2016 წელს თბილისის მერიამ დააფუძნა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“

ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძისა და მისი თანამოაზრეების სურვილი და მიზანი იყო თბილისში შექმნილიყო კამერული დასი - გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და ამ წინადადებით თბილისის მერიასა და საკრებულოს მიმართა.

2016 წელს თბილისის მერიამ ჩვენს სახელოვნებო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილება მიიღო - მარიამ ალექსიძის ხელმღვანელობით დააფუძნა „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, რომელსაც სახელგანთქმული ქართველი ქორეოგრაფის, გიორგი ალექსიძის სახელი მიენიჭა. „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ პირველი თანამედროვე ბალეტის დასია საქართველოში, რომელსაც სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს.

მარიამ ალექსიძესა და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტს“ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში თანამედროვე ბალეტის და ცეკვის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.