდება ფოლკლორისა და პროფესიული მუსიკის მეტად საინტერესო სინთეზს. სპექტაკლში გამოყენებულია ეთნოგრაფიული ჩანაწრების უნიკალური ნიმუშები და თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები. მინიმალისტური სცენოგრაფიული ხერხებითა და განათების საშუალებით იქმნება მოქმედებისა და სპექტაკლის ემოციური განწყობილების შესატყვისი გარემო.
ბალეტი ერთ მოქმედებად
„აჭარპანი“ / მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფია
„აჭარპანი“ / მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფია